კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორი ფანდი გამოიყენა სტალინმა ჰიტლერის წინააღმდეგ მომავალი დიდი ომის წინ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

იოსებ სტალინის პოლიტიკის ერთადერთი მიზანი საბჭოთა იმპერიის მშენებლობა და მოდერნიზება იყო. საამისოდ კი, საბჭოთა ბელადი არც საკუთარ თავს ზოგავდა და არც სხვებს. ხოლო, თუკი ამას საჭიროება მოითხოვდა, რადიკალურადაც კი ცვლიდა ხოლმე საგარეო პოლიტიკის ვექტორებს, რომ თავისი მთავარი მიზანი არ დაეზარალებინა.
პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ეგორ კოროლიოვი წერს: „სტალინი რომ დიდი პოლიტიკოსი იყო, ამას წყალი არ გაუვა. მეტიც, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა მმართველი და, საერთოდ, პოლიტიკოსი, ვინც სტალინს პოლიტიკოსობაში შეედრებოდა. თვით ცბიერი და მრავალბატალიაგამოვლილი ლენინიც კი, არაფერს წარმოადგენს სტალინთან შედარებით, რომელიც ერთბაშად იყო დიდი რევოლუციონერიც, დიდი აღმშენებელიც, დიდი დიქტატორიცა და დიადი გამარჯვებულიც, რომელმაც დედამიწა, კაცობრიობა, ფაქტობრივად, განადგურებისგან იხსნა. როგორც სერიოზული ექსპერტ-ისტორიკოსები ამტკიცებენ დასავლეთსა და პოსტსაბჭოურ სივრცეში, სტალინმა კაცობრიობა ჯერ ჰიტლერული კატასტროფისგან იხსნა, შემდეგ კი – ამერიკის შეერთებული შტატების ატომური კოშმარისგან. საბჭოთა ბელადმა, პირველ შემთხვევაში, ფაშიზმი და მილიტარისტული გერმანია გაანადგურა, რომელიც ამერიკის მიერ იყო წაქეზებულ-დაფინანსებული. მეორე შემთხვეაში კი თავად ამერიკელებს დაახევინა უკან, რომლებიც ატომური ომის დაწყებას აპირებდნენ, რაც კაცობრიობის კატასტროფით დასრულდებოდა“.
რუსი პროფესორი, შესაძლოა, მეორე შემთხვევაში ოდნავ აჭარბებს, როდესაც ამბობს, რომ შეერთებული შტატები კაცობრიობის ატომურ მოსპობას აპირებდაო, თუმცა, ტრუმენს მართლაც ჰქონდა გეგმაში საბჭოეთში რამდენიმე ატომური ბომბის ჩამოგდება, მაგრამ მას ამ ზრახვებზე სტალინმა ააღებინა ხელი. პირველ რიგში, იმით, რომ ამერიკელებს დაემუქრა: თუკი ისინი ატომურ ბომბს გამოიყენებდნენ, მაშინ რამდენიმემილიონიანი წითელი არმია მთელ ევროპასა და ბრიტანეთის კუნძულებს წალეკავდა. ამის შემდეგ ტრუმენზე მოკავშირეებმა მოახდინეს ზეწოლა და ატომური დაბომბვა გადაიდო. მოგვიანებით კი, საბჭოეთმა თავად შექმნა ატომური ბომბი და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე საფუძველი გამოეცალა საბჭოეთზე ატომური შეტევისთვის. რაც შეეხება ჰიტლერიზმისგან მსოფლიოს ხსნას, ამაში სავსებით მართალია რუსი პროფესორი და მთლიანად სტალინის დამსახურება იყო ის, რომ ჰიტლერი სრულად დამარცხდა. საამისოდ კი სტალინმა მთელი თავისი გენიალური ეშმაკობა გამოიყენა... საბჭოეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის გამოუქვეყნებელ, გორბაჩოვის მიერ ტაბუირებულ მემუარებში წერდა: „1933 წელს, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, საბჭოეთ-გერმანიის პოლიტიკური ურთიერთობები რამდენიმეჯერ რადიკალურად შეიცვალა. სტალინმა პირველმა მიულოცა ჰიტლერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოეთ-გერმანიის ურთიერთობები ახლომეგობრული გახდებოდა. ჰიტლერმა იგივე პათოსით უპასუხა სტალინს მადლობის წერილში და საამისოდ პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. თუმცა, ფაშისტი დიქტატორის მთავარმა სპონსორმა, ამერიკის შეერთებული შტატებმა, დიდი ბრიტანეთის წაქეზებითა და მხარდაჭერით, ჰიტლერს აგრძნობინა, რომ საბჭოეთთან მეგობრობის შემთხვევაში, მას (ჰიტლერს) როგორც დიდი ფინანსური, ასევე ეკონომიკური პრობლემები შეექმნებოდა. ჰიტლერს კი ფული სჭირდებოდა. ქვეყანა ჰქონდა აღსადგენი და შეიარაღებულმა ძალები, ფაქტობრივად, თავიდან შესაქმნელი. ამიტომ ამერიკელებს დაჰყვა და იმის ნაცვლად, რომ საბჭოეთისკენ მეგობრული ნაბიჯები გადაედგა, რადიკალურად დაგვიპირისპირდა. გერმანულ პრესაში კი ფართო ანტისაბჭოური კამპანია გაჩაღდა. ერთ დღეს სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:
– ფაშისტური გერმანიის პრესას თუ ადევნებ თვალყურს?
– რა თქმა უნდა, კობა, – მივუგე სტალინს.
– მერე, რა აზრის ხარ?
– რა აზრის უნდა ვიყო, აშკარაა, რომ ჰიტლერი თავისი სპონსორების, ანგლო-საქსების მაამებლად გვასწორებს მიწასთან, მაგრამ ჩვენც ხომ არ ვაკლებთ და მათზე სიმართლეს ვწერთ?
– სწორედ ეს უნდათ კაპიტალისტებს, – მითხრა სტალინმა და დააყოლა, – მათი საბოლოო მიზანია ჩვენი ერთმანეთთან დატაკება. საბოლოო ჯამში კი, ორივეს მოსპობა და ჰიტლერმა ეს „ჭამა“ – მათ წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა ფიქრობს, რომ მათ გამოიყენებს და მათვე შეუტრიალდება. ეს კი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთო.
და მართლაც, სანამ ჰიტლერი თავისი ქვეყნის ეკონომიკასა და არმიას ფეხზე დააყენებდა ანგლოსაქსური ფულით, ჩვენს ლანძღვაზე უკან არ იხევდა. არც ჩვენ ვაკლებდით და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გერმანია და საბჭოეთი ვერასოდეს გამონახავდნენ საერთო ენას. ხოლო, როცა ჰიტლერი ევროპისკენ დაიძრა და პატარ-პატარა სახელმწიფოების შეჭმას მოჰყვა, ანუ – გაძლიერდა, სწორედ ამ მომენტით ისარგებლა სტალინმა, ჰიტლერთან საერთო ენის გამონახვის გზების ძიება დაიწყო და იპოვა კიდეც...“
1938 წლის მიწურულს სტალინის ფარულმა დიპლომატიამ ნაყოფი გამოიღო. ჰიტლერმა, რომელსაც ევროპის დაპყრობა ჰქონდა განზრახული, სტალინთან ახლო კავშირები ნომერ პირველ პოლიტიკურ პრიორიტეტად მიიჩნია და ანგლო-საქსების გულის გასახეთქად, უკვე სტალინს „ჩამოართვა ხელი“. ფაშისტურ პრესაში საბჭოეთის ლანძღვა შეწყდა. იგივე მოხდა საბჭოთა პრესაშიც. მეტიც, სტალინის განკარგულებით, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ხოტბა-დიდებას ასხამდა ნაციონალ-სოციალისტ ჰიტლერს, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა გერმანია. რუსულ და გერმანულ ენებზე გამოიცა ფაშისტი ფიურერის წიგნი – „ჩემი ბრძოლა“, რომლებიც თავისუფლად იყიდებოდა მაღაზიებში. ხოლო ფაშისტი ოფიცრები და განსაკუთრებით კი, მათი პილოტები, სტაჟირებას გადიოდნენ საბჭოეთში. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ თითქოს  საბჭოეთი და გერმანია ერთიანი სახელმწიფოები გახდნენ, რომლებიც კაპიტალისტური ევროპისა და შემდგომ კი, მსოფლიოს წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. სინამდვილეში კი, ეს იყო სტალინის მორიგი პოლიტიკური ფანდი და საბჭოთა ბელადი ინტენსიურად ემზადებოდა ჰიტლერის გასანადგურებლად იმ დიდ ომში, რომელიც გარდაუვალი იყო.
скачать dle 11.3