კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 პოლიტიკური ფლირტი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ბაფთიანები

გასაგებ მიზეზთა გამო, სახელდობრ, ჩვენ ე. წ. „გეორგიევსკის ბაფთისადმი“ უარყოფითად ვართ განწყობილები (ან კი როგორ არ ვიქნებით, როდესაც ამ ჩვენს ოკუპანტ რფ-ში ჩვენზე გამარჯვების სიმბოლოდაც იყენებენ?! თუმცა ისეც კი ხდება, რომ ამ ჩვენს ოკუპირებულ სამშობლოში იმ ავადსახსენებელ ბაფთასაც ჰყავს მოტრფიალენი, სსრკ-საც და თვით რფ-საც) და, წესითა და რიგით, მაინცდამაინც, არც ებრაელებს უნდა ეხატებოდეს გულზე, თუმცა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს რფ-ის გულში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არათუ დაესწრო (გეორგიევსკის ბაფთაშემკული), არამედ მსვლელობაშიც კი მიიღო მონაწილეობა პრ. პუტინის მხარდამხარ.
თუკი ისრაელისა და რფ-ის არც თუ უღრუბლო ურთიერთობებს გავიხსენებთ, ამ სიამტკბილობამ დიდად უცნაური შთაბეჭდილება დატოვა.
გაგახსენებთ, რომ ისრაელი ირანის დაუძინებელი მტერია და პირიქით, რუსეთს კი ირანი თვალში რომ ჩაუვარდეს, ხელს არ ამოისვამს, მას გარდა, რომ ისრაელი აშშ-ს სულზე უტკბესი მოკავშირეა, აშშ და რფ კი დანასისხლად არიან.
მაგრამ ძაღლის თავი მაინც სულ სხვაგან ყოფილა დამარხული: ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვიდანვე განაცხადა (მომყავს ციტატა): „რუსეთი არ შეაკავებს ისრაელს სირიაში და არ დაბლოკავს ისრაელის ავიაციის ავიადარტყმებს.“
არ დავიზარებ და ახლავე შეგახსენებთ, რომ პრ. პუტინი მფარველობს ბაშარ ასადს და მას ამაში ირანი ეხმარება (ე. წ. ანტიდასავლური კოალიციის წევრები არიან ეს სამნი). ჰოდა, სანამ ვლადიმირი და ბენიამინი მოსკოვის ქუჩებში გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ირანის დამასკოსთან (სირია) განლაგებულ სამხედრო ბაზებზე.
ერთი სიტყვით, რაკი ამ დიდმა პოლიტიკამ მიმდინარე მტრობა და მოყვრობაც კი აღარ იცის, იმით მაინც დავიმშვიდოთ გული, რომ ამჯერად მხარეები სირიაზე გარიგდნენ და ის ბომბები მთლად ჩვენ არ დაგვეყარა თავზე.
скачать dle 11.3