კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როდის რა უნდა თქვათ წყალთან, რომ მისმა დინებამ, უბედურებასთან ერთად, სიკეთე და სიყვარულიც თან არ გაიყოლოს და რატომ არ უნდა დალიოს თქვენი მონასვამი წყალი სხვამ

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

წყალი – ჩვენი პლანეტის სიცოცხლის წყარო და მისი უდიდესი ნაწილი. უფრო მეტიც, მის გარეშე არც არაფერი იარსებებდა ამ ჩვენს თვალწარმტაც დედამიწაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის ორგანიზმის ძირითადი შემადგენელიც ხომ წყალია, რომლის გარეშე ის სამ დღეზე მეტს ვერ ძლებს. შესაბამისად, წყალზე საუბარი ჩვენს რუბრიკაშიც გვქონია, მაგრამ განა შეიძლება, ამ ამოუწურავ თემაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით კი მისი მისტიკურ-მაგიური თვალსაზრისით, დაილიოს?! როგორც წყალი არ დაიშრიტება ამქვეყნად, ისევე უშრეტია სათავე მისი წყაროსი: უხსოვარი დროიდან თხზავდა ხალხი მასზე ლეგენდებს, ზღაპრებს, ანდაზებს, სიმღერებს... ეძებდნენ უკვდავების, სილამაზისა თუ გამაახალგაზრდავებელ წყაროს წყალს; მას იყენებდნენ შელოცვებისა და გამოლოცვებისთვის, მკურნალობისთვის თუ მოსაჯადოებლად და... გამომდინარე იქიდან, რომ დასაბამიდან მოყოლებული დღემდე სწამთ, წყალს აქვს მეხსიერება და შეუძლია, როგორც სიკეთის, ისე ზიანის მოყენება ჩვენთვის, სწორედ რომ უპრიანი იქნება, თუ სათანადო ყურადღებას მივაქცევთ და გავითვალისწინებთ მინიშნებებს ხალხური გადმოცემებიდან. ამ ყველაფერში კი დაგვეხმარება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელენე.
– ზღაპრებში კი მიაქვთ უკვდავების წყალი მეფეებისთვის... მაგრამ, მთლად უკვდავების თუ არა, განკურნებისა და ბედნიერების მონიჭების სასწაულებრივი ძალა ხომ აქვს, თუნდაც, მდინარის წყალს?
– ყველა სენისა და ავადმყოფობისგან რომ გათავისუფლდეთ და სიკვდილამდე ბედნიერად იცხოვროთ, ამისთვის საჭიროა, იმ მდინარეში შეხვიდეთ, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება. მაგრამ, საწინააღმდეგო, ანუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმდინარე წყალში შესვლით, იმდენივე სახის ავადმყოფობა შეიძლება, შეგეყაროთ, რამდენი წლისაც ხართ თავად.
– წყალს რომ მეხსიერება აქვს და ყველაფერს იმახსოვრებს, ეს ცუდია თუ კარგი ჩვენთვის?
– გააჩნია, რას იტყვით მის სიახლოვეს. გაიხსენეთ, რომ წყალს მეხსიერება აქვს და მასთან ცუდ რამეზე ნუ ილაპარაკებთ. თორემ, შეიძლება, თქვენი ნათქვამის ნეგატიური განწყობა უკანვე დაგიბრუნდეთ და უბედურება თავად დაგატყდეთ თავს. მაგრამ, თუ ისე ხართ გაბრაზებული, რომ ლანძღვა-გინებისგან თავს ვერ იკავებთ, ეცადეთ, იმ მომენტში ახლო მდებარე წყალი არც სადილისთვის გამოიყენოთ და არც მოსარწყავად. პირიქითაა, როცა ბედნიერებისგან აღვსილი სიხარულსა და აღტაცებას განიცდით. ამ დროს წყალი დადებით ენერგიასაც ისევე ხარბად ისრუტავს, როგორც უარყოფითს. წყლის დადებითი განწყობა კი თქვენი ჯანმრთელობისა და აყვავებული ცხოვრების საწინდარია. თუმცა, სიფრთხილეს არც ამ შემთხვევაში „სტკივა თავი“, რადგან ხალხური გადმოცემებიდან ყველას კარგად ახსოვს, რომ, რასაც გამდინარე წყალს გაუმხელ, ის განცდა დაგტოვებს და დინებას გაჰყვებაო. ამიტომ, თუ გამდინარე წყალთან საკუთარ უიღბლობაზე, უბედურებასა და პრობლემებზე მოყვები – ყველაფერს წყალი წაიღებს, თავად კი გათავისუფლდებიო... და სწორედ აქაა სიფრთხილე საჭირო: ხომ შეიძლება, იმავე წყალს თქვენს ბედნიერებასა და სიყვარულზეც უამბოთ?! მაშინ ხომ ყველაფერს, რაც თქვენთვის ძვირფასია, წყალი წაიღებს და გაქრება?!
– წყლის დაღვრასა თუ გადაღვრასაც გარკვეული დანიშნულება აქვს?   
– რაც შეეხება წყლის დაღვრას, მისი მაგიდაზე დაქცევა წვიმის მომასწავებელია, ხოლო იატაკზე დაღვრილი წყალი – გაუთვალისწინებელ ხარჯებს გულისხმობს. თუმცა, ზარალი არც ისე ხელწამოსაკრავი იქნება: მალე შეიძლება, ისე გაიზარდოს, რომ თქვენი ბიუჯეტი კარგა ხანს ვერ დაუბრუნდეს კომფორტულ მდგომარეობას. განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს წყაროს წყლის მიმართ. ამიტომ, მისი დაღვრა ცუდის მანიშნებელია: ავადმყოფობასა და უძლურებას გიქადით. შესაბამისად, წყაროდან წყალი იმდენი უნდა აიღოთ, რამდენის დალევაც შეგიძლიათ. არადა, თითქმის ყველა ასე იქცევა: ხარბად დაეწაფება ანკარა წყალს და წყურვილს რომ მოიკლავს, რაც ჭიქაში დარჩება, იქვე, ბალახზე მოასხამს ხოლმე. ამ დროს კი, სწორედ მონარჩენის გადაღვრა არ შეიძლება – იქნება ეს უშუალოდ წყაროსთან თუ მერე, გზაში ან სახლში, სადაც წყაროს წყლით სავსე ბოთლს მიიტანთ. ორივე შემთხვევაში, ბოლომდე უნდა დაცალოთ წყალი.
– როგორც ყველანაირ ჭუჭყსა და სიბინძურეს გადარეცხავს წყალი, ასევე განწმენდს ის ყოველივეს ბოროტი ძალისა და ავი თვალისგანაც?
– წყალი ყველგან და ყოველთვის ბოროტი ძალის განმდევნელად მიიჩნეოდა. განსაკუთრებით კი, უწმინდურ ძალას მდუღარე წყლის ეშინია. ამიტომ, საწოლის ქვეშ მდუღარე წყლით სავსე ჭიქა უნდა დადგათ და კოშმარები, უძილობა აღარ შეგაწუხებთ. ცივ წყალს კი, შეუძლია, მოგიხსნათ დაღლა, უსიამოვნო შეგრძნება და სისუსტე, თუ იმით ყურებს, ყელსა და სახეს დაიბანთ. ის კი არადა, ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ. სკოლის პერიოდში, თინეიჯერობისას, ანუ უფროსკლასელები რომ ვიყავით, ექსკურსიაზე წავედით ქალაქგარეთ. გაზაფხულის ბოლო იყო და მოგეხსენებათ, რა სიამოვნებაა ამწვანებულ ბუნებაში ყოფნა. ყველა, დიდი თუ პატარა – მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი, ერთიანად აღტკინებული გახლდათ. არ ვიცი, გადაღლისა თუ ზედმეტი ემოციისგან, ჩვენი დამრიგებელი, საკმაოდ ასაკოვანი – თამარა მაწავლებელი ცუდად გახდა: გულში ტკივილს გრძნობდა. ყველა დაიბნა, სანამ უკან დავბრუნდებოდით, შველა სჭირდებოდა. თითქოს განგებ, წამალიც არავის აღმოაჩნდა. უცებ ერთ-ერთი მოსწავლის დედა შეტრიალდა და მდინარისკენ გაიქცა. მალე დავინახეთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით რაღაც მოაქვს. აღმოჩნდა სველი ტირიფის ფოთლები, რომლიდანაც წყლის რამდენიმე წვეთი პირში ჩააწვეთა თამარა მასწავლებელს – ბებიაჩემი აკეთებდა ასე, როცა გული სტკიოდაო. ყველამ ერთმანეთს გადახედა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. თქვენ წარმოიდგინეთ და მართლა გამოკეთდა ჩვენი დამრიგებელი. ასე რომ, გაითვალისწინეთ, წყალი და ბუნება აფთიაქსა და კლინიკასაც კი შეგიცვლით. თუმცა, ეშმაკს მაინც არ სძინავს და წყალთან დაკავშირებით ყოველთვის უნდა გახსოვდეთ: რომ არ დაალევინოთ სხვას თქვენი მონასვამი წყალი, თორემ თქვენს ფიქრებს გაიგებს; კარგი არ არის, თუ ორი ადამიანი ერთ წყალში იბანავებს – ჩხუბი და უსიამოვნება მოსდევს; შუაღამის შემდეგ კი, წყალს ქუჩაში ნუ გადაასხამთ, თორემ სახლის ენერგიაც თან გაჰყვება.
– რაც შეეხება უნებლიე გაწუწვას თუ ჩამოწუწვას?..
– ძველებისგან არ გაგიგიათ, რეცხვისას გოგოს ტანსაცმელი თუ უსველდება, ლოთი ქმარი შეხვდებაო?! მეორე ვერსიაცაა: ლოთ ქმარს ის იმსახურებს, ვინც პირის ბანისას აქეთ-იქით ყველაფერს წუწავსო. საერთოდ, შემთხვევით გაწუწვა ბედნიერების ნიშანია – მით უმეტეს, თუ ცხელი წყალი გადაგესხათ და არ დაიწვით. ზოგ ქვეყანაში ასეთი ტრადიციაცაა: როცა ოჯახიდან ვინმე სადმე მიდის, ბედნიერი მგზავრობის ნიშნად, უკან წყალს მიაყოლებენ ხოლმე – გასასველ გზაზე წყალს ასხამენ. მოკლედ, წყალთან დაკავშირებით იმდენი მინიშნებაა, ყველაფერს ვერ აგიხსნით. ამიტომ, მათგან ყველაზე გავრცელებულ აკრძალვებს, უბრალოდ, ჩამოვთვლი, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ: წყალი სახლში მაღალზე დადგით და არა – ძირს; გაბზარული ჭურჭლიდან წყალი არ დალიოთ; მზის ამოსვლამდე წყალში ბანაობით, შეიძლება, ძალა დაკარგოთ; ცარიელ წყლის ვედროს სახლში ჩხუბი მოსდევს; ჯადოს მოგიხსნით წყალი, თუ მას სამჯერ გაატარებთ საცერში; არ შეიძლება, ბუნებრივად მდინარე წყლის კაშხალში ჩაკეტვა; წმინდა წყალი გამჭვირვალე ჭურჭელში უნდა ჩაასხათ და მაღალზე დადგათ; თუ უსახლკარო, ღარიბ ადამიანს წყალს მიაწვდით, თქვენს დარდსა და უბედურებასაც ეშველება... ასე რომ, გავუფრთხილდეთ, დავაფასოთ სიცოცხლისა და ენერგიის ეს უშრეტი წყარო და ისე მოვექცეთ, როგორც ცოცხალ არსებას. მაშინ წყალიც დაგვაჯილდოებს და ჯანითა და ენერგიით აგვავსებს.   

скачать dle 11.3