კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როდის მთავრდება კრახით ცოლ-ქმარს შორის ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

რა უნდა ქნა, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა და ხვდები, რომ ასე  ვეღარ გაგრძელდება. ამბობენ, რომ ყველაზე ბედნიერი წყვილებიც ჩხუბობენ. ინგრევა ურთიერთობა და ოჯახი, სადაც ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო. როცა გვერდით მყოფი ადამიანი გიყვარს, ვერ შეეგუები მასთან კონფლიქტს, უსიამოვნებას და ჩხუბს. როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და არ გაგიჟდე...

თაკო (37 წლის): სიყვარული, როგორი ძლიერიც უნდა იყოს, ადრე თუ გვიან, მთავრდება. იყო დრო, როცა რადიკალურად არ ვეთანხმებოდი ამ მოსაზრებას. რამდენჯერ მიჩხუბია, ჩემს მეგობრებთან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გათხოვილის სტატუსი და გამოცდილება. ახლა კი ისეთ მდგომარეობაში ვარ...
– ფიქრობთ, რომ თქვენი სიყვარული დასრულდა?
– არ ვიცი. ხან ასე ვფიქრობ, ხან – ისე და ლამის ჭკუიდან შემშალოს ამ ფიქრებმა. ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა, უამრავი, და ვფიქრობ, მარტივადაც ვერ მოგვარდება. ვნერვიულობ და კიდევ უფრო მეტ შეცდომას ვუშვებ. ხან კი ვცდილობ, როგორმე თავი დავიმშვიდო.
– თავი რისგან, ანუ, რის გამო უნდა დაიმშვიდოთ ქმართან გაქვთ უსიამოვნებები?
– ამას უსიამოვნებას ვერ დავარქმევ. ჩემ გარშემო ყველაფერი ინგრევა, ნადგურდება და ამას ჩემი ნერვები ეწირება. რატომ არ შეიძლება, ერთ დღეს ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც ადრე? ჩვენ ხომ ვიყავით ბედნიერები, თანაც, ძალიან ბედნიერები. ვერ დავუჯერებ, თუ რომელიმე ქალი იტყვის, რომ საყვარელ მამაკაცთან მშვიდად განშორებისთვის მზად არის. ეს ისეთი მომაკვდინებელი დარტყმაა, ყველაზე ძლიერ პიროვნებასაც კი გაანადგურებს. როცა ფინალისკენ მიდიხარ, აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ „გააჩაღა ცეცხლი“ და ვინ რისი პროვოცირება მოახდინა. უაზრობაა, დამნაშავე ეძებო იქ, სადაც ყველა დაზარალებულია.
– მეუღლეს გაშორდით?
ჯერ არა, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა მხოლოდ ფორმალობაა. უმძიმესია ამის გაცნობიერება, იმიტომ, რომ ისევ მიყვარს.
– სხვა ქალი?!
– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ჩვენს ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა და ნელ-ნელა გაღრმავდა. რეალურად რა იყო მიზეზი, არ ვიცი. არც ის ვიცი, როგორ დაიწყო. არ ვარ არც ეჭვიანი და არც პრეტენზიული, მაგრამ, რასაც ქმრისგან ვითხოვდი, ის სიყვარული იყო. მისი ყურადღება მჭირდებოდა, სხვა განსაკუთრებული, არაფერი. კაცები შეჩვეულები არიან იმ აზრს, რომ ქალებს მათგან უნდათ ფული, კარგი ცხოვრება, საჩუქრები, კომფორტი, ყველა ქალის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემნაირიც საკმაოდ ბევრი ვიცი.
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ქმრის მიმართ სხვა მოთხოვნები გქონდათ?
– მე ის მოთხოვნები მქონდა, რაც ზოგადად უნდა ჰქონდეს ერთგულ, შეყვარებულ ადამიანს. რად მინდა ფული, ქონება, ძვირფასი ტანსაცმელი, თუკი ჩემი საყვარელი ადამიანის ყურადღება ჩემკენ არ იქნება მოპყრობილი. ძალიან ბევრ მამაკაცს საერთოდ არ ესმის ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ასეთი მამაკაცების რიცხვს მიეკუთვნება ჩემი ქმარიც. ჰოდა, დაიწყო კიდეც ჩვენს ურთიერთობაში პრობლემები. ნელ-ნელა სადღაც გაიცრიცა და გაუფერულდა სიყვარული. ვგრძნობდი და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა.
– ცდილობდით, ქმარს დალაპარაკებოდით ამ საკითხზე?
– რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ეტყობა, ძალიან უნიჭოდ გავაკეთე ეს, იმიტომ რომ ვერ გაიგო, რა მინდოდა. ისე მიყურებდა, როგორც სრულიად უცხო, არაადეკვატურ და ჭირვეულ არსებას, რომელიც პრობლემებს არაფრისგან ქმნის. თან, ჩუმად იყო. მისმენდა. ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოდ იჯდა და არ დაინტერესდა, რატომ ვიყავი უკმაყოფილო. თუმცა, ამან შედეგი ვერ მოიტანა. მითხრა, ბოლო-ბოლო, რა გინდა, რა გაკლიაო. გავოგნდი. მივხვდი, რომ ძალიან შორს იყო ჩემგან, ისე შორს, რომ ვერც კი გრძნობდა ჩემს წუხილს. ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა თავზე ჩამომენგრა. ისეთი ჩხუბი მოგვივიდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მე და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, აქამდე მივიდოდით. ფაქტობრივად, კრახის წინაშე აღმოვჩნდით.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სერიოზული მიზეზია განხეთქილებისთვის?
– როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთის არ ესმის, როცა ქმარი ვერ იგებს, რა უნდა მის მეუღლეს, რა აწუხებს, ან რა უხარია – ეს უკვე სერიოზული მიზეზია, ურთიერთობა ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. მეშინია, ოჯახი არ დამენგრეს. იმიტომ, რომ მე თამაშში და სიყალბეში ცხოვრება არ შემიძლია. მაწუხებს, რაც ჩვენ შორის ხდება და ვერ დავმალავ. ჩემი ქმარი კი, ამას ჩემს „საშინელ ხასიათს“ აბრალებს და უკმაყოფილოა. მე სითბო და ყურადღება მჭირდება მისგან. მეტს არც არაფერს მოვითხოვ, თუკი ვიგრძნობ, რომ საიმედო დასაყრდენი მყავს.
– ახლა ამას ვერ გრძნობთ?
– ვერა, რა თქმა უნდა. თუმცა, იმ პერიოდში, როცა სიყვარულის ეიფორიაში ვიყავი, ყველაფერი პირიქით მეგონა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, იდეალური პარტნიორი მყავდა გვერდით. სიყვარული რეალობას ნიღბავს და შეცდომებს გვაშვებინებს. მე მიყვარს ჩემი ქმარი, თუმცა ამ გრძნობის გავლენის ქვეშ აღარ ვარ. მინდა, ოჯახი და ურთიერთობა გადავარჩინო, მაგრამ რამდენად გამომივა, არ ვიცი.
– უკვე ხშირად ჩხუბობთ და ნორმალურ კომუნიკაციას ვერ ამყარებთ?
– როგორ გითხრათ, ძალიან ვცდილობ, რომ არ ვიჩხუბოთ. არ არის ადვილი. სულ ამაზე ვფიქრობ და სულ დაძაბული ვარ.
скачать dle 11.3