კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ გახდა ჩემპიონი მძიმედ ტრავმირებული არსენ მეკოკიშვილი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილი ფანტასტიკური ფიზიკური ძალითა და ნებისყოფით გამოირჩეოდა. საგულისხმოა, რომ ორმოც წელს გადაცილებულ ქართველ ფალავანს ტოლი არ ჰყავდა მსოფლიოში და „პაპა არსენი“ ლამის შვილიშვილების ასაკის ახალგაზრდებსაც იოლად ამარცხებდა. 1956 წელია. საბჭოთა კავშირის თექვსმეტგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, 44 წლის არსენ მეკოკიშვილი საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველ სპარტაკიადაზე გამოდის. „პაპამ“ ფინალს ისე მიაღწია, რომ ერთხელაც არ ჩაუმუხლავს. აშკარაა, რომ ფინალშიც ადვილად გაიმარჯვებს. არა და, რუსებს პირველი სპარტაკიადის დათმობა არ უნდათ და თავისიანს „ქაჩავენ“. დაუმარცხებელი არსენის დასამარცხებლად მათ ერთი ფანდი მოიგონეს. აწონის წინ, არსენი ერთ ბნელ სარდაფში ჩაიტყუეს და ფოლადის კარი მაგრად გამოუხურეს, ანუ ჩაკეტეს... აწონაზე რომ დაიგვიანოს, ფინალში აღარ აჭიდავებენ და ჩემპიონობა რუსს დარჩება... მოტყუებულმა არსენმა იმდენი ქნა, რომ ფოლადის კარი გამოამტვრია. აწონას წუთი-წუთზე მიუსწრო და ფინალისთვის გაემზადა, რომელიც ერთი საათის შემდეგ იწყებოდა. ფინალში არსენმა საკმაოდ ძლიერი რუსი მეტოქე პირწმინდად დაამარცხა, ბეჭებზე გააკრა. მსაჯმა მას ხელი აუწია გამარჯვების ნიშნად. მაგრამ როდესაც აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა, მილოცვის ნიშნად, ხელი მხარზე დაარტყა, არსენი გულწასული დაეცა ძირს. როგორც გაირკვა, ფოლადის მძიმე კარის გამომტვრევისას არსენს ლავიწის ძვალი გასტყდომია. აუტანელ ტკივილს ითმენდა, მაგრამ მეტოქე დაამარცხა, ჩემპიონი გახდა და მხოლოდ ამის მერე მოეშვა. სწორედ ამ დროს იჩინა თავი სასტიკმა ტრავმამ.
скачать dle 11.3