კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რის გამო მოხვდა ანა ლომინაძე ამერიკული „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნში“ და როგორ დაამყარა მან, უკანონოდ გადაცურულ დარდანელის სრუტეში, მსოფლიო რეკორდი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

22 წლის ანა ლომინაძე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ხელ-ფეხშეკრულმა, ევროპისა და აზიის გამაერთიანებელი, 5 500-მეტრიანი, დარდანელის სრუტე, 50 წუთში გადაცურა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით მან არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ამერიკული „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების წიგნის“ გამოცემაშიც მოხვდა. ანა, ამავდროულად, სპორტულ კლუბ „ლაგუნა ვერეს“ პროფესიონალი მოცურავე და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია გულაღმა ცურვაში; თბილისის მერიის თასის მფლობელი – „ლაზურით” ანუ თავისუფალი კოლხურითა და „ხელფეხშეკრული კოლხურით” ცურვაში. ასევე, აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი და თბილისის მრავალგზის პრიზიორიც გახლავთ. თუ რატომ აიღო მან ტაიმაუტი წყალთან და რატომ ვერ გადაიხადა ქორწილი წყლის პირას საყვარელ აუზზე, ამას თავად მოგიყვებათ.
ანა ლომინაძე: ორი წლის ვიყავი, როცა დედას მეგობარმა, ნანი ჭუმბაძემ, რომელიც სპორტის ოსტატი და ყოფილი მოცურავეა, წყალში ჩამაგდო და მას მერე, აღარ ამოვსულვარ იქიდან (იცინის). სერიოზულად ცურვა ოთხი წლისამ დავიწყე. 5 წლისამ პირველი ადგილი დავიკავე აუზის შეჯიბრებაში, 8 წლისა კი საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვასა და „კოლხურში”; საქართველოს მრავალგზის პრიზიორი სხვადასხვა სახეობაში; თბილისის თასის მფლობელი, აზერბაიჯანის ჩემპიონი და მსოფლიოს გინესის რეკორდსმენი. მოკლედ, იქამდე არ ამოვედი წყლიდან, სანამ გინესის წიგნში არ მოვხვდი (იცინის). თან, ზოდიაქოთიც „თევზები“ ვარ. წყალი, ჩემთვის ყველაფერია, მთელი სამყარო. ცურვის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ზოგადად, ჩემს ასაკთან შედარებით, ყოველთვის, გაცილებით მაღალი მონაცემები მქონდა. ვიყავი ლიდერი და იმის ამბიცია გამაჩნდა, ცურვით გავმხდარიყავი ცნობილი.
– საიდან გაგიჩნდა იდეა, ხელფეხშეკრულს გეცურა და ამით, პირველი ქალი ყოფილიყავი, ვინც გინესის წიგნში მოხვდებოდა?
– ერთხელ, მე და ჩემმა გუნდელებმა ვცადეთ, ხელფეხშეკრულებს გაგვეცურა და ყველაზე კარგი მონაცემი ამ მხრივ, მე აღმომაჩნდა. თავადვე დავინტერესდი ასეთი სტილის ცურვით. არ ვარ მაღალი და მარათონულ, ანუ დიდ დისტანციაზე ცურვაში, ესეც მიწყობს ხელს. თან, ვოცოდი, ხელფეხშეკრულ ცურვას, ყველა ვერ შეძლებდა. დავიწყე მომზადება და გინესის რეკორდიც დავამყარე.
– როგორც ვიცი, ამ რეკორდის დამყარებებისას, პრობლემებიც შეგექმნა და კინაღამ თურქეთის ციხეში ამოჰყავი თავი.
– კი, ასეა (იცინის). როცა რეკორდის დამყარების დღე დადგა და დარდანელის სრუტის წინაშე დავდექი, ძალიან ვინერვიულე, შიშმა ამიტანა. საშინელი დინება დაემთხვა იმ დღეს, კატერით რომ გადავდიოდით და გავიაზრე, ეს უნდა გადამეცურა ხელფეხშეკრულს, სუნთქვა შემეკრა (იცინის). მაგრამ, მიზანდასახული და პრინციპული ვარ და უკან არ დავიხევდი. თან,  თურქეთში, გადაცურვის უფლება არ მომცეს. ეს ჩემთვის დამარცხებას ნიშნავდა და ამაზეც ვნერვიულობდი. ვის დავაჯერებდი, რომ ნამდვილად არ ჩამიშვეს წყალში და ამიტომ ვერ გადავცურე დარდანელი? მოკლედ,  30 აგვისტოს თურქების ბერძნებზე გამარჯვების სამხედრო  დღესასწაულია და სრუტე საათ-ნახევრის განმავლობაში ყველა გემისთვის იკეტება. ამ დროს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იწყებენ მარათონს თავისუფალი ცურვით სრუტის გადასაცურად. ორგანიზატორებმა უარი მითხრეს, 500 კაცი მონაწილეობს და 501-ედ ვერ მიგიღებთო. ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა მირჩია, მარათონელებისგან მოშორებით, ნებართვის გარეშე ჩავსულიყავით წყალში. არაკანონიერად დავიქირავეთ კატერი და სანაპირო დაცვას რომ ჩამოევლო, დავენახეთ, აუცილებლად ამოგვიყვანდნენ წყლიდან და დაგვაპატიმრებდნენ. ამანაც მომცა ძალა და ძალიან სწრაფად მივცურავდი – 90-ის ნაცვლად, 5 500 მეტრი, 50 წუთში გადავცურე. კიდევ კარგი, ვერავინ მოახერხა ჩემი დანახვა და რეკორდის ჩაშლა. ასე, გადავურჩი დაპატიმრებას და თან, გინესის რეკორდიც დავამყარე (იცინის). თავიდან, წყალში რომ ჩავხტი და ტალღა დამეჯახა, სუნთქვა შემეკრა. თან, იმდენი დიდი ზომის მედუზა დავინახე, ვიფიქრე, ახლა ესენი თუ დამესივნენ-მეთქი... მაგრამ, მათი შიშიც დავძლიე და მოკლედ, მოვხვდი, გინესის წიგნში – პლანეტაზე პირველი ქალი 17 წლის ასაკში, რომელმაც, ხელფეხშეკრულმა,  დარდანელის სრუტე გადაცურა. რეკორდის დასამყარებლად, ძველი ქართული საბრძოლო-საწვრთნელი – ხელფეხშეკრული ცურვის სტილი გამოვიყენე. სტარტი ევროპის კონტინენტიდან, ქალაქ ეჯიაბეთიდან ავიღე და 5,5 კილომეტრის გაცურვის შემდეგ, აზიის მხარეს, ქალაქ ჩანაქკალეს სამხრეთით, ქეფეზის ნავმისადგომთან 50 წუთში ამოვედი და ეს გამარჯვება, ჩემს მწვრთნელს, ჰენრი კუპრაშვილს მივუძღვენი – მის მიერ დარდანელის სრუტის ხელფეხშეკრულად გადაცურვის 10 წლისთავზე.
– და ქართველი „ქალთევზა” ნაპირზე ასვლისთანავე გაიცნო მსოფლიომ?
– კი, ასე გამოვიდა (იცინის). რეკორდის შესახებ, „სი-ენ-ენმა” და „ბი-ბი-სიმ” გაავრცელა ინფორმაცია. სამწუხაროდ, იქ არ იყო არცერთი ქართული ტელევიზია. თურქეთის ტელევიზიამ კი, საქართველოში რომ გადმოვფრინდით, მერე გაუშვა სიუჟეტი ჩემზე – თქვეს, პირველი ქართველი ქალია, რომელიც ასეთი ცურვის სტილით შევიდა რეკორდების წიგნშიო. მეორე რეკორდი კი, 2014 წელს დავამყარე, 3 აპრილს, ბორკილებითა და ჯაჭვებით შევიკარი ხელ-ფეხი და ვიცურე დიღმის მასივის „ბასეინში.” დავამყარე მეორე რეკორდი – 25-მეტრიანი დისტანცია დავფარე 21 წამში.
– ანა, გარკვეული პერიოდი ჩინეთში იმყოფებოდი. იქ რას აკეთებდი?
– ჩინეთში 18 წლის ვიყავი, კომპანიის მიწვევით რომ ჩავედი. იქ ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, დელფინარიუმში შოუ მიმყავდა,  ვიყავი „ქალთევზა“ (იცინის). საკმაოდ კარგი სანახაობა იყო და ბევრი ხალხი მოდიოდა სანახავად. ახლა დროებით არ ვვარჯიშობ, გავთხოვდი და ბავშვი გავაჩინე. ამის გამო, ცოტა ხნით ტაიმაუტი მქონდა აღებული და ახლა ისევ გავაგრძელებ ვარჯიშს. ჩემი ქვეყნის სახელით, ისტორიაში ჩავწერე ორი რეკორდი და იმედია, კიდევ შევძლებ, მომავალში მსგავსი წარმატებების მიღწევას. წყალში რომ ვარ, ყველაზე ბედნიერად და თავისუფლად ვგრძნობ თავს, როგორც ჩიტი ჰაერში.
– ამბობ, წყალში ვარ, როგორც ჩიტი ჰაერშიო... თუმცა, ვერ ვიტყვი, როგორც თევზი წყალში, რადგან ისინი თავისუფლად დაცურავენ, შენ კი სულ ხელფეხშეკრული ხარ.
– თავისუფლადაც კარგად ვცურავ (იცინის). უბრალოდ, როცა ასეთი სტილით ვცურავ – შებორკილი, არ მყავს მოწინააღმდეგე და უფრო საინტერესო და ადვილია ჩემთვის. ცურვის დროს ვერ ვგრძნობ ხელ-ფეხი შებორკილი რომ მაქვს, მაინც თავისუფალი ვარ (იცინის). წყალი ჩემთვის ცხოვრებასთან, თავისუფლებასთან, სიყვარეულთან ასოცირდება.
–ვიცი, არაერთი ადამიანი გადაგირჩენია სიკვდილს. ამ დროს რას გრძნობ?
– კი, ასეა, ბავშვიც გადამირჩენია და ასაკოვანიც. მაგრამ, ისეთი შიში ვჭამე მათი გადარჩენისას, კინაღამ თავად გამოვესალმე სიცოცხლეს. მერე დიდხანს ვფიქრობდი, აღარავის გადავარჩენ-მეთქი. ამ დროს ძალიან დიდი ძალა გჭირდება და არა – ტექნიკა. მოკლედ, ქობულეთში ვიყავი და დავინახე ქალი იხრჩობოდა. გადავხტი მის გადასარჩენად და წყალმა ჩამითრია. მივხვდი, ვიხრჩობოდი და იმას კი არა, საკუთრ თავსაც ვეღარ ვშველოდი. სიკვდილს ჩავხედე თვალებში, ძალიან შემეშინდა. სულ, მაინტერესებდა, ადამიანი რომ იხრჩობა, რას განიცდის, რატომ ვერ მოქმედებს-მეთქი და როცა საკუთარ თავზე გამოვცადე ეს შიში, მერე მივხვდი, რაც ყოფილა. მეორედ ბავშვი დავინახე, ვეღარ გამოდიოდა. ხალხი აყვირდა და მივხვდი, მე ყველაზე სწრაფად მივიდოდი  მასთან. არც კი დავფიქრებულვარ, ისე გადავხტი წყალში და გამოვიყვანე. ზოგადად, როცა მე შევდივარ წყალში, ვხვდები, ბიჭები  ნაპირზე გამოდიან და შორიდან მაკვირდებიან (იცინის). მერე გაცნობის კარგი საშუალებაა კითხვები: უი, თქვენ მოცურავე ხართ? სად ცურავთ? (იცინის).
– 22 წლის ასაკში, უკვე ორგზის რეკორდსმენი და იმავდროულად, ცოლი და დედა ხარ. როგორც ვიცი, შენი გათხოვებაც საკმაოდ საინტერესო ამბავს უკავშირდება...
– ისე უცბად მოხდა ჩემს კარიერაში ეს ყველაფერი, რომ აზრზე ვერ მოვედი. ყველა სპორტსმენს ვუსურვებდი, იგივე განიცადოს თავის სფეროში, რაც მე. ახლა კინოლოგიით ვარ გატაცებული და აქაც საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება გათხოვებას, მანქანით მივეჯახე წინ მიმავალ ავტომობილს და იქ, ჩემი ბედი აღმოჩნდა (იცინის). ქორწილი არ გადაგვიხდია, რადგან ეს ორიგინალურად „ლაგუნა ვერეს“ ბასეინზე მინდოდა. ის კი დაკეტილია და ამიტომ, გავჩერდით. ჩემი მეუღლე იურისტია და გვყავს პატარა, წლი-ნახევრის ნიკა კაკაჩია. ნიკუშასაც ძალიან უყვარს წყალი, გიჟდება. მე კი ამ დროებითი პაუზის მერე, აუცილებლად გავაგრძელებ ცურვას, ისე ვერ ვიარსებებ.
скачать dle 11.3