კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: 1979 წლის 20 სექტემბერს დაბადებული, დასაოჯახებელი მამაკაცისთვის როგორია 2018 წელი სასიყვარულო და კარიერულ სფეროში?
პასუხი:
2018 წელი ამ პიროვნებისთვის კარგია. ეს წელი, წარმატებების შანსს ნამდვილად აძლევს, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაში. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ, მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. უცხოეთი აუცილებელია მისი განვითარებისთვის და წარმატებებისთვის. სამშობლოში შესაძლოა, მეტი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვა მოუწიოს. უცხოეთში  დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი კი, სამშობლოში ცხოვრებას გაუიოლებს, სირთულეებსა და ბარიერებსაც ადვილად გადალახავს და პირად ურთიერთობებსაც მოიწესრიგებს. ასე რომ, ეს წელი მისთვის კარგია, უბრალოდ, საჭიროა კონტაქტი უცხოეთთან.
კითხვა: დავიბადე ვეფხვის წელიწადში, კერძოდ, 1974 წლის 13 ოქტომბერს, დილის 8 საათზე. ამჟამად არ ვარ საქართველოში. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა მელის ამ წელს?
პასუხი: ვეფხვის წელი დიდ შანსებს გაძლევთ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, თუ თქვენ უცხოეთში ხართ, ეს ერთიორად ზრდის წარმატების შანსებს. სამწუხაროდ, არ ვიცი, რომელ ქვეყანაში ხართ, რომ ზუსტად გაგცეთ პასუხი, რამდენად მისაღებია ეს ქვეყანა თქვენთვის. ზოგადად კი, უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა, მაგრამ თუ ისეთ ქვეყანაში ხართ, რომელიც თქვენთვის არ არის მისაღები, შესაძლოა, წარმატებებს ვერ მიაღწიოთ. ეს წელი თქვენთვის ნაწილობრივ წარმატებების მომტანია, ნაწილობრივ კი – მოსამზადებელი. შემდეგი წელი კი, გაცილებით კარგი იქნება.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 17 აგვისტოს, ღამის 1 საათზე. რომელ სფეროში იქნება წარმატებული?
პასუხი:
მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მედიცინიდან – პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია და ფილოსოფია. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის, ასევე, შემდეგ პროფესიებში: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმე, ტურიზმი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია.
скачать dle 11.3