კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 „ცეცხლი მიკიდია“?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ გრილი ზაფხულის იმედად

გემახსოვრებათ, რომ გასული წლის ზაფხულში ცეცხლი პირდაპირი მნიშვნელობით მოგვედო და, ოფიციალური სტატისტიკით, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის 55 ხანძარი აღინიშნა, რის შედეგადაც 1 300-მდე ჰექტარი ტყე დაიწვა (სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დამწვარი ტყის მასივის ფართობი გაცილებით მეტია). მხოლოდ ბორჯომის ხეობაში ხანძარს 943 ჰექტარი ტყე შეეწირა და თვით აბასთუმნის ტყეც კი დაზარალდა.
მეორე მხრივ, ტყის ხანძრები მთელი მსოფლიოს საზაფხულო პრობლემაა (და ამას მხოლოდ საკუთარ უგერგილობას ვერ დავაბრალებთ), მაგრამ აი, საიამ განსაჯა, რომ მთავარი პრობლემა სამაშველო ტექნიკის ნაკლებობაა, ამიტომაც პეტიცია შეადგინა, მოთხოვნით, რომ სახელმწიფომ სამაშველო შვეულმფრენები შეიძინოს (გახსოვთ, რომ ბელორუსით დაწყებული და თურქეთის ავიაციით დამთავრებული, ცხადია, აზერბაიჯანიც გვეხმარებოდა ხანძრების ჩაქრობაში).
სამაშველო შვეულმფრენები, უდავოდ, საჭიროა, მაგრამ ამ ჩვენს საიასაც გამორჩა და დიდად არც ჩვენივე საზოგადოება აქტიურობს, რომ ტყის ხანძრების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი გზა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა (ძალიან კონკრეტულის, რაც, მაინცდამაინც, დიდ ხარჯს არ მოითხოვს).
აქედან გამომდინარე კი, ვეკითხები ჩვენს მთავრობას (შვეულმფრენის შეძენას მხოლოდ ფული სჭირდება, პრევენციული ღონისძიებები კი ტყეებში ახლავე უნდა გატარდეს): ისევ ფორსმაჟორში აპირებენ მუშაობას (როგორი წარმატებით ძლევენ პრობლემებს, სანამ ტყე აღარ დაგვრჩება) თუ იმის იმედად არიან, რომ ეს ზაფხული შარშანდელზე წვიმაუხვი და გრილი იქნება?!
скачать dle 11.3