კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ხბოსავით აღტაცებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ცოცხი მაინც ცოცხია

ბევრი იბრძოლა თუ ცოტა, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი მაინც გახდა. ხოლო, რაკი ახალი ცოცხი, თუ ძველზე უკეთ ვერა, ახლებურად გვის, სამეზობლოშიც დიდი სჯა-ბაასია, იმის დასადგენად, ბოლოს და ბოლოს, რა ორიენტაციის (პოლიტიკურის) აღმოჩნდება სომხეთის ახალი პირველკაცი.
აზერბაიჯანელები გულის სიღრმეში იმედოვნებდნენ, რომ ყარაბაღის საკითხში ყინული, თუ არ გალღვებოდა, შეთხელდებოდა მაინც (თუმცა ფაშინიანი არჩევისთანავე ყარაბაღში ჩავიდა), აი, ქ-ნმა მოგერინიმ კი, საერთოდაც, თავისთან მიიწვია (თუმცა გაპრემიერებამდეც განაცხადა ფაშინიანმა, რომ რუსული ორიენტაციის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას, მიუხედავად ზოგიერთი გაუგებრობისა).
ამასობაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბ-ნ ნიკოლს უთქვამს, რომ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის არსებობისა და აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ მისი მონაწილეობის ფაქტი საბედისწერო შეცდომაა ქართულ-სომხურ ურთიერთობებში. ამ ცნობამ, ჩვეულებისამებრ, ხბოსავით აღგვიტაცა, თუმცა, მოგვიანებით, ფაშიანიანის ოფისში განმარტეს, რომ ეს დეზინფორმაციაა (ანუ ხბოს აღტაცება აღტაცებადვე შეგვრჩა).
აქედან გამომდინარე კი, მართალია, უცნობია, რა კონფიგურაციას აირჩევს სომხეთის ახალი ხელმძღვანელობა საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ის უკვე ცხადია, რომ ცოცხი, გინდ – ძველი, გინდ ახალი, მაინც ცოცხია. –
скачать dle 11.3