კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ ვერ დაუსხლტა რეზო ბლიაძე ცოლის მშობიარობაზე დასწრებას და რატომ ეგონა ის მომავალ მეუღლეს პირველი შეხვედრისას აფერისტი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მუსიკოსი რეზო ბლიაძე მეორე ბიჭის მამა გახდა. იმიტომ, რომ მეუღლეს ძალიან უნდოდა, საკუთარ თავს აჯობა და შიშისა და ნერვიულობის მიუხედავად, მეორე შვილის დაბადებას თავადაც დაესწრო.
რეზო ბლიაძე: პირველ მშობიარობას არ დამასწრეს, თვითონ კლინიკას არ ჰქონდა ასეთი წესი. მე ამჯერადაც არ მინდოდა, მაგრამ მეუღლემ ისე მთხოვა, რომ გადავწყვიტე, დავსწრებოდი. პირველი მშობიარობა ძალიან რთული იყო, საშინელი ტკივილებით და უნდოდა, ამჯერად მაინც არ ყოფილიყო მარტო. სანამდეც შეძლებ, დაესწარიო და აღმოჩნდა, რომ ბოლომდე შევძელი. ძალიან რთული პროცესი ყოფილა. მივხვდი, რომ ქალები კი არა, კაცები არიან სუსტი სქესის წარმომადგენლები. ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ერთ მდგომარეობაში  ვიყავი გაყინული მთელი მშობიარობის განმავლობაში.
– რამდენ ხანს გრძელდებოდა შენი „ტანჯვა-წამება“?
– ორმოცი წუთი იყო, უშუალოდ, ტანჯვა-წამება, მაგრამ მანამდეც ხომაა მთელი მოსამზადებელი პერიოდები, ტკივილები და ასე შემდეგ. მთელი ეს დრო ნინიას გვერდით ვიყავი, რასაც მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც მერე მითხრა, შენი იქ ყოფნა ჩემთვის  მართლა დიდი შვება იყოო.  იმის მიუხედავად, მე ამქვეყნიური ვიყავი თუ არა, ჩემი ტანჯვა-წამება აუცილებელი იყო (იცინის). ასეც ვიყავი, ვერ ვიგებდი რა ხდებოდა და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ნინიას ხელი უნდა მჭეროდა და დამემშვიდებინა. შევეცადე, ბოლომდე ვაჟკაცურად გამეძლო. მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველი შვილი რომ დაიბადა, მეც არ ვიყავი დიდი და ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. ახლა კი, მეორე ბიჭის დაბადების ბედნიერება უკვე ბოლომდე გაცნობიერებული მქონდა.
გულზეც ხომ არ დაგიწვენია ახალშობილი?
– მე – არა, ავიყვანე და ნინიას დავაწვინე გულზე (იცინის). მე თვითონ ვერ შევძელი ამის გაკეთება. ცოტა ხანი გაკვირვებული და შოკირებული ვუყურებდი, როგორი იყო წუთების დაბადებული ბავშვი. რომ დაიბადა ძალიან თეთრი იყო და მერე და მერე „დალაგდა“ და ადამიანად გარდაიქმნა (იცინის). შიშის მომენტიც მქონდა, ამიტომაც ვერ გავბედე, მკერდზე მე დამეწვინა და პირდაპირ ნინიას დავაწვინე.
– აბა, როგორია ორი ბიჭის მამობა?
– უმაგრესი. ხანდახან, ყველაფერი რომ რუტინაში გადაგვდის და გვგონია, ცხოვრება აზრს კარგავს, წკაპ! და შვილებს ისეთი „მუღამი“ მოაქვს, რომ ცხოვრებას საოცარ ინტერესს სძენს. უფროსი – თომა უკვე შვიდი წლისაა.
– როგორ შეხვდა პატარას?
– შეხედა და მომწონსო, გვითხრა (იცინის). სახლში როლიკებით დადის, მოქანდება ბავშვთან, დახედავს და საყვარელიაო. ცოტა ეჭვიანობდა, მაგრამ ვეუბნებით, რომ ის პირველი შვილია და ყველაზე საყვარელია. ახლა უკვე ისეთი მომენტი აქვს, რომ თომა მისი ძმა კი არა, ჩვენი – სამივეს შვილია. რა კარგი ბავშვი გვყავსო, ასე უდგება ამ ამბავს და იცის, რომ თავის პატარა ძმაზე უნდა იზრუნოს.
– მზრუნველი მამა ხარ, გეხერხება მათი მოვლა, კერძების მომზადება თუ გამოცვლა?
– რაღაცების გაკეთება შემიძლია, მაგრამ ახლა გაციებული ვარ და ახალდაბადებულ პატარას ვერ ვეკარები. შესაბამისად, როგორც საჭიროა, ჯერ ვერ ვზრუნავ, მაგრამ სახლიდან რომ გამოვდივარ, ვხვდები, რომ ჩემი ტვინი უკან ბრუნდება. პირველი შვილი რომ დაიბადა, ვეხმარებოდი მეუღლეს, არაერთხელ გამითენებია ღამე ნინიასთან ერთად. თან, ის უფრო მტირალა იყო, ეს კი, წყნარი ბავშვია. ამ შემთხვევაში, ჩემზე დიდი დატვირთვა არ მოდის. თუმცა, საშინლად მახსენდება ის დღე, თომა პირველად ჩემთან მარტო რომ დარჩა. ატირდა და ვეღარაფრით გავაჩუმე. მას შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, ბავშვთან მარტო ვერ ვრჩებოდი. თვეების საშინლად ტიროდა და არ ვიცოდი, რა მექნა. სამი-ოთხი წლიდან უკვე ვძმაკაცობთ.
– მეუღლე რას ამბობს, როგორი ქმარია რეზოო? ხომ არ წუწუნებს, არაფერში მეხმარებაო?
– ეგეთი მომენტებიც არის, იმიტომ რომ რთული გრაფიკი მაქვს. ძირითადად, სახლში არ ვარ და ნინიას ყველაფრის გამკლავება მარტოს უწევს, ახლა – უკვე ორთან, უფრო სწორად – სამთან (იცინის). ჯერ მარტო მე მიგერიებდა და ახლა უკვე სამი ბლიაძე ჰყავს. არადა, არ ვართ ადვილი ადამიანები და თვითონაც ასე ფიქრობს, თუმცა მაინც გვამრავლებს (იცინის).
– როგორ ფიქრობ, გაბედავ კიდევ მშობიარობაზე დასწრებას?
– კი! ახლა უკვე უპრობლემოდ დავესწრები. პირველის მეშინოდა, მაგრამ თუ დედას ეს უმსუბუქებს მდგომარეობას, რატომ არ უნდა დავესწროთ ჩვენი შვილების დაბადებას? თუმცა, მთელი ცხრა თვე ვცდილობდი, ამას დავძვრენოდი. კონცერტი მქონდა 21-ში და ვიმედოვნებდი, რომ დაბადებული დამხვდებოდა, მაგრამ – არა. დამელოდა, სანამ არ ჩავამთავრე ყველაფერი. დედასთან ერთად ბავშვმაც „გამიჩალიჩა“ (იცინის). მოკლედ, ვერ დავუსხლტი ხელიდან მშობიარობაზე დასწრებას.
– ბავშვებთან გასაგებია, ოჯახში როგორ გაქვთ საქმეები გადანაწილებული?
– ყველა ყველაფერს ვაკეთებთ. როცა შინ ვარ, ჭურჭელსაც გავრეცხავ და თუ საჭმელი არ არის, პანიკას არ ავტეხ. სახლში გადაღლილი რომ ვბრუნდები, ვცდილობ, მშიერი არ მივიდე (იცინის). პრევენციის სახით, ამაზე მანამდე ვზრუნავ, სადმე გავივლი და სახლში ისე მივალ. რაღაცები მეც გამიკეთებია, მაგრამ არ ვარ კარგი მზარეული. არც გურმანი ვარ და საერთოდ, ჭამა-სმის მოყვარული არ გახლავართ. მთავარია, კერძს რომ შევხედავ, დაახლოებით მაინც ვიცოდე, რა არის. როცა დავქორწინდით, ნინიაც არ იყო დიდად გაწაფული მაგ ამბავში. ამიტომ დამხვედრია ხოლმე სახლში ვარდისფერი და ცისფერი მაკარონი (იცინის).
– ღალატზე როგორია შენი შეხედულება – „კაცია და არა უშავს, მთავარია ქალმა არ იკადროს“ თუ?
– მიუღებელია ასეთი რამ. რას ნიშნავს, კაცისთვის შეიძლება და ქალისთვის არა? თუ „მოსულა“, მაშინ ორივესთვის „მოსულა“. ზოგს შეიძლება, ასეც მოსწონს. ვიღაცები შეიძლება შეთანხმებულად ცხოვრობენ. უნდათ, რომ ოჯახი ჰქონდეთ და პარალელურად, სხვა ურთიერთობებიც აქვთ ერთ ან რამდენიმე სქესთან. ჩვენ შემხვევაში, ასე არ არის (იცინის). ჩვენ უფრო ოჯახსა და შვილებს „ვაწვებით“.
– მერვე წელია, ერთად ხართ. იყო კრიზისული პერიოდი თქვენს ურთიერთობაში?
– ახლა სიმშვიდის პერიოდი გვაქვს. ორი ისეთი საერთო საზრუნავი გვყავს, რომ სისულელეებზე დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, გვქონდა კრიზისებიც – ჩხუბები და კამათები,  მაგრამ ერთად ყოფნის მთავარი მიზანი ჩვენი შვილებია, რომლებზეც უნდა ვიზრუნოთ და კარგ და განათლებულ ადამიანებად გავზარდოთ.
– რომანტიკულები თუ ხართ?
– არა. მაქსიმუმ სიმღერა დავწერო და ამაში ჩავდო ჩემი ემოციები. არ გამომდის საჩუქრების კეთება. ისიც მოუთმენელია და სანამ მისი დაბადების დღე მოვა, მთელი ერთი თვე მეკითხება, რა უნდა მიყიდოო. თვითონ უფრო უნდა, რომ გამახაროს, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ელოდება სიურპრიზებს და არც მინდა. ვერ გამოვხატავ სიხარულს და ჩემი უემოციობა ცოტა უხერხულია. ერთხელ სამსახურში ჩემი თანამშრომლები და ნინია დამხვდნენ ტორტით, ბევრი ბუშტით, საყვირით, შამპანურის ბრახა-ბრუხით – დაბადების დღე მქონია, თურმე, მაგრამ ვერ შევძელი ემოცია მეჩვენებინა.
– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ერთმანეთს საერთო მეგობრის ქორწილში შევხვდით. მერე აღმოვაჩინე, რომ მანამდე სამჯერ მქონდა მისი სპექტაკლი ნანახი და ნინიაც, თურმე, სამჯერ მინახავს. მომეწონა და პირველივე ნახვისას შემიყვარდა. მაშინვე დავიწყე აქტიურობა და მალევე გავხდით შეყვარებულები, რვა თვეში კი, დავქორწინდით. თვითონ არ შევყვარებივარ ერთი ნახვით, მე რომ პირველივე ნახვისას მივახტი – მიყვარხარ-მეთქი, დაიბნა. ძალიან სერიოზული გოგო იყო და ეს საქციელი არასერიოზულად მიიღო. ჩვეულებრივი აფერისტი ვეგონე, იმიტომ, რომ ასე არ ხდება ხოლმე. მერე შევუჩნდი და არ მოვასვენე, ძალა დავატანე, ყოფილიყო ჩემი შეყვარებული და მერე – ცოლი (იცინის).
скачать dle 11.3