კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რის გამო არ გამოდიოდა ნანუკა ჟორჟოლიანი თვეები სახლიდან, როგორ რჩება ირაკლი კოდუას ქომაგად, დაშორების მიუხედავად და რას მალავდა ის დიდი ხნის განმავლობაში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„რუსთავი 2-ის“ ახალი მეგაშოუს, „მხოლოდ ქართული“ წამყვანები, როგორც უკვე იცით, ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი არიან. ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელთანაც საუბარი ზუსტად მეორე ლაივზე მისი საოცარი იმიჯით დავიწყეთ, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ძალიან განსხვავებული იმიჯი, რომელიც აუცილებლად სალაპარაკო გახდებოდა. ჩემთვის ეს „ბამბანერკა“ ჩაცმულობაა, ასეთ კაბებს ცხოვრებაში ვერ გამოვიყენებ, მაგრამ რუსთაველის თეატრს და ჭაღს უხდება. არ ვარ ის ტიპი, რომელიც ფეხს ან მკერდს უკეთებს დემოსტრირებას, მაგრამ გადავწყვიტე, კვირაში ორი საათი ქალი ვიყო. (ყდაზე გამოყენებულია ნიკოლოზ ურუშაძის ფოტო – ავტორი).
– რა არის შენთვის „მხოლოდ ქართული“?
– ორი თვის წინ დაიწყო ნიკა გვარამიამ ამ პროექტზე საუბარი. თავიდან, რომ თქვა, მხოლოდ ქართული სიმღერებით უნდოდა ამის გაკეთება, მე ვიყავი ძალიან დიდ უმცირესობაში, და ვამბობდი, რომ ეს ძალიან მაგარი იყო. მეუბნებოდნენ: კარგი რა, რაღა დროს ქართულია. ვის უნდა უსმინო ამას თუ ამასო და გვარებს მითვლიდნენ. მივხვდი, რომ სტერეოტიპების მსხვერპლები ვართ და ვამბობთ, რომ ქართული გოიმობაა. მოდი, შევთანხმდეთ, რომ ზოგადად, მედია და ეს პროექტი ტონისმიმცემია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მართლაც, უფრო ხშირად ისმის ქართული სიმღერა. გვარამიამ მე და მაიას რომ შემოგვთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა, მივხვდი, რომ ყველა ვაზნას ისროდა. თავმოყვარეობის ამბავი იყო „X ფაქტორისთვის“ მოგება და ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს გამოგვივიდა.
– ოცწლიანი გამოცდილების შემდეგ, როგორ მოირგე წამყვანის ამპლუა?
– თუ მკითხავთ, როდის მინერვიულია ცხოვრებაში ყველაზე მეტად, გეტყვით – როცა „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე დავდექი. შეიძლება, ამ დონეზე, პირველად რომ კურიერში მქონდა ჩართვა, მაშინ ვინერვიულე. ახლა, უბრალოდ, ის განცდები კარგად არ მახსოვს. რომ იცოდეთ, როგორ მიცემს გული პირველ წუთებში, მართლა ვერ გაიგებთ, რატომ ვაკეთებ ამას საერთოდ და რად მიღირს ეს ყველაფერი. თან, ჩემი ჯანმრთელობის ფონზე, როცა ყველაფრის გამო პანიკური შეტევა მეწყება.
– როგორია პროექტის კულუარები?
– სულ ჟიურისთან ვჩხუბობთ. მეკითხებიან, დადგმულია ეს ყველაფერიო? რა დადგმული, თქვენ არ იცით, კულისებში რა ხდებოდა. ვფიქრობ, არ შეიძლება, დამწყები მომღერლების გამოთლა ნაჯახით დავიწყოთ. ორშაბათის ლაივზე მართალი იყო მარინა ბერიძე, რომელიც ყველაზე უკეთ აფასებდა კონკურსანტებს.
– ორი თვეა, ვიცი ამ პროექტის შესახებო და როგორი იყო შენი სამზადისი?
– ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ძალიან ვნერვიულობდი და ამიტომ, ეს თემა საერთოდ ჩავკეტე. „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ჩემი ცხოვრება ასეთია: რას ვიცვამ, თავზე რა მაქვს, ყურზე რა მიკეთია, ფეხზე რა მაცვია, რას ვჭამ, როგორ ვვარჯიშობ – მარტო ვიზუალზე ვფიქრობ. ცხოვრებაში ვიზუალზე არასდროს მიფიქრია. არცერთ ბიჭთან ფლირტის და ქორწილის დროსაც კი. ახლა ვხვდები, რომ ქალები, რომლებიც სულ ამაზე ფიქრობენ, ძალიან ცოდოები არიან.
– ბოლო პერიოდში, შენს ცხოვრებაში ძალიან აქტუალური გახდა ჯანსაღი ცხოვრების სტილი. როგორია ამ თვალსაზრისით შენი ყოველდღიურობა?
– ვაკონტროლებ, რამდენი საათი მძინავს, რას ვჭამ, რამდენს ვვარჯიშობ და ეს ყოფილა სამოთხე. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ჩემს ხელშია და ასაკთან ერთად, შემიძლია, რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალო. მინდა ამის ყველა ქალმა ირწმუნოს. დღის განმავლობაში, დაახლოებით, სამი საათი ვვარჯიშობ, არაფერს ვჭამ ტაფაზე ზეთში შემწვარს. არანაირ ბურღულეულს – წიწიბურას და ბრინჯის გარდა. არ ვჭამ რძის პროდუქტს და ფრუქტოზას, შესაბამისად, ხილსაც კი. ვჭამ მხოლოდ ბოსტნეულს, მაგრამ წითელს – არა, ხორცს, თევზს, დილით „ჰერკულესს“ და მეტს არაფერს. ძალიან რთულია, მაგრამ მერე ეჩვევი. სამი თვე დამჭირდა ამისთვის. თავიდან აგრესია მქონდა, საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, მერე ვიპარავდი და ჩუმად ვჭამდი, მაგრამ როგორც კი ხვდები, რომ ამ ყველაფრის შედეგად თავს ძალიან კარგად გრძნობ, მაშინვე ჩვევაში გადაგდის. ჭამასაც გადავეჩვიე და გემრიელ საჭმელსაც, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.
– რაც შეეხება წონას, როგორია ამ ყველაფრის შედეგი?
– ჩემი წონა არ ვიცი, იმიტომ, რომ სასწორი ნევროზს მიჩენს. ჩემს სახლში მხოლოდ სანტიმეტრია და ვიცი, რომ 22 სანტიმეტრი დავიკელი. ამბობენ, რომ ეს 18-20 კილოგრამის ტოლფასია. ვინც ვარჯიშობს, იმას არ აინტერესებს რამდენ კილოგრამს იწონის. მე ჩემი ცხიმი კუნთში გადამყავს, იმდენ სითხეს ვიღებ დღის განმავლობაში, რომ აუცილებლად მძიმე ვიქნები და რაში მაინტერესებს წონა, ჩემი ბედნიერება სანტიმეტრებშია (იცინის).
– ყოველთვის, როცა ქალები ასე ზრუნავენ გარეგნობაზე, მაშინვე იწყება საუბარი პირად ცხოვრებაზე.
– ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად არაფერი ხდება. ძალიან ახლო მეგობარმა მითხრა, რაღაც ხდება და ცხოვრებაში პირველად, მიმალავო. მეცინებოდა, შენ თუ გიმალავ, ვის მოვუყვები-მეთქი. რეალურად, მართლა არაფერი ხდება.
– ჭორები... გასულ ზაფხულს ხშირი იყო ყურისმომჭრელი სათაურები – „ნანუკა შვილის ტოლა ბიჭთანაა“ და ასე შემდეგ.
– არ მინახავს, არ ვიცი ამის შესახებ. სხვათა შორის, ჩემს პირად ცხოვრებაზე ჭორები არ არის და ამის გამო მოწყენილი ვარ. მიჩვეული ვარ, რომ სულ ჭორაობენ. ძალიან ბედნიერი ვარ და მგონია, რომ ეს შუბლზე მაწერია. ჩემი ბედნიერებისთვის პირადი ცხოვრება აუცილებელი არაა. გუშინწინ მიყვარდა და არა მგონია, დღეს ასე მარტივად, კიდევ შემიყვარდეს. რა თქმა უნდა, შემიყვარდება, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. მე ვცოცხლობ და ვცხოვრობ. შესაბამისად, ყველაფერს მივიღებ, რაც ბედნიერს გამხდის, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც. ვიქნები იმ კაცთან, ვისთანაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ, მიუხედავად მისი ფერის, ასაკისა და ასე შემდგომ. არაფერი მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ მე ადამიანი შემიყვარდეს და მასთან ბედნიერი ვიყო. არ გავითვალისწინებ არაფერს მის ირგვლივ. იგივეს ვეუბნები ჩემს შვილს - უნდა იცხოვრო ისე, როგორც შენ გინდა.
– მარიამის შესახებაც გკითხავ. ბუნებრივია, უხარია, როცა ასეთს გხედავს.
– მარიამი ძალიან ბედნიერია ჩემი გაახალგაზრდავებით. დედაჩემი გოგოაო, ამბობს. ძალიან მოსწონს. თვითონ ძალიან კარგი გოგოა. სწორი ღირებულებები აქვს, კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა. საბა ჯერ ახლა ყალიბდება და ძალიან სასაცილო ბიჭია. მეკითხება:  შენ ლელა წურწუმიას თუ იცნობ? იცი, მაგ ქალმა ნამდვილი მეგრული იცის, როგორიც მამაჩემმაო. ტიპური სეპარატისტია. არადა, საერთოდ არ აქვს მეგრელებთან შეხება. მამამისს წელიწადში ორჯერ ნახულობს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და დარწმუნებული ვარ, ირაკლი სამეგრელოზე არ ელაპარაკება. ამის მიუხედავად ვერ წარმოიდგენთ, რა დღეშია. რომ ვეუბნები, საბა, მეორე ენად ფრანგული უნდა ისწავლო-მეთქი, არ მინდა ფრანგული, მეგრული მასწავლეთო, მპასუხობს (იცინის).
– ასაკობრივი სხვაობის გამო, მგონია, რომ საბასა და მარიამისთვის სხვადასხვანაირი დედა უნდა იყო.
– რადიკალურად განსხვავებული ვარ ორივე შვილთან და ვატყობ, სხვადასხვანაირად მიყვარს ორივე – რომელიმე უფრო მეტად ან ნაკლებად კი არა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ფლირტი მაქვს საბასთან და მარიამთან სულ სხვა „ფლუიდები“ მაკავშირებს. მარიამი ჩემი ნაწილია, არ მოვიკითხავ და ზუსტად ვიცი, როგორ არის, ერთად გავიზარდეთ და მას მხოლოდ თუ ვურჩევ. საბას ცხოვრებაზე კი, აბსოლუტური მონოპოლია მაქვს. მესამე შვილი თუ მეყოლება, საინტერესოა, მასთან როგორ ვიქნები. თუმცა, საბას გადაწყვეტილებით, მესამე არ უნდა გაჩნდეს. ახლა უფლება მომცა, „ცოლი მოვიყვანო“, ანუ გათხოვდი და აკოცე, მაგრამ შვილი არ გაჩნდებაო. თუმცა, ადრე ცოლის მოყვანის უფლებაც არ მქონდა (იცინის). ავუხსენი, თუ მამას ჰყავს, მეც ხომ მაქვს ამის უფლება. მე ხომ გეუბნები, რომ იმ ქალთან უნდა იმეგობრო-მეთქი და წამოვიდა ამ დათმობაზე, მაგრამ მეტი შვილი აღარო – ეს აზრი ვერ შევაცვლევინეთ. მერე მარიამი ხუმრობდა, მესმის ამის – თხუთმეტი ათასი და-ძმა ჰყავს. ყველგან შვილებს აჩენთ ან შენ ან ირაკლი და აღარ უნდა მეტი ბავშვს, დაიღალაო (იცინის).
– მარიამთან პირადი ცხოვრების ამბებში რამდენად მეგობრობ?
– მარიამი უკვე სრულწოვანია და მე აღარ მეკითხება. ვუთხარი, რომ არ უნდა აინტერესებდეს, რას განიხილავენ ირგვლივ მის შესახებ და მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე იფიქროს. სულ ვეუბნები, როგორც მე გიყვები ჩემი თავგადასავლების შესახებ, მინდა, შენც დააგროვო ბევრი თავგადასავალი და ცხოვრების რაღაც ეტაპზე შენს შვილს მოუყვე-მეთქი. უკან რომ ვიხედები, მგონია, რომ ხუთი ქალის ცხოვრებით ვიცხოვრე და სურვილი მაქვს, ჩემს შვილთანაც ასე იყოს. თუმცა, დედა ვარ და მინდა, ნაკლები ტკივილი და განსაცდელი ჰქონდეს. ეს მისი ცხოვრებაა და ისე უნდა გაიაროს, როგორც მას სურს. ყოველ შემთხვევაში, ბიჭი რომ შეუყვარდება, ცოლად გაყოლასა და მერე ოჯახის დანგრევას, მირჩევნია, ჰქონდეს ურთიერთობა და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ნამდვილად მასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა, შვილის გაჩენას დიდი პასუხისმგებლობით შეხედოს. სულ ვეუბნები, იფიქრე, არის თუ არა ეს ის კაცი, ვისგანაც გინდა, შვილი გააჩინო და არა ის, რომ მოდი ახლა ამას იმიტომ გავყვები, რომ სექსი მქონდეს და მერე შვილები გამიჩნდება – ეს უკან მოტოვებული ეტაპია.
– ცოტა ხნის წინ, ტაბუდადებულ თემაზე დაიწყე ლაპარაკი. ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისხმობ.
– ახლაც, სცენაზე მქონდა საშინელი პანიკური შეტევა. რამდენიმე წამი ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, ამას სამედიცინო ენაზე „დეპერსონალიზაცია“ ჰქვია. ამ დროს ვერაფერზე ვერ კონცენტრირდები, გავიწყდება სიტყვები და არ იცი, რაზე ილაპარაკო, შეგრძნება გაქვს, რომ ფსიქიკურად იშლები. მე იმწუთას ვიწყებ ჩხუბს საკუთარ თავთან და ეს მშველის მდგომარეობიდან გამოსვლაში. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს თემა ადამიანებისთვის სტიგმაა. უკვე ძალიან ბევრი ამ დაავადების მქონე მეგობარი მყავს და ერთ-ერთმა, რომელიც რაიონიდან არის, მითხრა, ჩემს დედამთილს რომ ვუთხრა, მგონია, ვიშლებიო, იმწუთას იტყვიან ამის და ამის რძალი გიჟიაო. ასეთია ჩვენი სოციუმი და მესმის, რატომ არ უნდათ ადამიანებს ამაზე ლაპარაკი.
– პირველი შოკი...
– თავიდან ამას ყველასგან ვმალავდი. მეშინოდა იმ განცდის, რაც მჭირდა და ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვგიჟდებოდი. მერე შემთხვევით გავიგე მეგობრისგან, რომ ზუსტად იგივე სიმპტომები ჰქონდა და ეს პანიკური შეტევები იყო. ერთი წელი ვერ ვეგუებოდი ამ ყველაფერს. თვეები სახლიდან არ გამოვდიოდი, ხალხს ვერ ვუყურებდი, გადაცემას რომ ვწერდი, სტუდიაში ხალხი არ მეჯდა. ახლაც მაქვს დარჩენილი შიშები, მაგალითად: ფრენის, მარტო ყოფნის. როცა შეტევა გეწყება, აგრესიული ხდები. ამიტომ, როცა ეს მემართება ყველას ვაფრთხილებ, რომ ცოტა ხანი მომერიდონ. ამის შემდეგ დავიწყე ჯანსაღად ცხოვრება. თავი დავანებე მოწევას და დავიწყე ვარჯიში და სწორად კვება.
– ბოლოსკენ, „იმედის“ დარბევის და კოდუას ამბავზეც გკითხავ, რაზე საუბარიც ბოლო პერიოდში გააქტიურდა და ამასთან დაკავშირებით პოსტიც დაწერე, სადაც ყოფილ მეუღლეს იცავ, რაც ვიღაცისთვის შეიძლება, ცოტა გასაკვირიც იყო.
– ირაკლისთან შვიდი წელი მაკავშირებს, მისგან მყავს შვილი და ძალიან ბევრი მაგარი ამბავი მახსოვს. ეს კაცი ძალიან მიყვარდა, ჩემს ცხოვრებაში გამვლელი არ ყოფილა და შესაბამისად, მისი პრობლემა ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი განსაცდელი იქნება. ეს პირდაპირპროპორციულად უკავშირდება ჩემს შვილს. თუ ადამიანი, რომელიც მიყვარდა, ძალიან ბედნიერია, მეც ძალიან ბედნიერი ვიქნები. ეს ადამიანი შვიდი წელი ჩემი ოჯახის წევრი იყო და როგორ შეიძლება, მას ბრალი წაუყენონ და მე ამის გამო არ გავბრაზდე? რაღა დროს „იმედი“, პარატკაციშვილი და კოდუაა?! რა თქმა უნდა, „იმედის“ დარბევის დროს იქ ირაკლი კოდუა იყო, როგორც ყველა დანაყოფი. რა თქმა უნდა „იმედის“ დარბევა იყო წინა ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა და მარაზმი, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ მელაპარაკო ირაკლი კოდუაზე, რომელმაც მაშინ „იმედის“ თანამშრომლები საკუთარი მანქანით მიაცილა სახლამდე, რაც მათ მშვენივრად იციან... რა, ექვსი წელი ადგენდნენ, რომ კოდუა იყო იქ? უბრალოდ, პოლიტიკური დევნაა ამ თემის განახლება. ირაკლი ჩემს ცხოვრებაში წარსულია, მაგრამ ძალიან ლამაზი წარსული, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ყველა ქალს ვუსურვებ, როგორც ქალებმა, იგივე გაიარონ თავიანთ საყვარელ ადამიანებთან, რაც მე კოდუასთან გავიარე.
скачать dle 11.3