კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ ახორციელებდა ლავრენტი ბერია საბჭოეთის დერუსიფიკაციას სტალინის სიკვდილის შემდეგ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას სასამართლო პროცესი თითქმის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული იყო, მასზე გაჟღერებული ბრალდებების 98 პროცენტი – აბსურდული, ხოლო მოწმეები კი, ცრუობდნენ, ამ პროცესის მომზადების პერიოდში გამოძიებამ მართლა მიაგნო საინტერესო მასალებს. თუმცა, პარადოქსული ისაა, რომ პროცესის მსვლელობისას ეს მასალები სასამართლო სხდომებიდან ამოიღეს და იქ უკვე აღარ გაჟღერებულა.
საბჭოთა სპეცსამსახურების ექსპერტი, გენერალ-მაიორი, ისტორიკოსი სერგეი სპიცინი წერს: „საბჭოეთი პარადოქსების ქვეყანა იყო და იქ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რაც სრულიად წარმოუდგენელია სხვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესს, რომელზეც ბრალდების ოთხმოცდათვრამეტი პროცენტი აბსურდული იყო და სწორედ ის მტკიცებულებები ამოიღეს პროცესის მასალებიდან, სადაც ბერიას დანაშაული, ასე თუ ისე, სიმართლეს შეესაბამებოდა. პროცესზე ბერიას უცხო ქვეყნის ჯაშუშობას აბრალებდნენ და ეს მტკნარი სიცრუე იყო. სამაგიეროდ, გაასაიდუმლოეს და არქივში გადამალეს ის მასალები, სადაც მხილებული და გამოაშკარავებული იყო „ენკავედეს“ წიაღში შექმნილი საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ბერიას კონტროლის გარეშე ვერ იარსებებდა. ეს – ერთი. და, მეორე – არაფერი თქვეს იმის შესახებ, რომ სტალინის სიკვდილისთანავე ლავრენტი ბერიამ, ფაქტობრივად, დერუსიფიკაციის პროცესი დაიწყო...“
ბერიას მიერ დერუსიფიკაციის პროცესზე უკვე აქტიურად წერდნენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს და ეს საკითხი კარგადაა დამუშავებული. ბერიას პროცესზე კი, ეს საკითხი იმიტომ არ გაჟღერდა, რომ მაშინ სრული სამართლე უნდა ეთქვათ, ანუ, ის, თუ როგორ დაუჭირეს მხარი ამ პროცესს ყველა ნაციონალურ რესპუბლიკაში. ეს კი უკვე რუსეთსა და რუსებს სცხებდა ჩირქს. იდეურ-პოლიტიკური საკითხი იყო და ამიტომ მიჩქმალეს. დერუსიფიკაცია კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ბერიამ მოშალა მეორე მდივნის ინსტიტუტი ნაციონალურ რესპუბლიკებში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რესპუბლიკის მეორე მდივნად უკვე რუსი ეროვნების კადრი კი არ დაინიშნებოდა, როგორც ეს დაუწერელი კანონის შესაბამისად ხდებოდა, არამედ ადგილობრივი ეროვნების, ადგილობრივი კადრი. გარდა ამისა, ბერიას უშუალო განკარგულებით, ნაციონალურ რესპუბლიკებში თანამდებობის პირთა 85 პროცენტი ადგილობრივი ეროვნების ხალხი უნდა ყოფილიყო. და, მესამე, ეროვნულ რესპუბლიკებში, საქმის წარმოება რუსულ ენასთან ერთად, ადგილობრივ ენაზე უნდა განხორციელებულიყო და ჩაწერას ვერ მიიღებდა ის ადამიანი, ვინც ადგილობრივ ენას არ ფლობდა. ეს პუნქტი ჩაწერას, ფაქტობრივად, თანამედროვე სტანდარტით, ქვეყნის მოქალაქეობის სტატუსს უთანაბრებდა.
საგულისხმო კი ისაა, რომ ნაციონალური რესპუბლიკების მმართველობებმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს ბერიას ეს წამოწყება და იმ სამთვე-ნახევრის განმავლობაში, სანამ კრემლის შეთქმულები ბერიას ვერაგულად მოკლავდნენ, მის განხორციელებას მიჰყვნენ.
რაც შეეხება იმ საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც „ენკავედეს“ წიაღში ფუნქციონირებდა და ბერიას გარეშე ვერ იარსებებდა, მასალები ამის თაობაზე ახლახან გამომზეურდა, თანაც, ნაწილობრივ. სერგეი სპიცინი წერს: „ბერიას საქმის ძიებისას, ახალგაზრდა გამომძიებელმა ვიქტორ ბროშინმა მეტად საინტერესო შედეგები დადო, რომელიც ბერიას პროცესზე არ გაჟღერებულა და არქივში გადაიგზავნა. ხოლო ამ საქმის ფიგურანტები კი ყოველგვარი ხმაურის გარეშე დახვრიტეს ლუბიანკის სარდაფში. თავად ბროშინი 1953 წლის დეკემბერში დააწინაურეს და შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს „ენკავედეს“ ერთ-ერთ ხელმძღვანელად. თუმცა, 1954 წლის იანვარში დაუდგენელი ავადმყოფობით მოულოდნელად გარდაიცვალა, რაც იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ის გააქრეს, ანუ არასასურველი მოწმე თავიდან მოიშორეს.
ბროშინის მიერ გამოძიებულ საქმის მასალებში ფიგურირებს ქართველი პოლკოვნიკი ვარლამ ჩხეიძე, რომელიც ცენტრალურ აპარატში მუშაობდა, ბერიასთან დაახლოებული პირი იყო და სათავეში ედგა ორგანიზაციას, რომელშიც კავკასიელები შედიოდნენ. მათი 80 პროცენტი კი ქართველები იყვნენ. გამომძიებლის მიერ მოკვლეული მასალებიდან აშკარაა, რომ „ჩეკისტებისგან“ შემდგარი ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებულ, „დამრტყმელ ბითრვს“ წარმოადგენდა და „იქს“ დღისთვის უნდა უზრუნველეყო სრული მხარდაჭერა იმ ჯგუფისთვის, რომელიც ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებდა. ხელმისაწვდომ საიდუმლო მასალებში იკვეთება სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთა ბირთვი, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში მთავრობის წევრების ფუნქციები უნდა ეკისრათ. კავკასიელი „ჩეკისტები“ კი მათ ძალოვან მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ...“
ზემოაღნიშნულ მასალებში, რომლის ნაწილიც ამ ცოტა ხნის წინ განასაჯაროვეს, ასორმოცდათექვსმეტი ადამიანი ფიგურირებს და მათ მეთაურად ლავრენტი ბერიაა დასახელებული. სავარაუდოა, რომ ბერია მართლაც გეგმავდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. საამისოდ კი, თავის უწყებაში საიმედო საიდუმლო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. ზემოხსენებული ადამიანები ყოველგვარი ხმაურის გარეშე დახვრიტეს ლუბიანკაზე და მათი სახელები, თავად ბერიასა და ჩხეიძის გარდა, დღემდე იდუმალებითაა მოცული. საინტერესოა ისიც, თუ რატომ არ გამომზეურდა ეს ფაქტები ბერიას სასამართლო პროცესზე? ალბათ, იმიტომ, რომ დახვრეტილების უკან ათეული ათასობით ადამიანი იდგა. ასეთ შემთხვევაში კი, ძიება უფრო შორს უნდა წასულიყო და უფრო მეტი ფაქტები დაედო. ეს ხელს არ აძლევდათ შეთქმულებს. მათ მოკლეს ბერია. ფაქტებს კი ტაბუ დაადეს და ძალაუფლება ბანდიტურად მიიტაცეს.
скачать dle 11.3