კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ქალები... მამაკაცები...

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ყველამ და უმეტესად ქალებმა, კარგად იციან, რომ მამაკაცი, რომელიც ჭკვიანურად ლაპარაკობს სიყვარულზე, შეყვარებული არ არის. ზოგადად, ქალი ძალიან გონიერი  არსებაა და მისი მოტყუება ძნელია, თუკი თავად არ მოინდომა, იყოს  მოტყუებული.
მამაკაცის გამოტეხვა ადვილია, ქალის – შეუძლებელი. გარდა ამისა, ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა.
თუმცა, ქალები ბავშვებივით არიან და   ხშირად  „არას“ თქმა უყვართ, მამაკაცებიც ბავშვებივით არიან –  მათ სერიოზულად სჯერათ ეს „არა“.
როცა ქალი ყველაფერში უგებს მამაკაცს, ეს მთავრდება, ქორწინებით ან... განქორწინებით.
მამაკაცი უფრო ხშირად ეჭვიანობს თავის წინამორბედებზე, ქალი კი მათზე, ვისაც მეტოქედ მოიაზრებს.
მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კაცებზე გაცილებით შორსმჭვრეტელნი არიან – სურთ, იყვნენ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.
კარგი იქნება, თუ  ყველა ქალს ემახსოვრება, რომ მამაკაცი ვინმესთან კი არ მიდის, არამედ ვინმესგან მიდის.
ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან.
ნამდვილი სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ.
ამბობენ:  ნამდვილ კაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ჭეშმარიტ ქალს – წარსულიო.
ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია. ან პირიქით – თუ ქალი ძლიერია, მის გვერდით მდგომი მამაკაცი არასოდეს წაიქცევა.
მამაკაცი, რომელიც პატივს სცემს ქალს, მას არასოდეს დაამცირებს. მაშინაც კი, როცა ტოვებს.

  მოღალატე ქმრები
ცოლებს არ ტოვებენ

ზოგჯერ წყვილი ერთმანეთს ღალატობს, თუმცა მეტწილად მოღალატის როლში მაინც მამაკაცი გვევლინება. თანაც, ხშირად ისე ღალატობს, რომ არც კი ფიქრობს ოჯახის დანგრევას და ახლის შექმნას გატაცების ობიექტთან ერთად. მაინც რატომ მალავენ მამაკაცები ასე გულმოდგინედ ღალატს და რატომ არ სურთ ცოლების მიტოვება, როცა რომანი სხვა ქალთან აქვთ?
ფსიქოლოგთა განმარტებისა და თავად მამაკაცების აღიარების საფუძველზე ჩამოყალიბდა 5 მიზეზი, რის გამოც ძლიერ სქესს მეუღლის მიტოვება არ სურს.
კომფორტი
დიახ, მამაკაცს მოსწონს დალაგებული ცხოვრება, სახლი, ბავშვები - ანუ, როცა მამაკაცს ყველაფერი აქვს და საყვარელთან მხოლოდ იმიტომ დადის, რომ რაღაც სიახლეს ეძებს, არაფრის შეცვლა არ მოუნდება. ასეთი კაცები სახლში, ცოლთან თავს კომფორტულად გრძნობენ, არაფერში სჭირდებათ სახიფათო თავგადასავალი.
უბრალო ინტრიგა
ბევრი მამაკაცი ვერ ურიგდება აზრს, რომ ბუნებით პოლიგამია და ახალ ურთიერთობას ისე აფასებს, როგორც უბრალო ინტრიგას. ის ამბობს: სერიოზული არაფერია - მხოლოდ სექსი, ეს რეგულარული კავშირი არაა, არც ოჯახის ბიუჯეტზე აისახება და არც ცოლთან ურთიერთობაზეო. მაგრამ, რეალობა სხვას აჩვენებს.
გაყრის ეშინია
მამაკაცების უმეტესობას მართალაც ძალიან ეშინია განქორწინების. კაცები ხომ ვერ იტანენ ხლაფორთს და აურზაურს: აქ ადვოკატი, იქ ქაღალდების გროვა, ქონების გაყოფა, სკანდალები... მას ურჩევნია, მშვიდად იჯდეს ცოლ-შვილის გვერდით, ვიდრე ეს ჯოჯოხეთი გაიაროს.
ცოლი უყვარს
შეიძლება, რთული გასაგებია, მაგრამ მოღალატე ქმარს მართლა უყვარს ცოლი. ლოგიკურად, სიყვარული და ღალატი ერთად არ უნდა არსებობდეს, რადგან ღალატით ტკივილს აყენებ იმას, ვინც გიყვარს. მაგრამ, კაცისას რას გაიგებ: ერთი უყვარს, მეორესთან სძინავს და მესამეზე ოცნებობს...
• ბავშვები
კაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვებს მამა უნდა ჰყავდეთ. რა თქმა უნდა, გაყრის შემდეგაც შეუძლია შვილებზე ზრუნვა, მაგრამ ამ გზით ცდილობს, პატიება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე ღალატის შესახებ შეიტყობს. ასეთ მამაკაცს ზოგჯერ შეუძლია, ცოლს არც კი დაელაპარაკოს და მხოლოდ ბავშვების გამო იცხოვროს მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ღალატს გამართლება არ აქვს. გაუფრთხილდით ურთიერთობებს, სიყვარული ხომ ცხოვრების აზრია.

ცოლქმრობის
 პლუსები


ცოლქმრული კავშირი ტვინს ჭკუასუსტობისგან იცავს.
როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ამტკიცებენ, ქორწინებაში მყოფს დემენციის (ანუ ჭკუასუსტობის, სკლეროზის) განვითარების რისკი 30 პროცენტით დაბალი აქვს. მეცნიერებმა ეს დასკვნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის (ევროპა, აზია, ამერიკა) 800 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემის გაანალიზებით გააკეთეს.  ამტკიცებენ, რომ ხანგრძლივი ქორწინება ტვინის ტონუსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
საქმე ისაა, რომ ბედნიერი ქორწინებისას მეუღლეები უფრო ხშირად სწორად იკვებებიან, რეგულარულად იღებენ წამლებს და მიმართავენ ექიმს კონსულტაციისთვის. ქორწინებაში სოციალური ურთიერთობა აქტიურია.  ხშირია კამათი, მსჯელობა, აქტივობები და ყველა ეს ფაქტორი გონებრივი ჩამორჩენის განვითარების რისკს აქვითებს.
დადგენილია, რომ ქვრივებში ალცჰეიმერის დაავადების რისკი 20 პროცენტით მაღალია. სტრესული მოვლენა - პარტნიორის დაკარგვა აჩქარებს გონებრივი უნარების დაქვეითებას. აქედან გამომდინარე, ექიმებს განსაკუთრებული ყურადღება მარტოხელა პაციენტების მიმართ მართებთ. ზოგადად, მარტოხელობა უკვე დიაგნოზია და საკმაოდ მძიმე სტრესიც.  
ქორწინება, როგორც სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთი, ძირითადი ფორმა, ასევე, აქვეითებს მაღალი წნევის, ქოლესტერინის მომატებისა და ორივე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.  ასე რომ, იფიქრეთ სტაბილური ოჯახის შენარჩუნებაზე, ის თქვენი ხანგრძლივი, ჯანსაღი ცხოვრების გარანტიაა.
скачать dle 11.3