კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როდის გზავნის კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას

„ღმერთო, მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რაც შემიძლია და გონიერება, რომ განვასხვავო ერთი მეორისაგან“.
კურტ ვონეგუტი



თუ ბინის რემონტი ან ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ასტროლოგიური წესები, რომელიც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ წარუმატებლობა როგორც ფინანსურ, ისე პირად ურთიერთობებში.
თუ ოჯახში სრული ჰარმონიის, ბარაქისა და იდილიის შექმნა გსურთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ სახლს.
თუ გსურთ, ფული არ გამოგელიოთ, მოაწესრიგეთ სახლში წყლის ონკანები და საკანალიზაციო მილები. თუ იქიდან წყალი ჟონავს, ამ გამდინარე წყალს თქვენი ფინანსებიც ნელ-ნელა გაჰყვება. დაძინებამდე, სახლი დაალაგეთ, დაასუფთავეთ, ყველაფერი მოაწესრიგეთ და იმაზე ფიქრით დაწექით მშვიდად, რომ ხვალინდელი დღე უფრო იღბლიანი და წარმატებული იქნება, ვიდრე უკვე გასული. სამყაროში კონკრეტულ ქცევას თავისი შედეგი მოჰყვება და ეს საჭიროა, ყველამ კარგად გავაცნობიეროთ.
არსებობს ადამიანისთვის კარმული აღმავლობისა და ჩავარდნების პერიოდი. კარმული აღმავლობის დროს, ადამიანი ადვილად აღწევს წარმატებებს, არ ექმნება პრობლემები და წინაღობები, ცხოვრება მშვიდად და ჰარმონიულად მიდის, მაგრამ, როგორც კი დაიწყება კარმული ჩავარდნების პერიოდი, ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება. ეს შეიძლება, წლებიც კი გაგრძელდეს, მაგრამ ამას ისევ მოსდევს აღმასვლა და ამიტომ, დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ. უბრალოდ, კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა, სიტყვები, ურთიერთობები, ფინანსები და სურვილებიც.
თუ ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წინსვლისა და სიტუაციების დარეგულირებისთვის. არ იზარმაცოთ, აკეთეთ ბევრი საქმე და წინ წაიწიეთ წარმატების ადვილად მისაღწევად. ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ასევე ფინანსურ სფეროსაც. ანუ, კარმული აღმასვლის პერიოდში, ადამიანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება. გაითვალისწინეთ, რომ კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ. რაც უფრო ფრთხილად გაივლით ამ პერიოდს, მით მეტი წინსვლის საშუალება მოგეცემათ მომავალში.
საცხოვრებელ ბინაში არსებობს ზონები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. რემონტისა და ბინაში დიზაინის შეცვლის დროს, სწორედ ამ ადგილებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ სახლში მისაღები ოთახის დასავლეთ მხარეს არ დადგათ ტექნიკა და არ ჩამოჰკიდოთ კედელზე სარკე. ამან უბარაქობა იცის, მაგრამ თუ ამ ადგილას დადგამთ ვაზას, ჩააწყობთ შიგ ყვავილებს და ჩაყრით ხურდა ფულს, აუცილებლად მოიმატებს ფინანსური წყარო და შემოსავლებიც გაიზრდება. ოღონდ, ეს ფული, წლიდან წლამდე არ უნდა დახარჯოთ და დროდადრო უნდა ჩაამატოთ. კარგი იქნება, თუ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ მხარეს დადგამთ დივანს, სკამს და მაგიდას. ეს ხელს შეუწყობს ახალ კონტაქტებს და წარმატებულ ნაცნობობას, რომელიც საქმეში დაგეხმარებათ. ასევე, ის უზრუნველყოფს პარტნიორების მოზიდვას საქმეში. რემონტის დროს, ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ოქროსფერში გადაწყვეტილი მისაღები ოთახი მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ვარდისფრად შეღებილი საძინებლის კედლები მშვიდ სასიყვარულო ურთიერთობებს, ხოლო ცისფრად ან სალათისფრად შეღებილი სამზარეულო ოჯახის წევრების ჯანმრთელობის საწინდარია. არ არის აუცილებელი სახლის ძვირად ღირებული ნივთებითა და ავეჯით გადატვირთვა, მთავარია, იცოდეთ, რა სად დადგათ და რა ფერებში შეღებოთ კედლები. გაითვალისწინეთ, აგრეთვე, რომ ის ნივთები და სამკაულები, რომლებსაც სახლში ინახავთ, მეტწილად ჩვენს ბედ-იღბალსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს ფინანსებსა თუ პირად ურთიერთობებში. ზარდახშა, სადაც სამკაულებს ინახავთ, აუცილებლად უნდა შეინახოთ საძინებელი ოთახის ჩრდილოეთ მხარეს. ტანსაცმლის კარადა აღმოსავლეთით დადგით, საწოლი კი – ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომ მშვიდი ძილი და სასიყვარულო პარტნიორთან კარგი დამოკიდებულება გარანტირებული გქონდეთ.
скачать dle 11.3