კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ჩემმა დაქალებმა იმდენი ქნეს, შეყვარებულს დამაშორეს


23 წლის ისე გავხდი, შეყვარებული არ მყოლია. თაყვანისმცემლები მყავდა, ბევრ ბიჭს მოვწონდი, მაგრამ მიჭირდა მათთან ურთიერთობა. ვერც საუბარს ვაწყობდი, რაღაცნაირად, მაღიზიანებდა მათი ზედმეტი ყურადღება და საჩუქრებიც კი. ბექა კი, ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც თავიდანვე შევეჩვიე, მომეწონა და მალევე შემიყვარდა. თან, პირველი შეყვარებული იყო და ასე მეგონა, სამყარო ჩემი იყო, ყველაფერს ვარდისფერში ვხედავდი, გათენება-დაღამება მიხაროდა, ენერგიით სავსე გავხდი და ყველაფერს ხალისიანად ვაკეთებდი. თუმცა, ეს მანამდე, სანამ ის ჩემს სადაქალოს გავაცანი. დამიწყეს ჭკუის დარიგება: ვერ ხედავ ფულიანია, სიმპათიური, ამას სხვა გოგონებიც ეყოლება, არ მოგატყუოს, თითოეული ნაბიჯი გაუკონტროლეო. მათმა „დარიგებებმა“ დამაკომპლექსა, ნდობა დამაკარგვინა საყვარელი ადამიანის მიმართ და ბექამაც შენიშნა, რომ რაღაცნაირად შევიცვალე, ისეთი თბილი და გულღღია აღარ ვიყავი.  რომ მეკითხებოდა: რა დაგემართა, რა გჭირსო, ხომ არ ვეტყოდი, სადაქალომ დამმოძღვრა-მეთქი? კი ვიფიქრე, არ მივაქცევ ყურადღებას სადაქალოს ენებს და მე როგორც მინდა, ისე მოვიქცევი-მეთქი, მაგრამ არ მომასვენეს, ისე შემომიჩნდნენ და იმდენს მელაპარაკებოდნენ ბექაზე, დავიბენი, ავიჭერი და დალაგებული მომავალი ამომიყირავდა. როცა ბექასთან ვიყავი, მირეკავდნენ, მოდიოდნენ, ჩვენთან ერთად ისხდნენ და საუბარსაც კი არ გვაცლიდნენ. განსაკუთრებით ჩემი უახლოესი დაქალი ნინი იყო ნეგატიურად განწყობილი ბექას მიმართ და ვერ ვხვდებოდი, რატომ. ახლა კი ვიცი – მასთან გასატარებელ წუთებს ბექას რომ ვუთმობდი, იეჭვიანა, დაიბოღმა, შეშურდა ჩემი და უბრალოდ, არ უნდოდა, გვერდით ისეთი ბიჭი მყოლოდა, როგორიც თავად ვერ იპოვა. მართალია, ბავშვობის მეგობრები ვიყავით მე და ნინი, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მაგრამ ჩემთან არასდროს დარჩენილა, დაღამდებოდა თუ არა, სახლში გარბოდა. რაც ბექა გავაცანი, მას მერე, სულ უნდოდა ჩემთან დარჩენა, არ მაძლევდა საშუალებას, საყვარელ ადამიანთან ძილის წინ ტელეფონით მესაუბრა, ყურმილს მათიშინებდა ან მართმევდა და თავად ესაუბრებოდა. მოკლედ, იმდენი გააკეთა, ბექას ვეჩხუბე, დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მივაყენე. ისეთები ვუთხარი, ბიჭი გაოგნდა და დავშორდით. არადა, სულ მეუბნებოდა, არ ვარ შენი სადაქალოს წინააღმდეგი, მაგრამ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით, რატომ ერევიან ჩვენს ურთიერთობებში. ჩემმა ძმაკაცებმა რომ იგივე გააკეთონ, მოგეწონებაო? რა მექნა, სადაქალოს ხომ ვერ დავკარგავდი. თან, მეგონა, ჩემთვის კარგი უნდოდათ. მოკლედ, ახლა ვხვდები, როცა ადამიანი გიყვარს, იქ მესამე, მეოთხე და მეხუთე ადამიანის ჩარევა, თუნდაც უახლოესი, ბავშვობის დაქალის, იმდენად ზედმეტია, რომ მხოლოდ ნეგატიურად მოქმედებს და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. ახლა, დაქალებზეც ავიცრუე გული, ბექაც დავკარგე და დეპრესიაში ვარ. ვნანობ, რომ არ მოვუსმინე ჩემს გულს, არ ავყვეი გრძნობებს და დაქალებს დავუჯერე. მაგრამ, გვიანია. ბექა ჩემგან წავიდა, ვიცი არასდროს დაბრუნდება და მისნაირ ბიჭს ვეღარც ვნახავ. იმედია, გადავლახავ ცხოვრების ამ რთულ ეტაპს, დეპრესიასაც დავამარცხებ, რა თქმა უნდა, დაქალების დახმარების გარეშე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ბექა, ჩემი პირველი შეყვარებული, მთელი ცხოვრების განმავლობაში მეყვარება, მემახსოვრება და მასთან უაზრო დაშორებას ვერ მოვინელებ.
თიკუნა, 23 წლის.скачать dle 11.3