კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ დაგეგმა ორმაგი დანაშაული ერთ-ერთი თბილისელი მაღალჩინოსნის ცოლმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გამქრალი მოლარე
თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფი მანქანის ლოტკინელ გამტაცებლებს ფარულად უთვალთვალებდა – მათ „ჟიგულს“„კუდზე“ ახალი „შესტით“ („ჟიგული“) ასხდნენ. ლოტკინელები პირდაპირ ქუჩიდან იტაცებდნენ მანქანებს. შემდეგ კი შლიდნენ და ნაწილებად ყიდდნენ. თბილისელ მილიციელებსაც ამისი იმედი ჰქონდათ და მოთმინებით ელოდნენ, თუ როდის ჩაიდენდნენ დანაშაულს გამტაცებლები, რომ ისინი ფაქტზე დაეჭირათ. ლოტკინელები საბჭოს ქუჩაზე, ერთ გასტრონომთან შეჩერდნენ, სადაც ყავისფერი „პობედა“ იდგა. ორი მათგანი „ჟიგულიდან“ გადავიდა. მანქანა გააღეს, საჭეს მიუსხდნენ და გააქროლეს. მილიცია „კუდზე დააჯდა“ მათ და გამტაცებლები ვორონცოვზე, ეკლესიის ჩასახვევთან მოიმწყვდიეს. იარაღი მიუშვირეს და ხელბორკილები დაადეს. ხოლო მანქანა რომ შეამოწმეს და საბარგული გახსნეს, იქ მოკლული ქალის გვამი აღმოაჩინეს. როგორც ძიებამ დაადგინა, საბარგულში აღმოჩენილი ცხედარი ციცინო კეშელავას ეკუთვნოდა. 34 წლის კეშელავა თბილისის ერთ-ერთი შემნახველი სალაროს მოლარე იყო, რომელიც მილიციის მიერ იძებნებოდა. საქმე კი ის იყო, რომ კეშელავა ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა და მასთან ერთად  145 ათასი მანეთიც გაქრა.
იმავე დღეს ქალაქის პროკურატურაში საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით  აღიძრა და გამოძიებაც დაიწყო, რომელსაც გივი ქორიძე ედგა სათავეში.

ექსპერტიზის დასკვნა
გივი ქორიძეს ერთ-ერთი საუკეთესო საგამოძიებო ჯგუფი ჰყავდა საქართველოში და მაძებრები ინტენსიურ მუშაობას შეუდგნენ. დადგინდა, რომ „პობედა“, რომელშიც კეშელავას ცხედარი აღმოჩნდა, 65 წლის პენსიონერ გურამ ხარაძეს ეკუთვნოდა. მანქანის მფლობელი დიღმის მასივში ცხოვრობდა და საკუთარი ავტოფარეხიც ჰქონდა. როდესაც მას პოლიციამ მიაკითხა, ხარაძე ამტკიცებდა, რომ „პობედა“ ავტოფარეხში ეყენა.
– ცოტა ავად ვარ. ოთხი დღეა, გარეთ არ გავსულვარ და მანქანის საჭესთან არ დავმჯდარვარ, – ამბობდა ხარაძე, თან ავტოფარეხის კარს აღებდა და ადგილზე გაქვავდა, როდესაც ის ცარიელი დახვდა.
ხარაძემ განაცხადა, რომ ავტოფარეხის გასაღები არავისთვის გადაუცია, ისევე როგორც „პობედის“ და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვის და როგორ უნდა წაეყვანა მისი მანქანა. დანაშაულში კი მისი მონაწილეობა გამოირიცხა. გამოძიება ჩიხში შედიოდა, როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რომელშიც ეწერა, რომ 34 წლის ციცინო კეშელავას გარდაცვალების მიზეზი მძიმე ინტოქსიკაცია, ანუ მოწამვლა იყო. ქალის სხეულში ძლიერმოქმედი საწამლავი აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ, კონიაკში იყო გარეული და მისი სიკვდილიც ამან გამოიწვია. ქალისვე საშოში აღმოჩნდა სპერმა, რომლის გამოკვლევამაც ცხადყო, რომ მისი პატრონი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.

მკვლელის ძიებაში
დიდი ალბათობით, მკვლელი სწორედ ის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მამაკაცი იყო, ვისი სპერმაც მოწამლულ კეშელავას აღმოუჩინეს. ექსპერტიზისვე დასკვნით, ციცინო კეშელავა ღამის პირველ-ორ საათის შუალედში მოკლეს, ანუ მანქანის საბარგულში მისი ცხედრის აღმოჩენამდე 10-11 საათით ადრე. როგორც ქორიძე ვარაუდობდა, მკვლელი და გაუთხოვარი კეშელავა საყვარლები იყვნენ და ქალის მოწამვლამდე მათ სქესობრივი აქტი ჰქონდათ. გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ ქალის მკვლელობა იმ დაკარგული 145 ათასი მანეთის გამო მოხდა. გივი ქორიძემ თავის გამომძიებლებს დაავალა, რომ კეშელავას საახლობლო წრესა და სამსახურში მოეძებნათ შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი ჰქონდა და შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. მკვლელს რომ რამე არ ეგრძნო, გამომძიებლები ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ, მოკლული კეშელავას თანამშრომლებისა და ახლობლების სამედიცინო ბარათებს სწავლობდნენ. ხოლო, ვისაც ბარათი არ ჰქონდა, მათ სხვადასხვა მიზეზით, სისხლს უღებდნენ, რომ გამოეკვლიათ. ერთ-ერთმა ასეთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 45 წლის ანზორ ყალიჩავა, რომელიც თბილისის შემნახველი სალაროების ბუღალტრად მუშაობდა, შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული და რეზუს დადებითი, პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდა. სავარაუდოდ, სწორედ ის იყო კეშელავას მკვლელი, თუმცა, ქორიძეს სიჩქარე არ უყვარდა. ყალიჩავას დაკავება გადადო და მასზე მუდმივი თვალთვალი დააწესა.

აღიარებითი ჩვენება
ანზორ ყალიჩავა სამსახურში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა და პატიოსანი, მორალურად გაწონასწორებული ადამიანის სახელი ჰქონდა. მას ჰყავდა მეუღლე და ერთი ქალიშვილი, რომელიც ლენინგრადში იყო გათხოვილი. მისი მეუღლე, ნონა კორღალიძე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა ბუღალტრად და წესიერი თანამშრომლის სახელი ჰქონდა. ერთი სიტყვით, ყალიჩავას უმწიკვლო დოსიე ჰქონდა და სწორედ ეს იწვევდა ეჭვს გივი ქორიძეში და მას ფაქტზე უნდოდა დამნაშავის დაკავება. გამოცდილი გამომძიებელი არც შემცდარა და ოპერატიულმა თანამშრომლებმა ანზორ ყალიჩავა იმ დროს აიყვანეს თბილისი-ლენინნგრადის მატარებელში, როდესაც ის ფულით სავსე ტყავის ჩანთას საწოლის ქვეშ მოთავსებულ საბარგულში ათავსებდა. ჩანთაში სწორედ ის გატაცებული 145 ათასი მანეთი აღმოჩნდა, რომელიც მოკლულმა მოლარემ ციცინო კეშელავამ მიითვისა და მიიმალა. მილიციის სამმართველოში დაკითხვისას ყალიჩავამ მკვლელობა აღიარა და გამომძიებელს უთხრა, რომ ციცინო კეშელავა სწორედ მან მოწამლა. კონიაკში კალიუმციანიდი ჩაუყარა. მანვე აღიარა, რომ „პობედა“ თავისი მეუღლის ბიძას, გურამ ხარაძეს მოჰპარა და მისი საბარგულით უნდა გადაეტანა ქალის ცხედარი, რომელსაც შემდეგ ჩუმად ჩამარხავდა თბილისის ზღვაზე. ანზორ ყალიჩავას თქმით, მთელი ეს კომბინაცია მისი მეუღლის, ნონა კორღალიძის მოფიქრებული იყო. სწორედ მან ჩააგონა ქმარს, რომ მოლარესთან რომანი გაება, შემდეგ კი მისთვის ფული გაეტაცებინა, მოეკლა და გადაემალა. როგორც ცოლ-ქმარმა აღიარა, ისინი უცხოეთში გაქცევასა და იქ ცხოვრებას აპირებდნენ. ყალიჩავას დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა ის ციხის საკანში გარდაიცვალა. ხოლო ნონა კორღალიძემ კი თხუთმეტწლიანი სასჯელი მოიხადა და დღესაც ცოცხალია.
скачать dle 11.3