კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რის სტიმულს აძლევს ზოგჯერ ქალს ქმრის ღალატი

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

არავინ იცის, სად გველოდება ჩვენი წილი ბედნიერება. ზოგჯერ უარყოფითსაც შეიძლება მოჰქონდეს სიკეთე, თუკი ეს უარყოფითი რაღაც ახლის დასაწყისია. მთავარია, მოვლენების სწორად შეფასება და იმ პოზიტივის დანახვა, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციაში იყოს.

თიკო (36 წლის): არასოდეს მჯეროდა მინიშნებებისა და წინასწარი განწყობების. უბრალო შემთხვევითობას უფრო ვაღიარებდი, ვიდრე იმას, რომ არაფერი ხდება შემთხვევით. თქვენ წარმოიდგინეთ, ცუდ ამბავსაც კი ახლავს რაღაც კარგი. ოღონდ ეს უნდა გააცნობიერო. ბუნებრივია, როცა ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ. ბევრი აღარც არაფერი უნდა იდარდო. ოღონდ მე ამას საკმაოდ გვიან მივხვდი. უფრო სწორად, ჩემით არ მივმხვდარვარ – ცხოვრებამ მიმახვედრა ბევრი წვალებისა და ტყუილად დარდის შემდეგ.
– ანუ, აბსოლუტურად მშვიდად უნდა ვიყოთ? მაშინაც, როცა ქმარი გვღალატობს?
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ნამდვილად არ არის ტრაგედია, როცა ქმარი გღალატობთ. მესმის, რომ სერიოზული სტრესია. მე ეს გამოცდილი მაქვს და მეგონა, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა.
– მიუხედავად ამისა, მაინც ამბობთ, რომ ტრაგედია არ არის?
– სწორედ ამიტომაც ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ არც ტრაგედიაა და არც ქვეყნის დასასრული. მეტსაც გეტყვით – ამ ფაქტმა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. როცა გავთხოვდი, ოჯახურ ცხოვრებაზე სულ სხვა წარმოდგენები მქონდა. მაგალითად, ის, რომ ურთიერთობა აბსოლუტურ ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული. რომ ცოლი და ქმარი ერთნაირად უნდა აზროვნებდნენ და გვერდზე არ იყურებოდნენ. მხოლოდ ერთმანეთით უნდა ცხოვრობდნენ. სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებას ამ ყველაფერთან საერთო არაფერი აქვს.
– სიყვარული არ არსებობს?
– როგორ არ არსებობს. ეს საერთოდ სხვა რამეა. თქვენ იფიქრეთ, რომ ჩემი ქმარი არ მიყვარს? ძალიან მიყვარს და მის დაკარგვას ვერაფრით შეველევი. მიუხედავად იმისა, რომ გული მატკინა. იმის თქმა მინდა, რომ ვეთანხმები იმათ, ვისთვისაც ღალატი ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია. გული მომიკვდა. თუმცა, ამ ამბავს არ დავუბოღმივარ, არ აუვსია ჩემი არსება აგრესიით და შურისძიების სურვილით. მეწყინა, როგორ არა. ვინერვიულე, ვიტირე კიდეც. მაგრამ შემდგომი ეტაპი მქონდა აბსოლუტურად ადეკვატური, ანუ, ვაჯობე ემოციას, ვაჯობე შინაგან ხმას, ვაჯობე სიბრაზეს და დავსვი კითხვა: რა როლი შევასრულე ამ ყველაფერში მე?
– ყველაფერში, ანუ ქმრის ღალატში?
– დიახ. ცალმხრივი ხომ არაფერი არსებობს. არც ურთიერთობა, არც სიყვარული და ბუნებრივია, არც ღალატი. მართალია, ღალატში კიდევ მესამეც მონაწილეობს, მაგრამ ის მესამე არც ისეთი მნიშვნელოვანია, თუ თქვენ არ აქცევთ მნიშვნელოვნად. ვგულისხმობ იმას, რომ ზოგჯერ, ეს მესამე პირობითია.
– ვერ ვხვდები – პირობითი როგორ არის ცოცხალი ადამიანი, რომელიც თქვენ შორის დგება.
– თუ შენ ან შენი პარტნიორი ჩააყენებთ შუაში, როგორც თქვენ თქვით, მაშინ იქცევა პრობლემად. მე ასე არ დამიყენებია საკითხი. პირიქით, იმის გაცნობიერებამ, რომ ღალატი გარკვეულად ჩემი ბრალიცაა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ უცებ რაღაც სხვანაირად დამანახა ჩვენი ცხოვრებაც და ურთიერთობაც. მინდა, სწორად გამიგოთ. ამით ქმრის ღალატს არ ვამართლებ. უბრალოდ, მინდა იმ ქალებს, ვისაც უღალატეს და ჩემნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ცხოვრების უკეთ გაგრძელების შანსი მივცე. მინდა, მათ დაიჯერონ, რომ ღალატი არის სტიმულის მომცემი. ამან კი არ უნდა გაგანადგუროს და ყველაფერზე ხელი ჩაგაქნევინოს, არამედ საკუთარი თავის უკეთესობისგენ შეცვლის სურვილი გაგიჩინოს. მე ასე გავიგე ქმრის ღალატი. არ დამიწყია გლოვა-ტირილი და თავზე ნაცარი არ დამიყრია. პირიქით, სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვუთხარი: შენ მაგარი გოგო ხარ! მეტად თავდაჯერებული თუ იქნები და რაღაცებს შეცვლი, ვიღაც სხვა ქალს შენ არ გამჯობინებენ. ის არსად წავა. მიხვდება, შენთან რომ ურჩევნია და ბოდიშსაც მოგიხდის, ასე რომ მოიქცა-მეთქი.
ანუ ქმარზე უარი არ გითქვამთ.
– არა, რა თქმა უნდა. რატომ უნდა მეთქვა უარი? ზოგადად, თუ კარგი ქმარი გყავს, რატომ უთმობ ვიღაც ქალს? მარტო იმიტომ, რომ ერთხელ დაწვა მასთან?
– თქვენი აზრით, ღალატი დანაშაული არ არის?
– შეცდომაა და ცუდი საქციელი. მაგრამ დანაშაული არ არის. ყველას შეიძლება ასეთი რაღაც დაემართოს. ჩვენც შეიძლება; ვუღალატოთ. გამორიცხული არაფერია. მე იმის ახსნას ვცდილობ, რომ პრობლემა ცალმხრივად არ უნდა განვიხილოთ. თუ ემოციის გარეშე, მშვიდად გააცნობიერებ მომხდარს, მიხვდები, რომ მარტო ქმარი არ ტყუის და არც ურჩხულია. თანაც, თუ ხედავ, რომ ნანობს, თუ ხედავ, რომ შეწუხებულია თავისი საქციელით, თუ ნერვიულობს და განიცდის, წიხლი კი არ უნდა დააჭირო. ბოლოს და ბოლოს მტერი ხომ არ არის შენი. ხომ გიყვარს, ხომ შენიანია, ხომ ენდობოდი ცხოვრების ხანგრძლივ ეტაპზე, ასე ერთ შეცდომაზე უნდა მოიკვეთო და გააგდო? გაცილებით ჯობია, ენერგია იმაზე დახარჯო, უკეთესობისკენ შეიცვალო და ქმარმა ორმაგად ინანოს თავისი ღალატი. სურვილიც კი აღარ გაუჩნდეს, სხვისკენ გაიხედოს. პირიქით, მოგებღაუჭოს და არ მოგცილდეს. მე ეს შევძელი.
скачать dle 11.3