კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა საჩუქარი მიუძღვნა რამაზ ჩხიკვაძემ „წიგნის მოყვარულ“ თანაკლასელს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

რამაზ ჩხიკვაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მე და გია ბადრიძეს ერთი თანაკლასელი გვყავდა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მას მთელი ქვეყანა იცნობს. ერთი სიტყვით, ეს ადამიანი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს, რომ წიგნები უყვარდა, მათ კითხვაში ღამეებს ათენებდა და ასე შემდეგ. მისი დაბადების დღე მაისის მიწურულს იყო, ბოლოს წინა კლასში ვსწავლობდით და თექვსმეტი წლის რომ შესრულდა, მე და გიამ მას დიუმას უზარმაზარი კრებული ვუყიდეთ, ხოლო მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე გვერდებს შორის ორი ცალი მაშინდელი ოცდახუთმანეთიანი ჩავუდეთ იმ მიზნით, რომ როცა წიგნს წაიკითხავდა, ფულს იპოვიდა და გაუხარდებოდა... კოხტად შეფუთული საჩუქარი ჩვენს მეგობარს სკოლაში მივუტანეთ. მეორე დღეს კი არდადეგები დაგვეწყო და ისე მოხდა, რომ ყველანი წავიდ-წამოვედით და სექტემბრამდე ერთმანეთი არ გვინახავს.
პირველი სექტემბერია. ბიჭები სკოლაში შევიკრიბეთ. აქვეა ის ჩვენი კლასელიც, ვისაც ფულიანი წიგნი ვაჩუქეთ. ველოდებით, რომ გვეტყვის, ბიჭებო, მადლობა ფულისთვისო. თუმცა ხმას არ იღებს. არც ჩვენ გვითქვამს არაფერი და შევთანხმდით, რომ მის სახლში ვიქეიფებდით. ფული შევაგროვეთ და მასთან ავედით. შუა ქეიფის დროს სასმელი გამოგველია. ფული კი აღარ გვქონდა. გია ბადრიძემ წიგნების თაროს შეხედა, შემდეგ თვალი ჩამიკრა. წამოდგა. დიუმა გადმოიღო. მეთექვსმეტე გვერდზე გადაშალა და ორი ოცდახუთმანეთიანი ამოიღო, რომელიც ჩვენს მასპინძელს სამი თვის წინ ვაჩუქეთ. ჩვენი ძმაკაცი სირცხვილისგან გაწითლდა. გიამ კი მხარზე ხელი მოუთათუნა. და უთხრა:
– კიდევ კარგი, მართლა არ გიყვარს კითხვა, თორემ ეს ორმოცდაათი მანეთი აქ ხომ აღარ იდებოდაო.
შემდეგ გია გასტრონომში ჩავიდა, სასმელი ამოიტანა. ქეიფი გავაგრძელეთ და მთელი საღამო „წიგნების მოყვარულთა“ სადღეგრძელოებს ვსვამდით...“
скачать dle 11.3