კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ჭეშმარიტი სარწმუნოება

შემრიგებელი
ერთი კეთილმსახური ბერი მივიდა უცხო უდაბნოში მოკლე დროებით; იქ მან ვერ იშოვა საკუთარი სენაკი და არ იცოდა, სად დამდგარიყო. იმ დროს ერთ იქაურ ბერს ჰქონდა ცარიელი ქოხი და ათხოვა სტუმარ ბერს. პირველად ისინი ძმური სიყვარულით ეპყრობოდნენ ერთიმეორეს, მაგრამ მათი სიყვარული მალე დაირღვა. მახლობლად მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ სტუმარი ბერის მოძღვრება ძლიერ საყურადღებოა და ყველანი მასთან მიდიოდნენ და მიჰქონდათ, ვისაც რა შეეძლო, მასპინძელ ბერს შეშურდა მისი დიდება და თქვა: „მე აქ დიდი ხანია, ვცხოვრობ, ვლოცულობ, ვმარხულობ და აქამდე ჩემთან არავინ მოსულა, ხოლო ეს რამდენიმე დღეა, რაც აქ არის და მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად ყველანი მოდიან“; მერე დაუწყო ყვედრება და ბოროტად ხსენება ბერს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ნამეტან გულჯავრმორეულმა გაგზავნა თავისი მოწაფე სტუმართან და შეუთვალა, რომ ის გამოვიდეს სენაკიდან და სადაც უნდა წავიდეს. კეთილმოქმედმა მოწაფემ, როცა სტუმართან მივიდა, ნაცვლად იმისა, რომ გამოეცხადებინა მოძღვრის ნება, თაყვანი სცა და უთხრა მას: „მოძღვარმა მიბრძანა, გავიგო, როგორ მშვიდობით ხარ?“ ბერმა მიუგო: „უთხარი შენს მოძღვარს, რომ ცოტა ავად ვარ და ილოცოს ჩემთვის“. მოწაფე დაბრუნდა მოძღვართან და უთხრა: „ბერმა იშოვა სხვა სენაკი და მალე დაგიცლის შენს ქოხს“. გავიდა რამდენიმე ხანი და ბერმა გაგზავნა თავისი მოწაფე და შეუთვალა სტუმარს, რომ თუ ის ნებით არ წავა, თვითონ მივა მასთან და ჯოხის ცემით გამოაგდებს. მაგრამ აი, რა უთხრა მოწაფემ სტუმარს: „მოძღვარმა, რაკი გაიგო შენი ავადმყოფობა, კიდევ გამომაგზავნა შენდა სანახავად“. სტუმარმა ბერმა მიუგო: „უთხარი შენს მოძღვარს, რომ მე მისი ლოცვით განვიკურნე“. მოწაფე დაბრუნდა მოძღვართან და უთხრა: „ერთი კვირის ვადა გთხოვა და მერე წავაო“.
ერთი კვირაც გავიდა, ბერი მოთმინებიდან გამოვიდა, აიღო ჯოხი ხელში და გასწია სტუმრის განსაძევებლად. მაშინ მოწაფემ გაასწრო, მივიდა სტუმართან და უთხრა: „მე მოვდივარ შენთან, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, შენ ნუ ირჯები ჩემთვის“. ამ სიტყვებმა მასპინძელი ბერი გააკვირვა, გააგდო მან ჯოხი, მივიდა და ეამბორა მას. მერე წაიყვანა თავის სენაკში და გაუმასპინძლდა, რითაც ღმერთმა შეაძლებინა. როცა სტუმარი გააცილა, ბერმა ჰკითხა თავის მოწაფეს: „ეუბნებოდი შენ სტუმარს ჩემს ნაბრძანებს?“ – არა, მიუგო მოწაფემ. ბერს ეს ძლიერ გაუხარდა და, მიხვდა, რა, რომ მისი სიძულვილი იყო ეშმაკის მანქანებით, დავარდა მოწაფის წინ და უთხრა: „დღეიდან შენ იქნები ჩემი მამა და მე – შენი მოწაფე, ვინაიდან მხოლოდ შენმა საქციელმა იხსნა სულნი ჩვენ ორთავენისი“. აი, სამოძღვრებელი მაგალითი იმათთვის, რომელთაც უყვართ სახლიდან სახლად ამბის გადატან-გამოტანა. ქრისტიანენო, თუ დაინახოთ ორი ურთიერთშორის მოჩხუბარი, იხმარეთ ყოველი ღონისძიება, რომ შეარიგოთ ისინი. ამ მაცხოვნებელი საქმით თქვენ გამოიხსნით დაღუპვისაგან გზააბნეულთა და თვით თქვენ კეთილ საქმეებს შესძენთ უმთავრეს სიკეთეს.
„მშვიდობით იყვენით ურთიერთ არს“  (მარკ. 9,50).
ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ, იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მათ. 5,9).

როგორ პასუხობენ ადამიანები ზეციურ მოწოდებაზე
„... მოწვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა“ (მთ. 22.14).
ეს რამდენიმე სიტყვა, სახარებისეული იგავიდან მოყვანილი, ნუთუ არ მიგვიძღვის სევდისა და შეცბუნებისაკენ? უფალი ამბობს, რომ მრავალთაგან მცირედნი არიან რჩეულნი, ღირსქმნილნი ზეციური ნეტარებისა.
მაცხოვრის თქმით, ზეციური მამის მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მეტი იყოს მოწვეული ნეტარ ბერობაზე. ამიტომაც გამუდმებით უხმობს თავის მონებს სასუფეველში. მაგრამ ადამიანებს თვითონვე არ სურთ, გამოეხმაურონ მის მოწოდებას. ზოგი თავის მინდორში გადის სამუშაოდ, ზოგი – სავაჭროდ, ზოგიც – სხვა ყოფა-ცხოვრებით საზრუნავს გამოსდევნებია. სამყაროს დასაბამიდანვე გრძელდება ეს ზეციური ხმობა მრავალგვარი სახით. მაგრამ ადამიანები უმეტესად ყრუნი რჩებიან ამ ხმობის მიმართ: ისე იქცევიან, თითქოს ვეღარც კი ამჩნევენ ციურ მოციქულობას, არ ისმენენ მისას ან თავს იმართლებენ, რომ დრო არა აქვთ ამისათვის, ხელს უშლით საქმე, საზრუნავი: ზოგს –მამული, ზოგს – სავაჭრო და სხვა. ასეთი უყურადღებობა ადასტურებს იმას, რომ მრავალს უფრო მიწიერი სურს, ვიდრე – ზეციური.
ქრისტიანო! განმარტოვდი, ჩაუღრმავდი შენს სულს და მიაყურადე, რისთვის წუხს, რას ეძებს, რითია დაკავებული. ის გეტყვის, რომ არაფერი მიწიერი მას არ ახარებს და არ გვრის  სრულ ბედნიერებას. ხოლო სრული ბედნიერება ეს სხვა, უმაღლესი სამყაროა, რის მიმართაცაა მოწოდებული სული, რის შესახებაც უნდა ფიქრობდეს და ისწრაფვოდეს იგი, რამეთუ ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, სული მოვალეა იხმოს ის ნეტარება, რომელიც ცაშია მისთვის აღთქმული.
მაშ, ძმაო, ისწრაფე ზეციერი მამისკენ, დაე, ირიცხებოდე არა მხოლოდ წოდებულთა, არამედ რჩეულთა სათვალავში. ამინ!

скачать dle 11.3