კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№19 რა გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას თავის ტვინის ჯანმრთელობაზე და როგორ გამოვიყენოთ ტვინის რეზერვი მაქსიმალურად

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

გიფიქრიათ თქვენი ტვინის ჯანმრთელობაზე? თქვენი აზრით, იგივე იქნება თქვენი კოგნიტური ფუნქციონირება (ყურადღება, მეხსიერება,  აზროვნება და ასე შემდეგ) 20 წლის შემდეგ? ასაკთან ერთად, ადამიანის  კოგნიტური, ანუ შემეცნებითი, ფუნქციები იწყებს დაქვეითებას. ეს ისეთივე ბუნებრივი პროცესია, როგორიც კანის დაბერება, თუმცა არ არის თვალსაჩინო. ისევე, როგორც კანი, თავის ტვინიც ცოცხალი ქსოვილია, რომელიც განიცდის ასაკის გავლენას. ამ შემთხვევაშიც, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გენეტიკურ, ისე გარემო ფაქტორებს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუოთ თავის ტვინის ჯანმრთელობა და გონების სიმახვილე, გვესაუბრა ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი: დღეს ძალიან ბევრი კვლევის მონაცემი ადასტურებს, რომ  თავის ტვინის პირველი ცვლილებები უკვე 40  წლის შემდეგ იწყება. ეს ცვილებები, ძირითადად, შეეხება ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფეს,  ყურადღების კონცენტრაციისა და განაწილების უნარს, ეგრეთ წოდებული, ოპერატიული მეხსიერების მოცულობას – ანუ ინფორმაციის რამდენი ერთეულის გადამუშავება შეგვიძლია ერთდროულად. საინტერესოა, რომ ყოფით ცხოვრებაზე და შრომით საქმიანობაზე ამ ეტაპის ცვლილებები ხშირად არ აისახება. მაგალითად, თუ ობიექტურად შევაფასებთ და შევადარებთ  ახალგაზრდა და შედარებით ასაკოვანი ადამიანის ინტელექტის მონაცემებს (მიღებულ ქულებს) შესაძლოა, განსხვავება საერთოდაც არ იყოს. ალბათ, დაგებადებათ კითხვა – როგორ ხდება ასე, თუკი ასაკოვანს ყურადღება და მეხსიერება ახალგაზრდასავით კარგი არ აქვს? შესაძლებელია, გამოცდილების ხარჯზე! თუ ახალგაზრდა ადამიანი ამოცანას გადაჭრის ინფორმაციის სწრაფი გადამუშავებისა და კარგი მანიპულაციის უნარის საშუალებით, ასაკოვანმა ადამიანმა შესაძლოა, იგივე დროში  გადაწყვიტოს იგივე ამოცანა ასაკთან ერთად მიღებული გამოცდილების ხარჯზე. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მეტი დრო და მანიპულაცია უნდა სჭირდებოდეს, სინამდვილეში, მიზანს უფრო მოკლე გზით აღწევს, ანუ ასაკთან ერთად იცვლება ამოცანის გადაწყვეტის სტრატეგია.
ასაკის მატებასთან ერთად, კოგნიტური სფეროს ცვლილებები უფრო თვალსაჩინო ხდება, თანდათან იცვლება დანარჩენი შემეცნებითი ფუნქციების მაჩვენებლებიც. საინტერესოა, რომ თუ თავის ტვინის განვითარების პროცესში პირველ ეტაპებზე ვითარდება თავის ტვინის უკანა არეები და ბოლოს მწიფდება წინა არეები (შუბლის წილები საბოლოოდ ყალიბდება 21-23 წლის ასაკისთვის), ჯანსაღი დაბერების პროცესში  ამის საპირისპირო სურათი გვაქვს – პირველი ცვლილებები კოგნიტურ სფეროში სწორედ წინა არეების დისფუნქციასთანაა დაკავშირებული, ყველაზე გვიან კი, უკანა არეების, კეფის წილის ცვლილებები ვლინდება.
– რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კოგნიტურ რეზერვზე ზრუნვა?
– კოგნიტურ რეზერვზე ზრუნვა ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ. ახალშობილს  ნერვული უჯრედების გაცილებით დიდი რაოდენობა აქვს, ვიდრე ზრდასრულს, ან თუნდაც სასკოლო ასაკის ბავშვს. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში მოქმედებს კანონი – „გამოიყენე ან დაკარგე“, ეს ნიშნავს, რომ ის უჯრედები, რომლებზეც გარემო არ მოახდენს ზეგავლენას, არ ჩაერთვებიან ნერვულ კავშირებში, უბრალოდ, გადაგვარდება. ამიტომ, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მრავალფეროვანი გარემოსა და მრავალნაირი გამოცდილების უზრუნველყოფა. თავის ტვინის საბოლოო მომწიფება ხდება მხოლოდ 21-23 წლის ასაკისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ თავის ტვინზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ახალი სინაფსების ჩამოყალიბება შესაძლებელია შემდგომაც. კოგნიტური რეზერვის საფუძველია თავის ტვინის ნეიროპლასტიკურობა. რაც უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და დიდი რაოდენობისაა ნერვული კავშირები (სინაფსები), მით მეტია  პლასტიკურობის ხარისხი. სინაფსების რაოდენობაზე და მრავალფეროვნებაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი გამოცდილება. პირველ რიგში, ეს არის განათლება და ცხოვრებისეული გამოცდილების  მრავალფეროვნება. რაც უფრო განსხვავებულ სიტუაციებთან, მოვლენებთან და ამოცანებთან გვექნება შეხება, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩვენი ნერვული კავშირები და მით მეტი იქნება თავის ტვინის ნეიროპლასტიკურობის ხარისხი. მინდა, მოვიყვანო ერთ-ერთი ბრიტანული კვლევის შედეგები, რომლის დროსაც ერთმანეთს ადარებდნენ ავტობუსის მძღოლებისა და ტაქსის მძღოლების კოგნიტურ რეზერვს. ტაქსის მძღოლების მონაცემები გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა. რაც ბუნებრივია მათი ყოველდღიური გამოცდილების გათვალისწინებით. ტაქსის მძღოლს ყოველდღე უამრავი ახალი ამოცანის გადაწყვეტა უწევს, ახალი მარშრუტების დამახსოვრება ან მოძიება და ასე შემდეგ. ავტობუსის მძღოლის შემთხვევაში, მარშრუტი ფიქსირებულია, მას არ უწევს ახალი ქუჩებისა და მარშრუტების დამახსოვრება და შესაბამისად, არ უხდება ამ რაოდენობის ინფორმაციის გადამუშავება, დამახსოვრება და რაც მთავარია, გამოყენება.
– რამდენად მნიშველოვანია თავის ტვინისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
– მნიშვნელოვანია სწორი კვება, ძილის ჰიგიენა და სოციალური ინტერაქცია, ოღონდ, არა სოციალურ ქსელში, არამედ ცოცხალი ურთიერთობა ადამიანებთან. მიიღეთ დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტი (მოცვი, სტაფილო, ფორთოხალი და ასე შემდეგ), რაც ძალიან სასარგებლოა თავის ტვინისათვის. ასევე, სასურველია, კვირაში ერთხელ მიიღოთ სასარგებლო ცხიმები, რომლებსაც შეიცავს თევზი, ზეითუნის ზეთი და სხვა პროდუქტები. ეცადეთ, შეამციროთ მარილის მოხმარება (რადგან იწვევს წნევის მომატებას, რაც თავის ტვინისთვის სასურველი არ არის) და მინიმუმამდე დაიყვანოთ მარტივი ნახშირწყლების მიღება (ნუ დაიმატებთ ნამცხვრის მეორე ნაჭერს). სასურველია, დაიძინოთ 11 საათამდე. ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში ვარჯიში და სეირნობა დაგეხმარებათ. ისეირნეთ ფეხით ყოველდღე 30 წუთი მაინც. ივარჯიშეთ, იპოვეთ ის ფიზიკური აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, ტელევიზორის ყურების დროსაც შესაძლებელია მარტივი ვარჯიშების შესრულება. წაიკითხეთ წიგნები, სპეციალური ლიტერატურა ან, უბრალოდ, ახალი ამბები, მოიძიეთ სიახლეები ინტერნეტით, შეგიძლიათ, ხატოთ, ქსოვოთ ან სხვა გზით შექმნათ და აითვისოთ სიახლეები. მოერიდეთ კოფეინის მოხმარებას სადილის შემდეგ, რადგან ის დიდხანს რჩება ორგანიზმში და უარყოფით გავლენას ახდენს ძილზე. საღამოს სასურველია, შემოიფარგლოთ 2 ჭიქა ალკოჰოლით, რადგან მეტი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ნერვულ სისტემაზე და ძილის ხარისხზე.
– ახდენს თუ არა გავლენას ჩვენი ემოციური გაწყობა თავის ტვინის ფუქციონირებაზე?
– აუცილებელია კარგი განწყობა: ეცადეთ, იპოვოთ პოზიტიური მხარეები მოვლენებში, გამოიყენეთ დადებითი სიტყვების ფორმულირება („არ ვიცი, არ გამოვას“ ნაცვლად – „შესაძლებელია“), ნუ დაიმძიმებთ გონებას  ნეგატიური ინფორმაციებით, სტრესის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა. ნუ ჩააცივდებით წარუმატებელ ან უსიამოვნო გამოცდილებას, გადაიტანეთ ყურადღება და „შეინახეთ“ ის, რაც კარგად გამოვიდა, რაც წარმატებით დასრულდა და სასიხარულო იყო. შეხვდით მეგობრებს კვირაში ერთხელ მაინც, დაურეკეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს და დაუთმეთ დრო შვილებთან, შვილიშვილებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისათვის. ნუ მოიქცევთ თავს იზოლაციაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა გვეხმარება, არ ვიგრძნოთ თავი მარტოსულად და თავიდან ავირიდოთ დეპრესიული განწყობილება.
скачать dle 11.3