კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა შეგრძნებების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს ირაკლი მაქაცარია და რის გამო ტიროდა ის ოთახში მარტო დარჩენილი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ირაკლი მაქაცარიასთვის ბოლო ერთი წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო. გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისა, ის უკვე ერთი წელია, „პრაიმ შოუს“ წამყვანია. ირაკლის უყვარს სიახლეები, არასდროს უშინდება რისკს, მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, რათა უფრო მეტად განვითარდეს და  უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.
ირაკლი მაქაცარია: ძალიან გვიხარია, რომ ერთი წლის გავხდით. პირველი პრომო რომ გაკეთდა და გამოჩნდა, ვინ ვიქნებოდით წამყვანები, სხვადასხვა მოსაზრებები იყო, ბევრი კრიტიკა იყო. კარგი გაგებით, აგრესიულად შევედით ბაზარზე. უკვე მესამე სეზონია, რაც ეთერში ვართ და ბევრისთვის შეიძლება, ოთხშაბათის ლიდერებად ვიყოთ აღქმული – ამაზე მეტყველებს რეიტინგის ციფრები. ყველაზე მეტად ხალხის დამოკიდებულება გვახარებს. რომ გადიხარ ხალხში, რეგიონში, ამას უკვე რეალურად გრძნობ. თვალები რომ უბრწყინავთ, თქვენთან შეხვედრა მათთვის ბედნიერების მომტანი რომ არის. მე საკუთარ თავს ხომ აღვიქვამ, რაც ვარ, ირაკლი ვარ, „მაქაცა“ ვარ, როგორც მეგობრები მიცნობენ და იქ ადამიანები რომ მხვდებიან, მადლობას გვიხდიან – ასეთ საქმეს რომ აკეთებთო. ცდილობენ, გვასიამოვნონ. ალბათ, ეს დამოკიდებულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ცნობადი სახეა. ამ ყველაფერს ამაზე დიდი ღირებულება არ გააჩნია.
– ამ ყველაფრის გარეშე შეგიძლია ცხოვრება?
–  მე არ მიმაჩნია, რომ რაღაცაზე უნდა ვიყო დამოკიდებული. რომ რაღაცის გარეშე ვერ წარმოვიდგინო ცხოვრება. ყველა ეტაპზე, როცა რაღაცას ვაკეთებდი, დაკავებული ვიყავი, ეს ნიშნავდა იმას, რომ კონკრეტულ მომენტში, რაც განვითარებისთვის იყო საჭირო, ის უნდა მეკეთებინა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა ჩარჩე და ეს უნდა გახდეს შენთვის შემაკავებელი. შესაბამისად, ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა და ამისგან ნამდვილად ვიღებ სიამოვნებას. როცა დადგება ის მონეტი, რომ განვითარების ეტაპი შეწყდება, ვიგრძნობ რომ „პრაიმ შოუ“ ან სხვა რამ არ გამდიდრდება ჩემი იქ ყოფნით, ვერ მივიღებ ზრდას, არც საკუთარ თავს მოვატყუებ, არც არავის და მივხვდები, რომ რაღაც ახალი უნდა ვაკეთო. აბსოლუტურად ღიად ვიტყვი ამას. ყველაზე ღირებული კაპიტალი არც გადაცემაა, არც მანქანა, არც სახლი და ტანსაცმელი, არამედ ეს არის დრო. თუ ადამიანმა ვერ გაბედა თავისი გარემოცვის, ყოველდღიურობის შეცვლა, მაშინ, როდესაც ეს მას არანაირ ზრდას არ აძლევს, იმას ნიშნავს, რომ დროს ტყუილად ხარჯავს. მირჩევნია, რაღაც ვცადო,  არ გამოვიდეს, ვთქვა: კარგი, არ გამომივიდა, ვიდრე იმაზე ვიფიქრო, გამომივიდოდა თუ არა და შემდეგ ამაზე ვინერვიულო. მაქსიმალურად ვცდილობ, ცხოვრებაში მინიმუმადე დავიყვანო შეგრძნებები, რომლებიც არის მიბმული იმაზე: რატომ არ გავაკეთე, შეიძლება, გამოსულიყო.
–  კიდევ რა შეგრძნებები გაქვს მინიმუმადე დაყვანილი?
– ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან დისციპლინაა. ვერასდროს გაიმარჯვებ ომში, ვერ მიაღწევ ვერაფერს, თუ საკუთარ თავთან არ გაიმარჯვებ. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ეს გვავიწყდება, უფრო მეტზე გვაქვს პრეტენზია,  როცა არ შეგიძლია დილით რომ გაიღვიძებ ისე გამოხვიდე სახლიდან, ელემენტარულად საკუთარი ლოგინი გაასწორო.
– შენ ხარ ასეთი ტიპი?
–  ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. რა სალაპარაკოა, მაგრამ დღეს როცა სახლიდან გამოვედი, ლოგინიც მივალაგე, საჭმელიც გავაკეთე, გავრეცხე და შარვლებიც გავფინე. დაუთოებაც ვცადე, მაგრამ გავაფუჭე. მჯერა, რომ დიდი რაღაცები პატარა რაღაცებისგან შედგება. ლოგინის დალაგებაც არის ის, რომ შენი დღის პირველი დავალება წარმატებით შეასრულე. არის საკითხები, რასაც შეგიძლია საკუთარი თავი მიაჩვიო.
– რასთან მიჩვევა გაგიჭირდა ყველაზე მეტად?
– ალბათ, საკუთარი სიზარმაცის დაძლევა. რაღაც მომენტში რომ გინდა, წამოწვე, ტელევიზორს უყურო და ამ დროს აიძულო საკუთარი თავი ვარჯიშზე წახვიდე ან ადგე და რაღაც წაიკითხო. შენ თუ მიზნები ყოველდღიურად არ დაისახე, ახალი ინტერესები არ გაიჩინე, ძალიან საწყენი იქნება 365 დღის შემდეგ იგივე განვითარების საფეხურზე თუ იქნები.
– საკუთარ თავთან ძირითადად იმარჯვებ თუ მარცხდები?
– ალბათ, ვმარცხდები. რომ ვიმარჯვებდე, ყველა ჩემს გააზრებაში, სურვილებში, ფიქრებში, ალბათ ზეწარმატებული, ზებედნიერი ვიქნებოდი. ბოლო პერიოდია, საკუთარ თავს ვუთხარი, ვცადე და მგონი, გამომდის. დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე და გაღვიძებიდან ნახევარი საათი ტელეფონი მაქვს გადადებული. ხშირად, ძილის წინ, როცა ტელეფონს „ვსქროლავდი“, ის ინფორმაცია, რასაც ვიღებდი, მინდოდა თუ არა, რჩებოდა ტვინში. ძილის წინა პერიოდი, როცა სიბნელეში წევხარ, იდეალურია იმისთვის, რომ იფიქრო და სამომავლო გეგმები დასახო. ამიტომ ვცდილობ, ეს დრო ახლა უკვე ჩემს ფიქრებს დავუთმო. გაღვიძებიდან პირველი 20 წუთი ყველაზე კარგი პერიოდია ინფორმაციის მისაღებად, დასამახსოვრებლად. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვრთავ პოზიტიურ მუსიკას ან სამოტივაციო აუდიო წიგნს. კარგი მუსიკა საშუალებას გაძლევს, კარგი მიმართულებით წახვიდე და არ იფიქრო იმაზე, რასაც ინტერნეტი, ან სხვა ადამიანები გაწვდიან. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, დღე გაგიფუჭოს. გაცილებით ნაკლები, რომლებიც დღეს გაგილამაზებენ. ყველაზე კარგი რჩევაა: დღე დაიწყეთ თქვენი ოჯახის წევრებით. იმაზე მეტ სიამოვნებას არავინ მიიღებს შენი ღიმილით, ვიდრე შენი ოჯახის წევრები.
– როგორი იქნება შენთვის იდეალური ოჯახი?
– ბავშვები ძალიან მიყვარს და ოჯახური ღირებულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი რამ, რასაც აკეთებ მიდის იმისკენ, რომ შექმნა კერა, გყავდეს გვერდით ის ადამიანი, რომლისთვისაც იცხოვრებ და რომელთანაც გინდა, გყავდეს შვილები, შვილიშვილები. უნდა ეძებდე საშუალებას და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენც გრძნობდე კომფორტს და ის ადამიანებიც. ოჯახი – ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად იგრძნობ თავს. კერის შექმნას ისევ და ისევ სჭირდება გრძნობა. ამას უნდა იყო შეგუებული, რომ იქნება პრობლემები, მაგრამ თქვენი ურთიერთდამოკიდებულება, მიჩვევა, ერთმანეთისთვის რაღაცის გაკეთების სურვილი, მნიშვნელოვანია. ყველა ოჯახშია აღმავლობა და დაღმავლობაა და თუ პირველივე სირთულეზე დაიშალეთ, არ სცადე რაღაც გამოასწორო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შენთვის არ არის მნიშვნელოვანი.
– ცოლის მიმართ მომთხოვნი იქნები, საყოფაცხოვრებო საკითხებსაც ვგულისხმობ?
– ეს საერთოდ არ მიმაჩნია პრობლემად. მიყვარს კარგად, ლამაზად ჩაცმა, მაგრამ იმისთვის არ უნდა გყავდეს მეუღლე, რომ ეს ყველაფერი შეგისრულოს. სასიამოვნო იქნება, თუ თავისი ინიციატივით რაღაცას გაგიკეთებს, ისევე როგორც შენ გაუკეთებ შენი ინიციატივით.
 – შენს განვლილ გზაში რა იყო ყველაზე რთული?
– ყველაფერი რთული იყო. არ მქონია იმის ფუფუნება, რომ გავხდი თინეიჯერი, ოჯახმა მაჩუქა „პორშე“, მობილური ტელეფონი... მშობლები არასდროს მანებივრებდნენ, თუმცა სტიმულს სულ მაძლევდნენ. სირთულე იყო, როდესაც 15 წლის ასაკში ჩავედი ამერიკაში და უცებ რეალობასთან მარტო დავრჩი. ამ ერთმა წელმა გამაძლიერა. სტრესული იყო ის, რომ პირველი ოჯახი, სადაც ვცხოვრობდი არ იყო კარგად შერჩეული, რთული ხალხი იყო. ძალიან რთული პერიოდი მქონდა. თუმცა, დედაჩემი რომ რეკავდა, ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ გავთიშავდი ტელეფონს, მერე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს – უიმედოდ რომ ხარ. მიტირია კიდეც, მართლა მიჭირდა, განსაკუთრებით, როცა ოთახში მარტო ვიყავი. მაგრამ ესეც გადავლახე, ოჯახიც შემიცვალეს. მიმაჩნია, რომ ადამიანს ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია და ტკივილიც, ტირილიც, როცა ცოცხალი ხარ, ჩვეულებრივი მოვლენაა.
скачать dle 11.3