კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 „საუკუნის ვარსკვლავოსანი“ ზურაბ ქევანიშვილი –არაერთი მიღწევის პიონერი საქართველოში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

საქართველოში გერმანული სასმენი აპარატების შემოტანა აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის სახელს უკავშირდება. ბატონი ზურაბი ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათი დიდი ნაწილი ინგლისურ და გერმანულ ენებზე არის შესრულებული. ნაკლებად უყვარს საკუთარ მიღწევებსა და ნაშრომებზე საუბარი, თუმცა მისი კაბინეტის კედლებსა და სამუშაო მაგიდაზე სხვადასხვა დროს მოპოვებულ უამრავ ჯილდოს ნახავთ. მათგან საპატიო ადგილი მედიაჰოლდინგ „თბილისელებისგან“ გადაცემულ „საუკუნის ვარსკვლავს“ უკავია, რომელიც აუდიოლოგიის დარგში რამდენიმე ათეულწლიანი მოღვაწეობისთვის და არაერთი სამეცნიერო მიღწევისთვის გადაეცა.  
ზურაბ ქევანიშვილი: მამაჩემი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაცaიული ქირურგიის კათედრის გამგე გახლდათ. დედაც სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო, თერაპევტი. ამგვარად, მედიცინის პროფესია ჩემში გენეტიკურად იყო ჩართული და როცა სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტში მისაღები გამოცდების ჩაბარების გარდა სხვა ალტერნატივა არც განიხილებოდა. მით უმეტეს, რომ იმ დროს სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ძალიან ძნელი, მაგრამ ძალიან პრესტიჟული იყო. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, სამკურნალო ფაკულტეტზე მოვეწყვე და ინსტიტუტშიც ფრიადებზე ვისწავლე. შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც იმ პერიოდში ცნობილი აკადემიკოსები მუშაობდნენ და სწავლების დონეც ძალიან მაღალი იყო. სწორედ იქ ვეზიარე მეცნიერებას.
– თქვენს სახელს საქართველოში პირველი აუდიოლოგიის ცენტრის დაარსება უკავშირდება.
– ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ბატონ სიმონ ხეჩინაშვილთან გადავედი. სწორედ მასთან ერთად დავაარსეთ აუდიოლოგიის ცენტრი. მისი ხელმძღვანელიც სხვადასხვა დროს ორივე გახლდით. ყოველგვარი ტრაბახისა და გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ მეცნიერული აუდიოლოგია, რასაც შემდგომ პრაქტიკული აუდიოლოგია დაუკავშირდა, სწორედ ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. აუდიოლოგია სმენის სისტემის შესწავლას, სმენის გამოკვლევას, სმენის პათოლოგიათა დიაგნოსტიკას, სმენის ფუნქციურ რეაბილიტაციას გულისხმობს. რეაბილიტაციაში სასმენი აპარატების დაყენებაც იგულისხმება. სასმენი აპარატებიც აუდიოლოგიის ცენტრმა დანერგა პირველად საქართველოში.
– რამდენიმე ასეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ხართ. საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ეცნობიან თქვენს შემოქმედებას?
– 90-იანების საშინელ პერიოდში, როცა საქართველოში მეცნიერებისთვის არავის ეცალა, გერმანელებმა მიმიწვიეს და იქ წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ჩემს გერმანელ კოლეგებთან ერთად 150-მდე ნაშრომი მაქვს შესრულებული. ჯამში 400-მდე ნაშრომის ავტორი და თანაავტორი ვარ. მათგან 200-ზე მეტი ინგლისურ და გერმანულ ენაზეა დაწერილი, რაც ძალიან მახარებს, რამეთუ ქართულ ენაზე შესრულებულ ნაშრომებს მხოლოდ ქართველი მკითხველი ჰყავს, უცხოური პუბლიკაციები კი საშუალებას იძლევა, საქართველოს შესახებ მსოფლიომ გაიგოს. საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი ნაშრომებისთვის სოროსის პრემია მაქვს მონიჭებული. სამი წიგნის თანაავტორიც ვარ, რომლებიც შესაბამისად ივანე თარხნიშვილის, ივანე ბერიტაშვილისა და სახელმწიფო პრემიებით არიან დაჯილდოებულნი. გარდა ამისა, 15-მდე დისერტანტსაც ვხელმძღვანელობდი პროფილის განხრით, მათ შორის, რამდენიმე გერმანელსაც. დისერტანტებს დისერტაციის წერაშიც ვხელმძღვანელობდი და აქტიურადაც ვეხმარებოდი.
– თქვენი ჩართულობით სასმენი აპარატების ერთ-ერთი ცნობილმა გერმანულმა ფირმამ საქართველოში ფილიალი დაარსა. როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება ამ ფირმასთან?
– როდესაც გერმანიაში, კერძოდ, მაგდებურგში გახლდით, სასმენი აპარატების ძალიან ცნობილი ფირმის, „კინდ-ჰიორგერეტეს“ ხელმძღვანელი მარტინ კინდი სპეციალურად ჩამოვიდა ჰანოვერიდან ჩემთან და მითხრა, რომ გაგონილი ჰქონდა გერმანელებთან ჩემი საერთო წარმატებული ნაშრომების შესახებ. აქვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში სასმენი აპარატების ფირმის ფილიალი დაეარსებინა. ეს იდეა ერთად განვახორციელეთ. ბევრისთვის დაუჯერებელია, როცა იგებენ, რომ ჩვენთან  გერმანული სასმენი აპარატები 4-5-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე თავად გერმანიაში. ერთ-ერთ ქართულ პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა მოსაზრება, თითქოს მამა-შვილი ქევანიშვილები ფულს აკეთებენ გერმანულ სასმენ აპარატებზე, რაც წარმოუდგენელი აბსურდია. მსგავსი უსამართლობა ძალიან საწყენია.
– მედიაჰოლდინგ „თბილისელების“ 2018 წლის დაჯილდოებაზე თქვენი ღვაწლისა და მიღწევებისთვის „საუკუნის ვარსკვლავი“ გადმოგეცათ. როგორი შეგრძნებაა, როცა დარგის ლიდერად გასახელებენ?
– რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ვიღაც აფასებს შენს შრომას. საბედნიეროდ, ბევრი მადლიერი პაციენტი მყავს, რომელთა მადლობის წერილებს საგულდაგულოდ ვინახავ. ვცდილობ, ყველასთან საერთო ენა გამოვნახო, ვინაიდან ექიმთან მისული პაციენტი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, განსაკუთრებულ ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ამ დროს ტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებითია, აგრეთვე, პაციენტმა ზუსტად იცოდეს მისი მდგომარეობის და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
საბედნიეროდ, სმენასთან დაკავშირებით უდიდესი პროგრესია. სმენის უმძიმესი ხარისხით დაქვეითების დროსაც კოხლეარული იმპლანტაცია კეთდება, რის შედეგადაც ადამიანს ნორმალურად ესმის. დროსთან ერთად პრობლემისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა: თუ ადრე ბევრს საქართველოში სასმენ აპარატებზე კომპლექსი ჰქონდა და უარს ამბობდა მის მოხმარებაზე, ახლა აპარატების მოპოვება-მორგებაზე უკვე რიგებია.
– დღეს რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ უცხოელ კოლეგებთან და რაში გეხმარებათ ეს?
– 1971 წლიდან, ფაქტობრივად, წელიწადი არ ყოფილა, რომ ჩვენი კოლეგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან არ ჩამოსულიყვნენ სამეცნიერო და საოპერაციო ვიზიტებით. სწორედ გერმანელებთან მაქვს დიდი ხნის მჭიდრო კავშირები. ყოველდღიურად ვეკონტაქტები მათ ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით. გერმანელთა ჯგუფების ჩამოსვლას თბილისში წელსაც ველოდებით. გერმანელები წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციებს, უსასყიდლოდ ჩაატარებენ სასწავლო და საოპერაციო კურსებს. ჩვენთან რეგულარულად ჩამოდიან კოლეგები რუსეთიდანაც და უკრაინიდანაც. უცხოელებთან ურთიერთობები, უპირველესად, ცოდნის და გამოცდილების გაცვლაში გვეხმარება. სიამაყით მოგახსენებთ, აგრეთვე, რომ ჩემს საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, გერმანელმა კოლეგებმა ორი წარმომადგენლობითი მასშტაბული სამეცნიერო კონფერენცია გამართეს: ერთი – მაგდებურგში, მეორე  – დრეზდენში.
скачать dle 11.3