კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 თითლიბაზობა თეთრებით

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ როცა ორი ერთია

​თუკი აქამდე სავაჭრო ობიექტებს იმის გამო აჯარიმებდნენ, თუ ერთიდან-ოთხი თეთრის ჩათვლით ხურდას არ დააბრუნებდნენ, რაკი მარკეტინგულად მეტად სარფიანი ხრიკია, როდესაც რამის ფასი, მაგალითად, 1,99 ლარია (იმიტომ რომ ასოციაცია გძალავს ერთი ლარისკენ და სულ გავიწყდება, რომ, რეალურად, ეს ორი ლარია), 2019 წლის პირველი იანვრიდან საქმე სხვაგვარად იქნება.
კერძოდ, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, ზემონახსენები დროიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება და მომხმარებელს აღარ დაუბრუნებენ 1-2-3-4 თეთრს ხურდად.
ანუ მან დამრგვალებული თანხა უნდა გადაიხადოს. რამდენიმე პროდუქტის შეძენისას კი ფასები დაჯამდება და ამის შემდეგ დამრგვალდება.
ოღონდ არ დაუკონკრეტებიათ, დამრგვალება ყოველთვის სავაჭრო ობიექტის სასარგებლოდ იქნება თუ მათემატიკური კანონებით, იმიტომ რომ 1,91 ლარი, ისევე, როგორც 1, 92 ლარი და ა. შ.  1,90 ლარამდე მრგვალდება.
ამ ჩვენმა ხალხის რჩეულებმაც შენიშნეს და მეც ვუდასტურებ, რომ თეთრებით ამდენ თითლიბაზობას  იმთავითვე დამრგვალებული ფასის დადება აჯობებდა პროდუქციაზე, მაგრამ ცვლილებების ავტორები უარზე არიან.
ხოლო, რაკი სხვაობა პროდუქტის ფასსა და დამრგვალებულ ფასს შორის არსად აისახება, ჩნდება ეჭვი, ვითომ ეროვნულმა ბანკმა სავაჭრო ობიექტებს უშრომელი შემოსავლის წყარო გაუჩინა?!
скачать dle 11.3