კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რეალური მკვლელი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

სტივენ კინგი


კონანის სახლი შორიდანვე იყო შესამჩნევი პატარა კოშკურებით. მისი პოვნა არ გასჭირვებია. ავტოფარეხიც ღია იყო. 45-კალიბრიანი რევოლვერი მოიმარჯვა და კუთხეს ამოეფარა.
ბონის გვამი უნიჩბო ნავში იპოვეს. მზეზე დიდხანს ყოფნისგან მის კანს უცნაური ფერი მიეღო. ზედ კი ნატყვიარიდან გამოსული გაშავებული სისხლი შეხმობოდა. ბონისთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა. ერთმანეთი ციხის საკანში გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელად ერთად იყვნენ. ბანკიც ერთად „გაიტანეს“. კონანი, სერჟანტი, ბარნი და ბონი... მერე ფული საეჭვოდ გაქრა. კონანი და სერჟანტი ამტკიცებდნენ, რომ პატიოსნად გაიყვეს ფული და ერთმანეთის მიმართ პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ მერე ბონი მოკლეს. ბარნიმ იპოვა მისი გვამი. ალბათ, იმას, ვინც ბონი მოკლა, იმედი ჰქონდა, რომ ნავი გვამთან ერთად ტბაში ჩაიძირებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. ბარნიმ იარაღი მოიმარჯვა და გაინაბა. კონანის „ფოლკსვაგენმა“ ჩართული ფარებით შემოუხვია. ორივე ერთად იყო – სერჟანტი და კონანი, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. მის გამოჩენას არ ელოდნენ. მიშვერილმა რევოლვერის ლულამ მათზე გამანადგურებლად იმოქმედა. ორივე გაფითრდა. ბარნის ისე მიაჩერდნენ, როგორც მოჩვენებას.
– რა მოხდა? ჩემს გამოჩენას არ ელოდით? უცნაურია, არა? ვიღაცამ ბონი მოკლა, თქვენ კი მშვენიერ გუნებაზე ხართ და არც გიცდიათ, მკვლელი გეპოვათ.
– ბარნი, მომისმინე, – პირველად სერჟანტმა დაილაპარაკა, – ჩვენ რაში გვადანაშაულებ? ბონი კი იყო შენი მეგობარი, მაგრამ ჩვენ გვიყვარდა. ძალიან შევწუხდით, როცა მისი სიკვდილის ამბავი გავიგეთ. მომისმინე, დაუშვი იარაღი, სისულელე არ ჩაიდინო.
სანამ სერჟანტი ლაპარაკობდა, კონანი ნელ-ნელა მიიწევდა ავტოფარეხის კარისკენ, თან ხელებს კედელზე აფათურებდა. შეიძლება, ამან გაახელა ბარნი ან შეიძლება, ნერვები ვეღარ მოთოკა და იარაღი რომ ხელში ეჭირა, სითამამემ სძლია. ფაქტია, რომ კონანის მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენია.
– ორივენი კედლისკენ შებრუნდით. თქვენი დახოცვა არ მინდა, მაგრამ, თუ იძულებულს გამხდით, ტყვია არ დამენანება. იცით, ბონი როგორ გამოიყურებოდა, როცა ვნახე? თქვენ ამას ვერ წარმოიდგენთ. საცოდავი, მას ხომ არაფერი დაუშავებია... სხვათა შორის, სად არის მისი წილი ფული?
– ბარნი, ჩვენ ის არ მოგვიკლავს. რაში გვჭირდებოდა მისი სიკვდილი, ფულიც პატიოსნად გავიყავით. არ მესმის, რაში გვადანაშაულებ.
– იმაში, რომ უსინდისოდ მოიქეცით. კონან, თუ ხელებს არ გააჩერებ, ტყვიას მიიღებ შუბლში. სეიფი სად არის? გახსენი და ფული მომეცი.
– ეს ჩემი წილია, ბარნი. რატომ უნდა მოგცე? – გააპროტესტა კონანმა.
– იმიტომ, რომ შენი ბინძური სიცოცხლე გადაარჩინო. ჩათვალე, რომ შანსს გაძლევ.
– შურისძიება ცუდი გადაწყვეტილებაა, ბარნი, არ გირჩევ.
– შენი საქმე არ არის. ბონი ჩემი მეგობარი იყო, საბრალო, უწყინარი, უპრეტენზიო. გეგონათ, მის სიკვდილს შეგარჩენდით? სწრაფად, სეიფი გააღე და ფული მომეცი. ჯერ კიდევ გაქვს შანსი.
კონანმა ამოიოხრა. სიკვდილი აშკარად არ უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ ბარნის გასროლას ვერ დაასწრებდა. ვერც სერჟანტი უშველიდა, ბანკის ყოფილი თანამშრომელი, რომლის საშუალებითაც გაძარცვეს ბანკი. შეიძლება, ბარნის კონანის მოკვლა თავიდან გადაწყვეტილი არც ჰქონდა, მაგრამ სასხლეტს თითი რომ გამოჰკრა, სრულიად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა. რამდენიმე წვეთი სისხლი ფულის შეკვრებსაც მოეცხო. სერჟანტი გაფითრდა.
– ბარნი, მგონი, საკმარისია. რაც გინდოდა, მიიღე. ბონი კონანმა მოკლა. შემიძლია, დარწმუნებით გითხრა, მე არაფერ შუაში ვარ. იცი, ღორი არ ვარ, სრულიად მაკმაყოფილებდა ჩემი წილი. რატომ უნდა მდომოდა ბონის სიკვდილი?! მორჩა, ანგარიში გასწორებულია. ყველაფერი თავის ადგილას დადგა. შენ უკვე მიიღე, რაც გინდოდა, შური იძიე მეგობრისთვის და კონანის წილიც მიისაკუთრე. ახლა ჩვენ-ჩვენს გზაზე წავიდეთ.
– არა, – თავი გააქნია ბარნიმ, – მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბონი თქვენ ორმა არ მოიშორეთ თავიდან. პასუხი ყველამ უნდა აგოს. მანქანაში ჩაჯექი და იქ წამიყვანე, სადაც ფული გაქვს შენახული.
– ჩემი წილიც გინდა?  
– ჰო. ბონი ღირსეულად დაკრძალვას იმსახურებს. აკლდამა უნდა გავუკეთო. ფული დამჭირდება.
– მერე კი მომკლავ? ეს აუცილებელია?
– ბევრს ლაპარაკობ, სერჟანტო! სიცოცხლე თუ გინდოდა, კანონდამრღვევებს არ უნდა შეკვროდი. ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა?!
ბარნი გაოცდა, ისეთი უბადრუკი საცხოვრებელი ჰქონდა სერჟანტს – ნამდვილი ქოხმახი, ნახევრად ახდილი სახურავით და ცალ მხარეს ძველი საბურავებით გამაგრებული. მაგრამ ბარნისთვის ამას ხელი არ შეუშლია. გადაწყვეტილება თავიდანვე ჰქონდა მიღებული... ფული დასტებად იდო. სულ ახალი, ხელშეუხებელი კუპიურები, ზუსტად იმდენი, რამდენიც კონანის სეიფში, იმ განსხვავებით, რომ სერჟანტს ფული დანჯღრეული საწოლის ქვეშ მოწყობილ სამალავში ჰქონდა შენახული. ბარნიმ სერჟანტს თავისი ხელით ჩააწყობინა ფული გაქექილ ჩანთაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიაჭედა შუბლში ტყვია. 45-კალიბრიანი რევოლვერი იქვე მიაგდო, ის უკვე აღარ სჭირდებოდა. მთავარი იყო, რომ მასზე ანაბეჭდები არ დაეტოვებინა. საწყალი ბონი. ის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ცოტათი სულელი და ძალიან გულუბრყვილო. ალბათ, მაშინაც არ დაიჯერა, ბარნი ასე თუ გასწირავდა, როცა მის ხელში რევოლვერი და ლულიდან გამოვარდნილი ტყვია დაინახა. ბონი, რა თქმა უნდა, ბარნის მეგობარი იყო, მაგრამ ადამიანს ხომ საკუთარი თავი უყვარს ყველაზე მეტად. სამაგიეროდ, მისი სიკვდილით შურისძიების მოტივი გააჩინა. რაც უკვე ბევრს ნიშნავდა.
скачать dle 11.3