კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ ცარიელდება აღდგომის შემდეგ ტაძრები და რა შემთხვევაში მიიღებს უფალი სასუფეველში არაეკლესიურ ადამიანს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„ყოველი აღდგომის მერე ტაძრებში ვხედავთ მრევლის სიმცირეს. იმის ნაცვლად, რომ უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს ეკლესიაში, პირიქით, კლებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდმარხვაში ვერ მივიღეთ სულიერი საზრდო, ვერ განვიკურნეთ, ვერ დავინახეთ საკუთარი სნეულებანი და ინერციით ვრჩებით და მივყვებით“. მართლმადიდებლების დღევანდელი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

გასული კვირა იყო „განრღვეულის კვირა“, ადამიანის, რომელმაც 38 წელი მოლოდინში გაატარა, არავინ ჰყავდა ხელის მომკიდებელი, რომ ჩაესვათ წყალში, უფლის მადლი შეხებოდა და განკურნებულიყო. ის, ამ ხნის განმავლობაში, არ ჩავარდნილა ეგოიზმში, არ ჩავარდნილა განკითხვაში, არავის ლანძღავდა, მიიღო განკურნება უფლისგან. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვართ ამ მდგომარეობაში.
– მამაო, ამის წაკითხვის შემდეგ შეიძლება, ბევრმა ადამიანმა იფიქროს: მე კარგად ვარ, გადავადგილდები ჩემით, არაფერი მაწუხებს...
უფრო მეტი ადამიანია სულიერად სნეული, ვიდრე ფიზიკურად. ასეთი უფრო ბევრნი ვართ. იუდეველებს ჰქონდათ ასეთი სნეულება, ამიტომაც დაარქვა მათ მაცხოვარმა „თეთრად შეფერთქლილი საფლავები“. ბევრი თანამედროვე ქრისტიანია „თეთრად შეფერთქლილი საფლავივით“. იუდეველებს საფლავები კლდეებში ჰქონდათ, რომელსაც გარედან ღებავდნენ, რათა მათი ჭირისუფლები არ შეწუხებულიყვნენ იმ სუნით, რომელიც სამარხებიდან მოდიოდა. ასეა დღესაც, ძალიან ბევრი ადამიანია აყროლებული თავისი ცოდვებით, მაგრამ ისე ლამაზად იცვამენ, ისე გამოიყურებიან, ისე კარგად მეტყველებენ, რომ ვერც წარმოიდგენთ, როგორი მყრალია ის შიგნიდან. ამიტომაც იესო ქრისტეს ქადაგება სწორედ ამ აყროლებული საფლავების გასუფთავებითა და მათი მხილებით იწყებოდა. ჩვენც, მოძღვრებს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ეს ფუნქცია გვაკისრია. თქვენ ხედავთ, რომ დღეს აზრი ორად არის გაყოფილი იმასთან დაკავშირებით: მივიღოთ თუ არა რელიგიური გრძნობების შემბღალავი კანონი. იმაზე, ვიღაც თუ აგინებს სამღვდელოებას, ხატებს, ეკლესიას, უნდა არსებობდეს თუ არა კანონი. გარკვეული სასულიერო პირები, რომლებიც მოწინააღმდეგეები არიან დედაეკლესიის, ტოლერანტები, ლიბერალები, ისინი ამბობენ: რა საჭიროა კანონი, თავი როგორ უნდა გამოვყოთ. ევროპის ბევრ ქვეყანაში არის ასეთი კანონები. ჩვენ, მართლმადიდებლებს ეს კანონები არ გვჭირდება, რადგან სულიერი კანონები გვაქვს. მაგრამ რადგან ღმერთი ხედავს, მისივე ენით ვიტყვი: ძაღლები და ღორები გამრავლდნენ, არ გესმის და სიწმიდეს ბღალავ, ამიტომ არის საჭირო კანონი, რომ შეგაჩერონ, მსგავსი ცოდვები აღარ ჩაიდინო. ჩვენ ჩუმად ვართ, როცა შეურაცხყოფენ ჩვენს სიწმიდეებს, ცოტა ხანში ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ ექნება მნიშვნელობა, რაზე გამოსახავენ თამარ მეფეს, დავით აღმაშენებელს და აღდგომის კვერცხებს. ზუსტად ეს არის ანტიქრისტეს ტახტის მომზადება. ისე დაუჩლუნგდათ ადამიანებს ზნეობრივი გრძნობები, ვერ ხვდებიან, რომ ეს არ შეიძლება. თავს ნუ ჩავიგდებთ განსაცდელში, ეს არ იქნება კარგი.
– დღეს ადამიანების დიდი ნაწილი პესიმისტურად არის განწყობილი, არაფრის სჯერათ, არაფრის იმედი აღარ აქვთ.
– ნუ დაუჯერებთ იმას, რომ ყველაფერი ცუდისკენ მიდის, რა გვეშველება... ჩვენი ღმერთი, იესო ქრისტე, მხსნელი ღმერია, მესია. მან უთხრა ებრაელებს და მათი სახით ჩვენ: თუ არ გათავისუფლდებით შინაგანი ტყვეობისგან, ვერასდროს გათავისუფლდებით გარეგანი დაპყრობილებისგანო. ჩვენი ერი დღეს როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ და მატერიალურ მონობაშია. მაგრამ თუ გვიხარია, რომ მართლმადიდებლები ვართ, ქრისტე აღდგა, გვიხარია, რომ ერთმანეთი გვიყვარს, აუცილებლად გადავრჩებით. მცირე აპოკალიფსში წერია: როცა გაიგებთ ხმებს ომების შესახებ, როცა აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ, რომ ქვეყნიერებაზე მძიმე მდგომარეობაა, ნუ შედრკება თქვენი გული, ნუ შეგეშინდებათ, წელში გამართულები იყავით: რამეთუ მე ვძლიე წუთისოფელს. ჩვენ გამარჯვებული ღმერთი გვყავს. როცა უყურებთ ფილმებს აპოკალიფსის შესახებ, იქ არსად ჩანს კრავი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. გაიხსენეთ ჩინელებისა და იაპონელების ტოტემი რა არის – გველეშაპი, რუსების – დათვი, ქრისტინების სიმბოლო კი, კრავია – ყველაზე უწყინარი ცხოველი აირჩია ქრისტემ თავის სიმბოლოდ. ეს უბრალო კრავი გაიმარჯვებს ყველა ბოროტებაზე. ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი ცხოვრების წესით შეგვიძლია აპოკალიფსში რაღაც-რაღაცები შევცვალოთ.
– ეს როგორ, მამაო?
თუ მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა გამოვსწორდებით, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მაგრამ ღმერთმა იცის, როგორები ვიქნებით, როგორ გარდავიცვლებით, ამიტომაც, ის წინასწარ გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველს და აჩვენა ყოველივე ის, რაც უნდა მოხდეს, რაც მოხდა და რაც ხდება. როდესაც თქვენ ეს ყოველივე იცით, გეუბნებათ მათე მოციქული: ნუ შედრკებით, ნუ შეგეშინდებათ. ყველაფერი კარგად დასრულდება, რადგან ღმერთი კეთილია, ის ბოროტების მოქმედთ აცდის, რომ გამოსწორდნენ, შეინანონ იმ ავაზაკივით. ჩვენი ტაძარში მოსვლა, ქადაგება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ქრისტე აღდგა და ამ აღდგომის სარწმუნოებით ვცხოვრობთ. მიხარია, რომ ყველაფერი იქნება კარგად. გაიხსენეთ, როგორ იწყება ქართული ზღაპრები, ისევე როგორც იოანეს სახარება. ღმერთი იყო, არავინ არ იყო, გაჩნდა ბოროტება, მაგრამ ბოლოს ბოროტი მარცხდება. ასე იქნება ჩვენი და სხვა ქვეყნების აღსასრული, რომლებიც მოინანიებენ. დღეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ გაერთიანდეს მთელი მსოფლიო, იყოს ერთი პრეზიდენტი, ერთი ფულის ერთეული და ყველა ადამიანი ემორჩილებოდეს ანტიქრისტეს, რომელიც უკვე იმზადებს თავის ბილიკებს და ბევრი ადამიანი აღიარებს მას. ხალხს აღარ მოუნდება ქრისტე და მოუნდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც პურს დაურიგებს, ვალებს გაუსტუმრებს, მისცემს მათ გარკვეულ კოდირებას მარჯვენა ხელზე, შუბლზე და პირადი ნება კი წართმეული ექნებათ. ამ ყველაფერს ერთადერთი კათოლიკე, სამოციქულო, მართლმადიდებლური ეკლესია ეწინააღმდეგება. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს თესალონიკელთან მეორე ეპისტოლეში: უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ ახლა არის შემკავებელი, სანამ არ გაიყვანება წრიდანო. ამ შემკავებელს განმარტავენ, როგორც მეფეს, რომელიც გამოვა სააშკარაოზე. ფაქტობრივად, მსოფლიოში აღარ არიან მონარქები, ერთადერთი მეფე, ღმერთი, შემკავებელი ბოროტებისა, არის იესო ქრისტე. ვინც იქნება მისი მორჩილი, ერთგული, მისი მცნებების აღმასრულებელი, მორწმუნე ადამიანი, აუცილებლად განიკურნებიან, გადარჩებიან. მაგრამ ჩვენ ხშირად გვეკამათებიან ლიბერალები, რომ შვიდი მილიარდიდან ნახევარი მილიონიც არ არის მართლმადიდებელი და აქედან მეათედიც არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. როცა ნოე აშენებდა კიდობანს, ახლომახლო წყალი საერთოდ არ იყო. ის დიდი ხნის განმავლობაში ქადაგებდა: მოინანიეთ, წყალი ადიდდება, დაიხრჩობითო. მაგრამ მას დასცინოდნენ და სწორედ ამ კაცობრიობისგან 7 ადამიანი გადარჩა. კიდობანი მართლმადიდებელი ეკლესიის სახეა და ვინც ამ ეკლესიაში არ შევა, ტურისტივით შესვლას არ ვგულისხმობ, არ მოინათლება, არ მოინანიებს, ვისაც სიყვარული, თავმდაბლობა არ გააჩნია, ყველანი დაიხრჩობიან. შენ შეიძლება, როგორც მართლმადიდებელმა მთელი ცხოვრება გაატარო, მაგრამ ბოლოს კიდობანში არ მოხვდე, რადგან როგორც იუდამ, ისე გაყიდო ქრისტე. ვიღაც კი, ავაზაკივით შემოვიდეს კიდობანში, მოინანიოს და მოხვდეს სასუფეველში. იყავით ფხიზლად, ნუ მიატოვებთ ეკლესიას. თუ შენ არ მიდიხარ ეკლესიაში იმის გამო, რომ შენთვის სასურველი სასულიერო პირი არ წირავს იქ, ესე იგი, ხიბლის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხარ. ეკლესიაში წირავს თავად იესო ქრისტე, ის არის ყველაფერი.

скачать dle 11.3