კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 „საქართველოს ბანკმა“, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უნიკალური პორტალი – „ბიზნესჰაბი“ შექმნა

„საქართველოს ბანკი“  – ახალი შესაძლებლობა, დაიწყოთ, განავითაროთ და მართოთ საკუთარი ბიზნესი

​„საქართველოს ბანკი“, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკი, ყოველთვის გამოირჩევა საზოგადოებისთვის მხარდამჭერი პროექტებითა და მნიშვნელოვანი წამოწყებებით ბიზნესის სფეროში. ამჯერადაც, „საქართველოს ბანკმა“ უნიკალური, ქართულენოვანი პორტალი „ბიზნესჰაბი“ შექმნა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებას, მხარდაჭერასა და განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. პორტალი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს რჩევები და კონსულტაცია, თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან გააფართოვოს საკუთარი ბიზნესი. რაც შეეხება პორტალის მნიშვნელოვან ნაწილს, ის თავმოყრილია ეგრეთ წოდებულ ტაბში – „იდეიდან წარმატებამდე“, სადაც განთავსებულია ყველა კონკრეტული რჩევა და ინსტრუმენტი, კონკრეტულად ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბიზნესმოდელების, ბუღალტრული აღრიცხვისა და სამართლებრივი საკითხების შესახებ, რომელიც ნებისმიერ მეწარმეს დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობებს მისცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტალის უნიკალურობას განაპირობებს მრავალფეროვანი დეტალური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ შორისაა პრაქტიკული  და საჭირო რჩევები ფინანსების სამართავად, ასევე, მარკეტინგის გაყიდვების სტრატეგიის, ადამიანური რესურსების  მიმართულებით. პორტალის მიზანია, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ პირებს, ეფექტურად და სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი. მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ბიზნესის ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა DCFTA, „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა“ და „აწარმოე საქართველოში“, ასევე, პროექტზე „#მევქმნი“, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მის პოპულარიზაციასა და განვითარების ხელშეწყობას, როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური თვალსაზრისით.
პორტალის შექმნის კვალდაკვალ, ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის საკონტაქტო ცენტრში შეიქმნა სპეციალური ქოლცენტრიც. ეს არის ბიზნესზე სპეციალიზებული თანამშრომლების გუნდი, რომელიც მომხმარებლებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყველა მიმართულებით. ისინი უზრუნველყოფენ საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიულ რეაგირებას, როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო პროდუქტებზე კლიენტების მოთხოვნების განხილვას.
სპეციალიზებული ბიზნესქოლცენტრის  მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს საბანკო პროდუქტებისა და სერვისების დისტანციური რეგისტრაცია, რაც კლიენტებს საშუალებას მისცემს, სერვისცენტრში მიუსვლელად ჰქონდეთ წვდომა ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებზე.
ბიზნესქოლცენტრს აქვს დამოუკიდებელი ნომერი:  2 44 42 42 ან 444 444 (3).  
ქოლცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.  შაბათ დღეს – 10:00 საათიდან 17:00  სთ-მდე, ხოლო კვირას – 10:00 საათიდან  14:00 სთ-მდე.
 კახა კიკნაველიძე ¸(„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი): თავდაპირველად მინდა, აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია, მხარში დაუდგეს მცირე და საშუალო ბიზნესს და ყველას მისცეს სწორი მიმართულება და შესაძლებლობა, შექმნან, განავითარონ და სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი. ახალი საიტი კი, ერთგვარ ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის. აქ არის ყველაფერი, დაწყებული ბიზნესიდეის ჩამოყალიბებისა და ბიზნესგეგმის შედგენით, დამთავრებული მარკეტინგული ცოდნის გაღრმავებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საიტზე თავმოყრილია ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. აქვეა მოცემული სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ დაფინანსების პრიორიტეტების მიმართულებები, რაც დამწყებ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად ჩამოაყალიბონ თავიანთი ბიზნესიდეა. „საქართველოს ბანკი“ კი, მოგეხსენებათ, აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენი მხრიდან, ამ სეგმენტზე დაფინანსების მოცულობამ მილიარდ-ნახევარს გადააჭარბა და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 21-პროცენტიანი მატება გვაქვს. ჩვენი მიზანია ბიზნესჰაბით, რომელიც ვებგვერდის სახით არის წარმოდგენილი, საშუალება მივცეთ ადამიანებს, გახდნენ უფრო წარმატებულები და ხელი შევუწყოთ ბიზნესსაქმიანობაში.
скачать dle 11.3