კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რატომ ცხოვრობს ორი ცხოვრებით ლევან ყოჩიაშვილი და რა სირთულეების გადალახვა მოუხდათ მას და მის მეუღლეს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ლევან ყოჩიაშვილი უკვე წლებია, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. ყოველი ახალი სეზონი გოცირიძეების ოჯახს სხვადასხვა კუთხით და პრობლემებით გვაცნობს. როგორია მოლოდინი და განწყობა უკვე მეცამეტე სეზონზე, ამას მისგან შეიტყობთ.
ლევან ყოჩიაშვილი:
მეცამეტე სეზონი და მეშვიდე წელია, რაც ამ სერიალზე ვმუშაობთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ნამუშევარი ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში უყვარს. 2011 წლის 24 ნოემბერს გავედით ეთერში და მიხარია, რომ ისევ აინტერესებთ და ელოდებიან ახალი სეზონის დაწყებას, რაც ჩვენთვის სტიმულია და სწორედ ამიტომ ვართ ასეთი მონდომებულები.
– როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ამ სერიალის გარეშე?
– ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ეს მართლა ვერ წარმომიდგენია. ამ სერიალმა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი წაიღო. ფაქტობრივად, ორი ცხოვრებით ვხოვრობ. მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღეს დამთავრდება და ამ აზრს ნელ-ნელა ვაჩვევ საკუთარ თავს. თავიდან იყო საუბარი, რომ მესამე სეზონით უნდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე გრძელდება.
– ბოლო სეზონზე აქტუალური იყო მოზარდი ჯეკოს პრობლემები. ამ ფონზე თქვენი წარსული გავიხსენოთ. როგორი იყავით ბავშვობაში?
– ჩემი ბავშვობა ისეთ საშინელ წლებში იყო, ამათ ჯვარი სწერიათ მსგავსი სიტუაციისგან. 90-იანებში დავამთავრე სკოლა და ისეთ წლებს არავის ვუსურვებ. ახლანდელ ბავშვებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ბევრი ინფორმაცია მიიღონ და უკეთ განვითარდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიმშვიდეში ცხოვრობენ. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ისეთივე ბავშვი ვიყავი, როგორიც ყველა. ნორმალურად ვსწავლობდი, ცოტა ცელქიც ვიყავი, ისევე, როგორც ყველა ბიჭი. რთულად აღსაზრდელი ბავშვი არ ვყოფილვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი გამიცდა. სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ იმ წელს მიღება არ იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, სამსახიობოზე ჩამებარებინა და მერე გადავსულიყავი სარეჟისოროზე. მაგრამ სწავლა რომ დავიწყე, იმდენად მომეწონა, რომ აღარ გადავედი.
– ყოველთვის ეს პროფესია გინდოდათ?
– არა, თავიდან ექიმობა მინდოდა. დედაჩემი ექიმია და ბაბუაც ექიმი იყო. ძალიან მიყვარს ამ პროფესიის ადამიანები და დიდი სურვილი მქონდა, მეც ერთ-ერთი იმათგანი ვყოფილიყავი. ახლაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი. სამი ძმა ვართ და მშობლებს ყოველთვის ჩემზე ჰქონდათ აქცენტი. უნდოდათ, ქირურგი ვყოფილიყავი, მაგრამ მერე და მერე ეცვლება ადამიანს შეხედულებები და ეტყობა, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
– სამი ბიჭის აღზრდა, თან იმ დროში, მარტივი არ იქნებოდა. რას იხსენებენ ხოლმე მშობლები?
– მართლა რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემმა მშობლებმა იმდენი მოახერხეს, რომ წესრიგში მოგვაქციეს. არ იყო კარგი დრო და მარტივი არ იქნებოდა ამის გაკეთება, მით უმეტეს, როცა სამი ბიჭი გყავს. მათი დამსახურებით და დიდი ენერგიის წყალობით ვართ დღეს კაცები.
– რაღაც დოზით არ იყო მაინც ქუჩა, გარჩევები და ასე შემდგომ?
– ბიჭი უმაგისოდ როგორ გაიზრდება. იყო ეს ყველაფერი, მაგრამ არა დიდი დოზით. ჩხუბიც ყოფილა, გავლახულვარ კიდეც, როგორც იტყვიან „ხან მე ვურტყამდი, ხან მე მირტყამდნენ“ და ვიყავით ასე (იცინის).
– პირველად როდის შეგიყვარდათ?
– სკოლაში. რუსულ სკოლაში დავდიოდი. ალბათ მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ჩემი კლასელი გოგონა შემიყვარდა. ისე ვიქცეოდი, როგორც ყველა შეყვარებული ბიჭი. პატარა საჩუქრებით და ყურადღებებით, რისი მოხერხებაც ბავშვს შეუძლია (იცინის). საერთოდ, საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა დავქორწინდი – 19 წლის. სკოლის პერიოდში გავიცანით ერთმანეთი. მარინა ჩემზე ორი წლით დიდია. ოცი წელი გავიდა, რაც ერთად ვართ. დაქორწინებამდე შვიდი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ ამის შესახებ და მისმაც. მისვლა-მოსვლა გვქონდა და ყველამ იცოდა, რომ ეს ამბავი ასე უნდა დამთავრებულიყო, ასე რომ, არავის გაჰკვირვებია. თუმცა, ბოლოს, „გავიპარეთ“ – ჩემთან სახლში წავედით (იცინის). ოცი წლის ვიყავი, როცა კესო გაგვიჩნდა. ბავშვებს ბავშვი გვეყოლა. ძნელია ეს ყველაფერი, როცა ასეთი პატარა ხარ, თან სტუდენტი. ამიტომაცაა ჩემს შვილებს შორის დიდი შუალედი. პატარა ასაკში რომ ხდები მშობელი, ძალიან ბევრ სირთულეს აწყდები და ყველაფერზე მშობლებს აწუხებ. ამიტომ, ცოტა რომ მოვმაგრდით, მეორე ბავშვი მერე გავაჩინეთ. ცხრა წელია მათ შორის სხვაობა. უმცროსი 11 წლისაა, კესო კი უკვე მეორე კურსზე სწავლობს. თუმცა, ახლა, ამხელა გოგოს რომ ვუყურებ, ყველა სირთულე მავიწყდება და კარგია, რომ ახალგაზრდა მამა ვარ და ამხელა შვილი მყავს. ეს ურთიერთობაშიც ძალიან გვეხმარება, ერთმანეთისთვის კარგი მეგობრები ვართ. რაც უნდა მოვინდომო, სიმკაცრე არანაირად არ გამომდის. გამიმართლა და კარგი შვილები მყავს, არ სჭირდებათ ზედმეტი ჩიჩინი და მუჯლუგუნები. შენიშვნებს ვაძლევ ხოლმე, მაგრამ სიმკაცრე არცაა საჭირო. ერთადერთი, რაზეც განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას, სწავლაა. არ მინდა, რაც ჩემს თავს დავაკელი, ჩემს შვილებთანაც იგივე შეცდომა გავიმეორო.
– უფროსმა რომ თქვენს ასაკში გადაწყვიტოს ოჯახის შექმნა?
– ახლა ზუსტად მაგ ასაკშია. ეს რომ მოხდეს, რაღაცნაირად ამ ამბავზეც მოვილაპარაკებთ. ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ მეც ზუსტად ასე მოვიქეცი. უბრალოდ, ვეუბნები ხოლმე, რომ ჯერ სხვა რამეებში უნდა ჩამოყალიბდეს, ბევრი საკითხი მოაგვაროს, სწავლა დაამთავროს და მერე უფრო კარგია ოჯახის შექმნა. მაინცდამაინც, ასე უცებ გაზქურასთან ნუ დადგება. თუმცა, ეს ნაბიჯი რომ გადადგას, მე რა უნდა ვუთხრა, როცა მეც ზუსტად ასე მოვიქეცი და ამის გამო არავის მოვუკლივარ.
– თანაცხოვრების რთული პერიოდები.
– როგორც არ უნდა გიჟდებოდნენ ადამიანები ერთმანეთზე, რთული პერიოდი ყველას უდგება. შეყვარებულობის პერიოდი სხვა არის და თანაცხოვრება – აბსოლუტურად სხვა რამეა. გგონია, რომ კარგად იცნობ ადამიანს და მერე აღმოაჩენ, რომ სინამდვილეში საერთოდაც არ იცნობ. მაგრამ როცა სიყვარულია, ადამიანები ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევას სწავლობენ. თუ გიყვარს და მასთან ერთად ყოფნა გინდა, რაღაც უნდა დათმო. ხალხი ბერდება ერთად და ამბობენ, თურმე, არ ვიცნობდი ამ ადამიანსო. მერე შვილები იზრდებიან და ყურადღება მათზე გადაგაქვს. ამ დროს შენი პრინციპები უკანა პლანზე გადადის და მთავარი შვილები ხდებიან.
– მსახიობების მეუღლეები ხშირად წუწუნებენ ქმრების პროფესიაზე. თქვენს შემთხვევაში?
– უკვე ვსწავლობდი ამ პროფესიაზე, როცა ჩვენ ოჯახი შევქმენით და არასდროს გვქონია ამის გამო გაუგებრობა. პირიქით, მეუღლე ყოველთვის გვერდით მედგა და მეხმარებოდა. ჩვენი პროფესია ისეთია, ყოველთვის სხვაზე ხარ დამოკიდებული, რაც საკმაოდ რთულია, ნერვებთანაა დაკავშირებული და ამ დროს ადამიანს გვერდით დგომა სჭირდება. გამიმართლა, რომ ჩემს მეუღლეს წუწუნი და საყვედურები არასდროს დაუწყია. სხვათა შორის, არც უეჭვიანია და ყოველთვის ძალიან საქმიანად უყურებდა ჩემს საქმეს.
– თქვენ თუ ხართ ეჭვიანი?
– სადაც სიყვარულია იქ ეჭვიანობაც არის, მაგრამ ეჭვიანობის შეტევები არ მქონია. ასე შვილზეც ეჭვიანობ ადამიანი, ამას ვერაფერს უზამ, მაგრამ ამის გამო გაგიჟებული არ ვყოფილვარ.
– შვილის თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობთ?
– ჯერ არ მქონია მსგავსი მომენტი (იცინის). ბუნებრივია, შენი შვილისთვის კარგი გინდა და ეს უკვე ეჭვიანობაა (იცინის). მაგრამ მე არაფერში ვერევი. როგორც ვთქვი, მარტო იმას ვეუბნები, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და მერე რაც უნდა, ის გააკეთოს. სამართალზე სწავლობს. სკოლა მედალზე დაამთავრა, ასპროცენტიანი გრანტით ჩააბარა, ძალიან ბეჯითი ბავშვია. პატარაც რომ უყურებს თავისი დის წარმატებას, თვითონაც ძალიან ცდილობს. როგორც წესი, ბიჭები ცუღლუტები არიან, მაგრამ კესოს სახით კარგი მაგალითი ჰყავს. სხვათა შორის, მსახიობობაზე არცერთს არასდროს არაფერი უთქვამს. ეტყობა, რომ ხედავდნენ მე როგორი გაგიჟებული ვიყავი, სურვილი აღარ გაუჩნდათ. ჩემგან გამომდინარე, ხედავენ რამდენად უმადური საქმეა ჩვენი პროფესია ჩვენსავით პატარა ქვეყანაში. ვასო გადაიღეს კიდეც სერიალში, მაგრამ ამის შემდეგაც არ გასჩენია სურვილი.
скачать dle 11.3