კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 სკამებზე – მხოლოდ ტანკენარები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სხვის ტანზე ქონის მხედავი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ხალხის რჩეულმა გუგული მაღრაძემ (სავარაუდოდ, სკამით უზომოდ შეგულიანებულმა, პათოსით, დეპუტატი ვიქნები და ვიქნები), ის არ გვაკმარა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგვიდგინა (მწეველთა ნებაზე არაა ბოლებაო), აწ უკვე ჩვენს აღნაგობაზეც დაიწყო ზრუნვა (არადა  – ჯერ თავად რომ დამდგარიყო სასწორზე, ურიგო არ იქნებოდა) და გაგვიმხილა, რომ დიდი სიამოვნებით ჩაერთვებოდა იმ საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, რომელიც ქვეყანაში ჭარბწონიანობას შეამცირებდა, რაც, მაგალითად, ტკბილეულზე ფასების გაძვირებით წარმოუდგენია.
ესეც არ გვაკმარა, ჩვენ რა, საკუთარ თავს არ აკმარა და მორიგი „სიბრძნეც“ დაადგინა, რომ საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ.
მე არ შევუდგები იმის განხილვას, თუ რა იწვევს ჭარბწონიანობას (უპირველესად, არადაბალანსებული კვება და თუ ეს დეპუტატმა არ იცის, დუმილის ფასს მაინც უნდა ხვდებოდეს) და არც იმას ვუსურვებ, საქართველოს მოახლეობას რომ აქვს წონა დაგროვებული, იმ საკვებით ეკვებოს-მეთქი დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ, რაკი საქმე რეგულაციებზე მიდგა, ვფიქრობ, ჭარბწონიანობის დასარეგულირებლად, უპირველესად, ჭარბწონიანი დეპუტატები (ბ-ნი მაღრაძის თამადობით) უნდა გამოვიწვიოთ პარლამენტიდან.
პათოსით: სკამებზე მხოლოდ ტანკენარები!
скачать dle 11.3