კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 საიდან მოვიდნენ ბაგრატიონთა წინაპრები და რატომ ითვლებოდნენ ისინი ქრისტეს ნათესავებად

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. თვითონ ბაგრატიონები თავს მიიჩნევენ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნათესავთა ჩამომავლებად. გრიგოლ ხანძთელის დროიდან ამ ვერსიას იზიარებს საქართველოს ეკლესიაც. ეს აღიარა გრიგოლ ხანძთელმაც ანუ, აღნიშნული თეორია მეცხრე საუკუნის დასაწყისში, გრიგოლ ხანძთელის პერიოდში, უკვე, გავრცელებული იყო საქართველოში.
საქართველოს ეკლესიის მნათობმა, გრიგოლ ხანძთელმა ასე მიმართა აშოტ კურაპალატს:
„დავით წინაისწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობა და სათნოებანიც მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.
ეს ნიშნავდა ქართული ეკლესიის მხრიდან ბაგრატიონების აღიარებას დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად, ქრისტეს ხორციელი ბიძაშვილის შთამომავლებად, ღვთისმშობლისა და უფლის ნათესავებად.
მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწე სუმბატ დავითის ძემ, როგორც ჩანს, ძველი გადმოცემების საფუძველზე, დაწერა თხზულება „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, რომელიც სხვათა შორის, საინტერესოა არა მარტო რეალური ამბებით, არამედ სხვადასხვა საიდუმლო ინფორმაციითა და სიმბოლიკით (ამაზე სხვა დროს). თხზულებაში მოცემულია ბაგრატიონთა გენეალოგიური ხე ადამიდან და მოთხრობილია საქართველოს ისტორია 1030-იან წლებამდე. დღეს ბაგრატიონთა წარმოშობის მხოლოდ სუმბატ დავითის ძის ვერსიაზე გვექნება საუბარი.
ყოველ ქვეყანაში, ყოველი მეფე, მთავარი ან დაწინაურებული საგვარეულოს მეთაური ცდილობდა, თავისი წარმოშობა დაეკავშირებინა რომელიმე განსაკუთრებული, ლეგენდარული ადამიანისთვის. რაც მეტად ცნობილი იქნებოდა წინაპარი, მით მეტად პრესტიჟულად ითვლებოდა დინასტია. უფრო ხშირად დინასტიები სიმართლეს ავრცელებდნენ თავისი წინაპრების შესახებ. თუმცა, ხანდახან იყო გადაჭარბებაც, ამბების გამოგონებაც კი. დინასტიის პრესტიჟულობა პოლიტიკურ მოვლენებზე ახდენდა გავლენას, მით უმეტეს, მაშინ, თუ რამდენიმე დინასტია ექიშპებოდა ერთმანეთს ქვეყნის გაერთიანების საქმეში.
ფაქტია, ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობის ვერსია გაბატონებული იდეოლოგია იყო საქართველოში და გარკვეულწილად მისი დახმარებით შეძლეს ბაგრატიონებმა, რომ ჩვენს ქვეყანაში სამეფო დინასტიის ცვლილება არ მომხდარა.
სუმბატ დავითის ძე იზიარებს მათე მახარებლის მიერ მოცემულ გენეალოგიურ ხეს ადამიდან ქრისტემდე და მართალ იოსებამდე. შემდეგ კი მის გაგრძელებას გვთავაზობს.
ადამის თითოეული შთამომავლის ჩამოთვლა მართალი იოსების ოჯახამდე და პირველ ბაგრატიონებამდე შორს წაგვიყვანს. ამიტომ შემოკლებით გადმოვცემთ. ადამის შთამომავალი იყო ნოე, რომლის დროსაც მოხდა წარღვნა. ნოეს ვაჟის, სემის შთამომავალი გახლდათ რამდენიმე ხალხის მამამთავარი აბრაამი. აბრაამმა შვა ისააკი. ისააკმა შვა იაკობი. იაკობს ეწოდა ისრაელი. მას ჰყავდა თორმეტი ვაჟი ორ ცოლთან. მის ცოლებს, დებს, ერქვათ ლეა და რაქელი. რაქელი გახდა იაკობ-ისრაელის თორმეტი ვაჟის დედა ან დედობილი. რაქელი არის ისრაელის სიმბოლური დედა. იაკობის თორმეტი შვილიდან წარმოიშვა ებრაელთა თორმეტი ტომი. იმ დროიდან ებრაელები ეგვიპტეში შევიდნენ. იაკობის შთამომავლის, იესეს ვაჟი, მწყემსი და მეფსალმუნე დავითი, ღმერთმა გამოარჩია ისრაელის მეფედ. დავითის ძის, სოლომონის შთამომავალი იყო მართალი იოსები, რომელიც გახლდათ ყოვლადწმიდა მარიამის ქმარი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელიც დავითის შთამომავალი იყო.
მართალ იოსებამდე სუმბატ დავითის ძე იმეორებს მათეს სახარებაში მოცემულ გენეალოგიურ ხეს აბრაამი-დავითიანებისას. შემდეგ კი ამატებს მართალი იოსების ძმას, კლეოპას და მის შთამომავლობას, ქართლში ბაგრატიონთა გაბატონებამდე და შემდეგ დრომდე. კლეოპას შესახებ ინფორმაცია სუმბატ დავითის ძეს აღებული აქვს ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიიდან“.  
რამდენიმე საუკუნის მერე, კლეოპას შვილის, ნაომის შთამომავალს, სოლომონს ჰყავდა შვიდი ძე. შვიდი ძმა პალესტინიდან, ტყვეობიდან წამოვიდნენ და მოვიდნენ კავკასიაში. საიდან აიღო სუმბატ დავითის ძემ კლეოპას შთამომავლების შესახებ ინფორმაცია, უცნობია. სოლომონი და მისი ძეები მოვიდნენ ეკლეცში, სადაც იმ დროს დედოფალი იყო რაქაელი. დედოფალ რაქაელის არსებობის შესახებ წყაროები შემორჩენილი არ არის. რაქაელ დედოფალმა შვიდი ძმა ქრისტიანულად მონათლა. პროვინცია ეკლეცი მდებარეობს დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ძველბერძნულ, ბიზანტიურ და სომხურ წყაროებში იწოდება შესაბამისად: აკილისენა, კელცენა, ეკელეაც. ოდესღაც იქ ქართული ტომები ბინადრობდნენ. მერე ურარტუმ დაიკავა, შემდეგ სომხებიც დასახლდნენ. ახლა თურქეთშია. დაახლოებით ახლანდელი ერზინჯანის ოლქი.
 შვიდთაგან სამი ძმა სომხეთში დამკვიდრდა და მათი შთამომავლები მთავრობდნენ სომხეთში. რაქაელ დედოფალმა მათ სახელები შეუცვალა. ერთს უწოდა მუშელი, მეორეს ბაგრატი, მესამეს კი აბგავარი. ერთი დაისიძა. ორი კი, სომხეთის მეფეს დაუმოყვრა.
ოთხი ძმა მოვიდა საქართველოში. იმ დროს იბერიაში სპარსეთის მიერ გაუქმებული იყო მეფობა. ძალაუფლება ეპყრათ აზნაურებს, მაგრამ, უკეთური საქმეების გამო, მათაც დაკარგეს ძალაუფლება და სპარსელები ისე იქცეოდნენ, როგორ უნდოდათ.
დასავლეთ საქართველო ბიზანტიის გავლენის ქვეშ გახლდათ. ბიზანტიასა და ირანს შორის დაპირისპირება იყო.
ქართლის კათალიკოსის ტახტზე იჯდა სვიმონ-პეტრე (სვიმონ მეორე). მცხეთის მოსახლეობის რაოდენობა იკლებდა, ტფილისი კი აღმშენებლობის გზაზე დამდგარიყო. არმაზი კნინდებოდა, ხოლო კალა განდიდდებოდა.
მოკვდა კათალიკოსი სვიმონი და დაჯდა კათალიკოსად სამოელ მესამე. ქართველებმა შეძლეს აღმოსავლეთ საქართველოს სახემწიფოებრიობა აღედგინათ.
575 წელს შეიკრიბნენ ქართლის დიდებულები, მათ შორის, კათალიკოსი. გუარამი, შვიდ ძმათაგანი, აირჩიეს ქართლის მმართველად – ერისმთავრად. სპარსელების შიშით, მეფე ვერ უწოდეს, მეფის ძალაუფლება არც ჰქონდა, ერისთავებს ვერ ცვლიდა, მაგრამ, სახელმწიფოებრიობა აღდგა. ერისთავებს არც უნდოდათ ძლიერი ხელმწიფე. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ქართლის ბაგრატოვანნი იმ გუარამის შვილიშვილნი და შთამომავალნი არიან.
გუარამის ძმა, საჰაკი, წავიდა კახეთში და დაუმოყვრდა ნერსეს. გახდა ნერსეს ძის, ბაკურის მძახალი. საჰაკისა და გვარამის ორი ძმა, ასამი და ვარაზვარდი წავიდნენ კამბეჩოვანში (ქიზიყში), აუმხედრეს ხალხი ვეზანს, სპარსეთის შაჰის მარზპანისა და სარდლის, ბაჰარ (ბაჰრამ) ჩუბინის მოხელეს. მოკლეს ვეზანი, დაიპყრეს კამბეჩოვანი და ხორნაბუჯში დასახლდნენ. 590 წელს ბაჰრამ ჩუბინმა დაამხო შაჰი და თვითონ ავიდა ტახტზე, რადგან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, ქალის კაბა გაუგზავნეს (ამაზე სხვა დროს). ასამმა და ვარაზვარდმა კარგად ისარგებლეს ირანის შიდა არეულობით. მათი შთამომავლები ჰერეთში კარგა ხანს მთავრობდნენ.
ბიზანტიის იმპერატორმა ბაგრატს მიანიჭა კურაპალატის წოდება. კურაპალატი ბიზანტიის იმპერატორის სასახლის დიდი მოხელის თანამდებობა იყო. შემდეგ გახდა საპატიო წოდება და ანიჭებდნენ იმპერატორის ნათესავებს, დამსახურებულ პიროვნებებს, ხანდახან შვილებსაც, უცხოელ მეფე-მთავრებს. საქართველოს გაერთიანებამდე, ქართულ წყაროებში, ხშირად კურაპალატი, ხანდახან იგივეა, რაც მეფე, ხელმწიფე. გუარამის მიერ კურაპალატის წოდების ტარება მიანიშნებდა იმაზე, რომ იბერია ქრისტიანული სივრცის ქვეყანა იყო.
 მცხეთაში გუარამ ერისმთავარმა ჯვრის ეკლესიის შენება დაიწყო, რომელიც შემდეგში დაასრულეს. იმავე დროს ტფილისში წამოუწყიათ დიდი ტაძრის მშენებლობა (თუ განახლება). საუბარია სიონის ეკლესიაზე. ნახევარს მთელი მოსახლეობა აშენებდა, ხოლო მეორე ნახევარს – ერთი ვინმე დედაკაცი, რომლის ვინაობაც უცნობია.
კათალიკოსი მცხეთაში იყო ბართლომე.
ამ გუარამის შემდეგ, სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ერისმთავრობდა ძე მისი სტეფანოზი, დემეტრეს ძმა. აგრძელებდნენ მცხეთაში ჯვრის ეკლესიის შენებას.
скачать dle 11.3