კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ იღებდა მთავრობის კანცელარიის ადმინისტარციის უფროსი ირაკლი ქარსელაძე 100 000 ლარამდე წლიურ ხელფასს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, პირველ მოადგილედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა (დაბადებულია 1978 წლის 28 იანვარს), რომლის ბიოგრაფიაც, რატომღაც, არაა განთავსებული სამინისტროს საიტზე, თუმცა მის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ვიგებთ, რომ მას ჩინოვნიკური ღვწა ჯერ კიდევ 2002 წელს დაუწყია, კერძოდ, 2002 წლის პირველ იანვარს მან დეკლარაცია შეავსო, როგორც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების  უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, 2002 წლის აპრილშივე – როგორც უკვე სამმართველოს უფროსმა, 2003 წელს კი ისევ, როგორც სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. 2013 წელს ის უკვე მთავრობის კანცელარიაში მუშაობდა ადმინისტარციული დეპარტამენტის უფროსად, ისევე, როგორც 2014-ში. აწ კი, როგორც მოგახსენეთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილეა.
2002 წელს ირაკლი ქარსელაძის მიერ შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ იმხანად საცხოვრებელი ბინა ქუთაისში (40 000 ლარად ღირებული) მამის, ბორის ქარსელაძის საკუთრება იყო, ისევე, როგორც საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთით, ცაგერის რაიონში (ნახევარი). რაც შეეხება შემოსავლებს: 2001 წლის განმავლობაში ირაკლი ქარსელაძეს, როგორც საბაჟო დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსს, 2 471 ლარი აუღია, ხოლო მამამისს, როგორც პარლამენტის მიწვეულ სპეციალისტს – 1 333 ლარი.
ირაკლი ქარსელაძის ბოლო დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა – ქალბატონი თამარი, და – ბელა ქარსელაძე, მეუღლე – მედეა ლეჟავა და ქალიშვილი – ლიზი.
 ირაკლი ქარსელაძის საკუთებად მითითებულია ბინა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (102 კვ. მ.) და დიდი დიღმის პირველ მიკრორაიონში (82 კვ. მ.); მისი მეუღლისად კი – მიწის ნაკვეთი (1 300  კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი სოფელ ჭოპორტში (135 კვ. მ.). მასვე ჰყავდა 2005 წლის ავტომანქანა Nissan Altima.
ირაკლი ქარსელაძემ 2013 წელს „რესპუბლიკა ბანკიდან“ 138 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო „საქართველოს ბანკში“ არსებული იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გადასაფარავად. ასევე, „რესპუბლიკა ბანკიდან“ აიღო 14 500 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი. 91 620 აშშ დოლარი გადაიხადა „საქართველოს ბანკში“ გახსნილი იპოთეკური სესხის შესაწყვეტად, 11 295 ლარი კი – „საქართველოს ბანკიდანვე“ აღებული 10 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხის; 4 000-ლარიანი „ამექსის“ გაუქმება 8 700 ლარი დაუჯდა, „საქართველოს ბანკის“ იპოთეკის მოხსნა დიდ დიღომში მდებარე ბინაზე კი – 5 549 აშშ დოლარი. ხოლო შვილის სწავლაში 1 800 ლარი გადაიხადა.
2013 წლის განმავლობაში ირაკლი ქარსელაძემ, როგორც მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, 98 200  ლარი აიღო, დედამისმა, როგორც  სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრის სპეციალისტმა – 6 625 ლარი, მეუღლემ, როგორც „პსპ დაზღვევით“ ოჯახის ექიმმა – 20 362 ლარი, ხოლო დამ  – ბელა ქარსელაძემ, როგორც შპს „მექანიზატორის“ ოფისმენეჯერმა – 17 161 ლარი.
ნინო ხაჩიძეскачать dle 11.3