კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 „კამელინი“ – არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და პრეპარატი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც ცნობილია, ქართული წარმოების პრეპარატი, „კამელინი“ ფართოდ გამოიყენება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების, ასევე, ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათიების, სახსრების დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში – სახსრების ხრტილოვანი ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ორგანული მჟავები, რომლითაც ძალიან მდიდარია „კამელინი“. მისი მიღებისას ეს ნივთიერებები უშუალოდ ერთვებიან ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესში, რის შედეგადაც ხდება ტკივილების კუპირება, შეზღუდული მოძრაობა მკვეთრად უმჯობესდება. 50-იანი წლებიდან დღემდე პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულმა, მათ შორის უმძიმეს სტადიაში მყოფმა ავადმყოფებმაც. უმეტეს შემთხვევაში თერაპიული ეფექტი თვალსაჩინო იყო, კერძოდ, პაციენტებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ საერთო მდგომარეობა, გაუქრათ ტკივილები და პირღებინების შეგრძნება, შეუმცირდათ მეტასტაზების ზომები, გაუძლიერდათ იმუნური სისტემა, აღუდგათ შრომისუნარიანობა და დაუბრუნდათ სიცოცხლის ხალისი.
ვლადიმერ თ. (56 წლის) –  2007 წლიდან ჯერ კიდურებზე, შემდეგ მთელ ტანზე გაუჩნდა სისხლჩაქცევები, რომლებიც პერიოდულად ქრებოდა. პაციენტმა „ალდაგის“ 100-პროცენტიანი სადაზღვევო პაკეტის საშუალებით გამოკვლევები (სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის შედედების ფაქტორების განსაზღვრა, თრომბოციტების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების გამოვლენა და სხვა) ყველაზე საუკეთესო კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში ჩაიტარა. დაუდგინდა აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა. თრომბოციტების რაოდენობა გამაოგნებელი იყო – ერთი ერთეული. დაენიშნა მედიცინაში აპრობირებული კომპლექსური მკურნალობა მედიკამენტებით. 2 თვის მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, დაიკლო წონაში, საუბარი და სიარულიც უჭირდა. საბოლოოდ, გადაწყდა სპლენექტომია – ელენთის ამოკვეთა, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო მკურნალობა „კამელინით“. 1 თვეში თრომბოციტების რაოდენობა 172-მდე ავიდა, მოუწესრიგდა ღვიძლის, ფილტვების პრობლემებიც (10 დღეში პლევრის ღრუში სითხე აღარ ფიქსირდებოდა). პაციენტი შრომისუნარიანია და პროფილაქტიკური თვალსაზრისით, წელიწადში ორჯერ იტარებს „კამელინით“ მკურნალობის კურსს.
რ. კ. (54 წლის)– 20 წლის წინათ მოხვდა სეფსისის ცენტრში გრამუარყოფითი სეფსისის, სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოზით, დაუდგინდა ლეიკოზიც, ტომოგრაფიული კვლევით კი, ელენთის ქვემოთ დაფიქსირდა ლიმფური კვანძების კონგლომერატი. თამარ ბოჭორიშვილის დანიშნულებით ვმკურნალობდი ძალიან ძვირადღირებული პრეპარატებით. ქალბატონი თამარი წლების განმავლობაში აწარმოებდა დაკვირვებას დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, საბოლოოდ დადგინდა, რომ ყველაფერს განაპირობებდა თირკმლის პათოლოგია – ქრონიკული პიელონეფრიტი, რომელმაც გამოიწვია სეფსისი. პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია მარჯვენა თირკმელზე. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, 1999 წლიდან 2007 წლამდე მწოლიარე ავადმყოფი იყო, ანუ მანამდე, სანამ „კამელინის“ არსებობას შეიტყობდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ახლობლისგან, რომელიც სწორედ ამ პრეპარატის წყალობით, დღესაც ცოცხალი და შრომისუნარიანია. რ.კ-მ დაიწყო „კამელინ მ1“ ინიექციის გაკეთება, პირველივე კურსიდან მოემატა ენერგია, გაუუმჯობესდა სიცოცხლის ხარისხი. ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ ჩაიტარა გამოკვლევები. ლიმფური კვანძების კონგლომერატი აღარ ისინჯებოდა. მე-5 წელია, შეწყვიტა ყველანაირი პრეპარატის მიღება. ყოველ წელს, პროფილაქტიკის მიზნით სვამს მხოლოდ „კამელინ მ2-ს“.
ლ. ა. – 8 წლის წინათ აღმოაჩნდა ყელის ავთვისებიანი სიმსივნე (IV სტადია), ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და უიმედო გახდა. დაიწყო „კამელინის“ ინიექციების გაკეთება, ჩაიტარა 6 კურსი. შედეგი გამაოგნებელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა. პაციენტი დღემდე თავს შესანიშნავად გრძნობს, შრომისუნარიანია. მას შემდეგ წელიწადში 2-3-ჯერ მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით იღებს „კამელინ მ2-ის“ კაფსულებს. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, „კამელინს“ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აქტიურად იყენებენ.
ქ. დ. (49 წლის) – დიაგნოზი: ქრონიკული პროსტატიტი. პროსტატის ადენომა I-II სტადია, პროსტატის მოცულობა 64,3; ქსოვილის სისქეში – პერიფერიულ ზონებში ისახებოდა შერეული ექოგენობისა და ექოსტრუქტურის მოცულობითი წარმონაქმნები დიამეტრით – 22, 21, 18 მილიმეტრი. ნარჩენი შარდი – 40 მილილიტრი. „კამელინით“ მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ ზომა 36 გრამამდე შემცირდა. პროსტატის პერიფერიული ნაწილი კეროვანი ცვლილებების გარეშე, შემცირდა ლეიკოციტოზიც (30-35 დან 10-15-მდე).
ლ. ლ. (80 წლის) – 1968 წელს დაუსვეს მარჯვენა საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზი. პერიოდულად მკურნალობდა სხვადასხვა საშუალებით. „კამელინით“ მიღება კი, 1970 წელს დაიწყო, მაშინ ეს პრეპარატი სახლის პირობებში მზადდებოდა. თითქმის 30 წელზე მეტია, აღნიშნულ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია. 3 წლის წინათ ყელის მიდამოში კვერცხისოდენა ჯირკვალი გამოუვიდა. ონკოლოგიურში ლიპომის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაციაც გადაუწყვიტეს. მაგრამ ისევ „კამელინს“ მიმართა – გაიკეთა 40 ინიექცია. ჯირკვალი თანდათან დაპატარავდა და გაქრა.
P.S. ვისაც გსურთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება ან „კამელინთან“ დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 98-62-25 (ოფისი), 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597 76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ¹49.

скачать dle 11.3