კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ აჩუქა ანნა იმედაშვილმა მეუღლეს დაბადების დღეზე „პორშე“ და როგორ ჰყავს მას დათო იმედაშვილი ყურებით დაჭერილი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

დათო და ანნა იმედაშვილებს უკვე 11-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. ამდენი წლის მიუხედავად, ისეთი ურთიერთობა აქვთ, თითქოს მათი თანაცხოვრება ახლახან დაიწყო და ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობა არ ბეზრდებათ. დათო წინა სატელევიზიო სეზონზე „რუსთავი 2-ზე“ „ჩემი სამზარეულოს წესებს“ ქმნიდა, თუმცა, როგორც გვითხრა, ახალ სეზონზე ამ პროექტში აღარაა ჩართული.
დათო: „რუსთავი 2-ზე“ ექსტრემალურ პირობებში გავაკეთე ის, რაც გასაკეთებელი იყო. პრობლემები მოგვარდა და ამიტომ გადავწყვიტე, დამესვენა. ახლა კინოს გადასაღებად ვემზადები.
– ანნა, შენ „ჩემი სამზარეულოს წესების“ დიდი გულშემატკივარი იყავი. ახალ წამოწყებაშიც ხარ ჩართული?
ანნა: დათოს ნებისმიერი ჩანაფიქრის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. თუმცა, ამ შემთხვევაში ნაკლებად მქონდა შეხება. მე აქტიურად ვმონაწილეობდი პროექტ „სახლში“, რომელიც კვლავ გაგრძელდება. მგონი, ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელია ცხოვრება მშენებლობის გარეშე. ამაში ძალიან შევხმატკბილდით.
– რაც შეეხება თქვენს ყოველდღიურობას. როგორც ყოველთვის, ახლაც ანებივრებთ ერთმანეთს საჩუქრებით.
დათო: მაგალითად, გუშინ დაბადების დღე მქონდა და „პორშე“ მიყიდა ცოლმა.
ანნა: ახლა რა მანქანითაც დავდივარ, დათომ მაჩუქა ერთ-ერთ დაბადების დღეზე, რითაც უდიდესი ფურორი მოახდინა. შეკვეთა იანვარში, ჩემი დაბადების დღეს გააკეთა. მაგრამ აწყობას დრო ხომ უნდოდა და ისე გამოვიდა, რომ მანქანა დათოს დაბადების დღეზე ჩამოვიდა, ამიტომ ვუთხარი, მე გაჩუქე შენ ეს მანქანა-მეთქი. „პორშე“ ოქტომბერში შევუკვეთეთ, მაგრამ მთელი ეს პერიოდი აწყობდნენ, დათოს დაბადების დღემდე. ჭკუა ვიხმარე და ვთქვი, ახლა მე გაჩუქებ შენ მანქანას-მეთქი. ჩამოვიდა და ვაჩუქე. სინამდვილეში თვითონ გაუკეთა თავის თავს საჩუქარი, მაგრამ ვამბობ, რომ მე ვაჩუქე (იცინის). 11 წელია, მე და დათო ცოლ-ქმარი ვართ და სიტყვის უთქმელადაც გვესმის ერთმანეთის, მაგრამ არის რაღაცები, რაც მაინც მაოცებს. მე ვერ ვუწყობ ეგეთ სიურპრიზებს. მგონი, იმიტომ, რომ მე, უბრალოდ, ყველაფერი მიხარია. თვითონ სულ ამბობს, მე სიმბოლურ საჩუქრებს მჩუქნიანო და უკვე უხერხულად ვგრძნობ თავს, რამე რომ ვაჩუქო (იცინის). დათოს ძალიან არ უყვარს ბაკურიანი. ამ დროს ჩვენს შვილს ძალიან სჭირდება იქაურობა. ზუსტად ვიცოდი, რომ არასდროს წამომყვებოდა, არადა, იქ მარტო ძალიან ცოდო ვიქნებოდი. რადგან ჩემი დაბადების დღე იანვარშია, წელს ვისარგებლე შემთხვევით და ვუთხარი, მოდი, რამდენიმე დღით ბაკურიანში წავიდეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ალტერნატივა შემომთავაზა და ჩემი მეგობრებისგან კოალიციაც შეკრა, რომლებიც ჩემთვის ამ აზრის გადაფიქრებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ჩავედით ბაკურიანში და ძალიან კარგი დროც გავატარეთ, ყოველ შემთხვევაში, პეტრე ძალიან მაგრად ერთობოდა. ჩემი დაბადების დღე რომ დადგა და 12 საათზე საჩუქრების გადმოლაგება დაიწყო, აღარასდროს აღარ დაამთავრა. იმ ღამით საოცრად ბედნიერმა დავიძინე. მეორე დილიდანაც ყველა ჩემს სურვილსაც ასრულებდა და ბოლოს, კულმინაცია ის იყო, რომ სასტუმროში ყველა ჩემი უახლოესი დაქალი დამახვედრა, ტორტებით და შუშხუნებით. ყველაფერი წინასწარ დაუგეგმავს, იმათთვის ცალკე აუღია ნომრები და ყველა ერთ სართულზე ვიყავით. რომ ვფიქრობდი, კიდევ რა უნდა მოხდეს-მეთქი, რესტორანში გადავედით, სადაც ყველაფერი გამზადებული დაგვხვდა და ცოტა ხანში კიდევ ჩემი ორი უახლოესი დაქალი მოვიდა. ეს დღე ემოციების ფოიერვერკი იყო და მართლა არასდროს დამავიწყდება. თან, ყველაზე მაგარი ისაა, რომ ვერასდროს ვხვდები, რას მიმზადებს სიურპრიზად. ჩემთვის სიურპრიზების მოსაწყობად არის დაბადებული (იცინის).
დათო: მე რა სიურპრიზი უნდა მომიწყოს, მაგასაც მე ვგეგმავ ხოლმე (იცინის).
ანნა: დათომ ზუსტად იცის, რა უნდა და რა – არა. მაგრამ მისი სურვილები პერიოდულად იცვლება. მე, ზოგადად, ემოციური ვარ და ყველაფერი მიხარია.
– „ყველაფერი მიხარია“ – ცოტა ისეთი ნათქვამია. ისეთ სიურპრიზებზე საუბრობ, „ყველაფერს“ რომ ვერ ვუწოდებთ.
დათო: ჰო, ყველაფერი უხარია. მანქანა კარგია, მაგრამ ერთი ყვავილიც გაუხარდებოდა (იცინის). მე რაც მინდა, იმის გარდა, სხვა არაფერი გამიხარდება.
ანნა: ბავშვობიდან ასეთია. დედამისისგან ვიცი, დაბადების დღეზე საჩუქრად სტუმარს მანქანა მოუტანია, რომელიც არ მოსწონებია. დათოს აუღია, მიუწოდებია და უთქვამს – ეს არ მომწონს, უკან წაიღეთო. დღესაც ასეთია და ჩემი შვილი, პეტრეც, მას ჰგავს (იცინის). მაგრამ, ძალიან მაგარია, როცა ზუსტად იცი, რა გინდა და მიზანდასახულად მიდიხარ შენს სურვილამდე. თუმცა, ის, რომ მე ასე კონკრეტულად არ ვიცი, რა მინდა და ყველაფერი მახარებს, უფრო ბევრ ბედნიერებას მანიჭებს. დათოს ბედნიერება წამიერია. როცა მიიღებს იმას, რაც უნდოდა, ორ წამში სხვა მიზანი აქვს და ის აღარ აინტერესებს.
– 11 წელი როგორ მოახერხეთ ისე, თითქოს რამდენიმე თვის წინ დაიწყო თქვენი ურთიერთობა. მით უმეტეს, დათოს იმიჯიდან გამომდინარე.
დათო: რა იმიჯი?
ანნა: დათოს მრავალცოლიანობა გინდოდა გეთქვა (იცინის).
– არა მხოლოდ, მრავალცოლიანობის მიღმა მექალთანის იმიჯი.
– ყველა კაცი მექალთანეა, არა? (იცინის).
დათო: ანნაც მხარს მიბამს მექალთანეობაში (იცინის).
ანნა: ჩვენი ურთიერთობის ათი წელი რომ სრულდებოდა, ვფიქრობდი, რამდენია-მეთქი. დღევანდელი გადმოსახედიდან 11 წელი ძალიან ცოტაა. შეგრძნებაც ისეთი გვაქვს, თითქოს ცოტა ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. ეს დათოს სპონტანურობის დამსახურებაა. მომწონს, როცა არ იცი, რა გელის, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს ძალიან მშვიდად გრძნობ. დათო ჩემთვის იდეალური ადამიანია.
დათო: ერთად ყოფნის სურვილი არ ნელდება. ეს, რა თქმა უნდა, ანნას დამსახურებაა, იმიტომ რომ მე ძალიან მალე მბეზრდება ყველაფერი, მათ შორის ადამიანებიც. ანნამ შეძლო ის, რომ ვერ ვწყდები. თორემ, საკმარისი იყო, მოწყვეტის სურვილი გამჩენოდა, არცერთი დღე არ დავაყოვნებდი, ყურებით დამიჭირა.
– ანნა, როგორ დაიჭირე ყურებით?
ანნა: დათო, შეიძლება ითქვას, ძალიან შეზღუდულია, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები. ყველა მის წამოწყებას მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანია.
დათო: მართლა ყველა წამოწყებაში მიჭერს მხარს. ზოგჯერ, ჩემი იდეები თავიდან სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ანნა ბოლომდე მომყვება. ამას ძალიან დიდი „მუღამი“ აქვს. მქონდა გამოცდილება ურთიერთობაში, როცა არას ამბობდნენ, ჩემთვის ეს ჰაერის გადაკეტვაა და მაშინვე ყველაფრის გასანგრევად ვიწყებ ბრძოლას.
ურთიერთობის დასაწყისში მეშინოდა, დათოს არ მივეტოვებინეო, ნათქვამი გაქვს. ახლა აღარ ეჭვიანობ?
ანნა: ზოგადად, ძალიან ეჭვიანი ვარ. რამე საეჭვიანო კი არ მაქვს, უბრალოდ, ძალიან მესაკუთრე ვარ.
– რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, ჰქონდა მექალთანის იმიჯი, აქედან მომდინარე, გეკითხები.
– ახლა აღარ აქვს? (იცინის). ძალიან უცნაურია, თუ კაცს მექალთანის იმიჯი არ აქვს. დათო „კუროა“ და სილამაზე მართავს. ყველაფერი და ყველა ლამაზი მოსწონს. მერე რა, თუ ლამაზ ქალს თვალს გააყოლებს. თუ რამე მეტი მოხდა, მერე მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო (იცინის).
დათო, შენ როგორ ინარჩუნებ ასეთ ლამაზ გოგოს ამდენი წელი?
დათო: მოყვა, როგორც ვინარჩუნებ (იცინის). თავს გრძნობს კარგად, ყოველი დღე სიურპრიზია. ეს ყველაფერი ციდან ხომ არ ცვივა. ვიღაც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს. აბა, მხოლოდ ლამაზი თვალების გამო კი არ ხდება ეს ყველაფერი (იცინის). რეალურად, რაც უნდა მოხდეს, ვიცით, რომ ერთმანეთისთვის დასაყრდენები ვართ. ცხოვრება ყოველდღე ომია და მე ვიცი, თუ დავიჭრები ჩემ უკან ანნა იდგება.
ანნა: მათ შორის, თუ სხვა ქალმა დაჭრა (იცინის). ურთიერთობებში პრობლემებიც ჩნდება, მაგრამ ამაზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ. შეიძლება, ორივე ჩვენ-ჩვენ აზრზე დავრჩეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივჩქმალავთ. დათმობების გარეშე წარმოუდგენელია და ცოტ-ცოტას ორივე ვთმობთ ხოლმე.
დათო: მე არასდროს არაფერს ვთმობ. შეიძლება, ძალიან ძვირფასი რაღაცები და ვიღაცები დავკარგო, მაგრამ ჩემი გზიდან არ გადავუხვევ. ანნა არის ის ადამიანი, ვისთანაც ძალიან ბევრჯერ დამიხევია უკან.
ანნა: მე ვფიქრობ, რომ მთავარი ხაზები ერთნაირი გვაქვს და არ გვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი რამეების დათმობა.
დათო: ჩემი გამოცდილებიდან, ქალბატონთან ურთიერთობაში იმის ნახევარი არასდროს დამითმია, რაც შენთან.
ანნა: იმის ნახევარიც არავისთან გიცხოვრია, რაც ჩემთან იცხოვრე (იცინის).
დათო: გასაგებია, მაგრამ იყო თემები, რომელზეც ვამბობდი, ამაზე საერთოდ არც დამელაპარაკოთ-მეთქი. ანნასთან ვლაპარაკობ და უკანაც ვიხევ.  
скачать dle 11.3