კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 პირადი ურთიერთობები

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ამბობენ, რომ მამაკაცებს შორის მეგობრობისთვის საკმარისია საერთო ინტერესები,  ქალები კი, მეგობრობას, ძირითადად, პირად ურთიერთობებზე აგებენ.  ფაქტია, რომ მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად უყურებენ მეგობრობას.
მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს განსხვავებები:
* მამაკაცებს შორის ურთიერთობა ჩნდება და ვითარდება საერთო საქმიანობის, ინტერესებისა და გატაცებების ნიადაგზე. ისინი ჯერ ფიქრობენ, ამოწმებენ პარტნიორს და მერე იწყებენ მეგობრობას.
ქალებს შორის კი, ურთიერთობა ჩნდება და ვითარდება ემოციური სიახლოვის, ურთიერთმხარდაჭერის ნიადაგზე.
*  მამაკაცების მეგობრულ ურთიერთობებში უფრო ნაკლებია სულიერი და ემოციური სიახლოვე, ვიდრე ქალებს შორის.
*  მეგობრული ურთიერთობები მამაკაცებს შორის ისეთი სუსტი არ არის, როგორც ურთიერთობები მეგობარ ქალებს შორის. მამაკაცს შეუძლია, ურთიერთობებში ხანგრძლივი შესვენებების დროსაც კი ჩათვალოს ადამიანი მეგობრად.
*  ქალებს ემოციური სიახლოვე და დამოკიდებულება აქვთ მათთან, ვისაც მეგობრად მიიჩნევენ.
*  მამაკაცები ხშირად რჩებიან მეგობრებად ჩხუბისა და კამათის შემდეგ, ქალები კი, ასეთ შემთხვევაში, გაცილებით ხშირად წყვეტენ ურთიერთობებს, თანაც რადიკალურად იცვლებიან ყოფილი მეგობრების მიმართ.
* ქალებს ძალიან სჭირდებათ ხშირი ურთიერთობა მათთან, ვისაც მეგობრებად მიიჩნევენ.
* მამაკაცები უფრო ხშირად აბრაზებენ მეგობრებს, ხუმრობით დასცინიან მათ  და ამას უწყინარ გართობად მიიჩნევენ.
ქალები კი, ცდილობენ, ხუმრობითაც არ დასცინონ მეგობრებს, რათა არ აწყენინონ. ამ საკითხში მკვეთრი გენდერული განსხვავებაა.
* მამაკაცებს ურთიერთობა დიდ კომპანიებში მოსწონთ, ისინი ერთად უფრო მხიარულად გრძნობენ თავს. ქალებს კი, ურჩევნიათ, სადმე, მყუდრო  ადგილას წასვლა ერთ კარგ მეგობართან ერთად.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისებურებანი ეხება ყველა ქალსა და მამაკაცს. ეს უფრო საერთო ტენდენციებია. როგორიც უნდა იყოს თქვენი ურთიერთობები მეგობართან, მთავარია, გაერკვეთ, რას ეძებთ პოზიტიურს მეგობრობაში,  თანაც, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ქალი და ღალატი

ქალის ფსიქიკა სამ პრონციპზეა დამყარებული. როცა ამ პრინციპებიდან ერთი მაინც დარღვეულია, ქალი მამაკაცს ღალატობს ან მომავალში უღალატებს, როგორც კი ამისი შანსი მიეცემა. კაცმა შეიძლება არც იცოდეს და კიდევ მრავალი წელი ვერც გაიგოს, რატომ მიატოვეს.
კაცები კი ფიქრობენ, რომ ქალის მოთხოვნები მრავალფეროვანია, მაგრამ მათი სამ მთავარ პუნქტამდე დაყვანა შეიძლება.
თუ მამაკაცს უნდა ერთ დღესაც რქიანმა არ გაიღვიძოს და პრობლემები არ შეიქმნას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სამი მარტივი რამ, რაც ქალს მუდამ სჭირდება:
დაცვა  
ამაში არ იგულისხმება ხელჩართული ჩხუბი მისი გულისთვის. ცოლი შედარებით უწყინარი, მაგრამ უფრო დამანგრეველი რამეებისგან უნდა დაიცვათ. მაგალითად, თუ ერთად ცხოვრობთ, უნდა დაიცვათ საკუთარი დედის მრისხანებისგან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა არც თუ თვალსაჩინო. ასევე, მზად უნდა იყოთ, დაიცვათ გაბოროტებული უფროსისგან, მისცეთ ამოსუნთქვისა და უკეთესი სამსახურის პოვნის საშუალება. იდეალური იქნება, თუ მატერიალური პრობლემებისგან საერთოდ გაათავისუფლებთ. მამაკაცის ზრუნვის საგანი უნდა იყოს ქალის დაცვა ყველაფრისგან, რისიც მას ეშინია და თავად ვერ უმკლავდება. თუ ამას ვერ აძლევთ, მისი მხრიდან ღალატსაც ნუ გამორიცხავთ.  როცა მას დაცვა სჭირდებოდა,  მის გვერდით არ იყავით – განშორებისკენ პირველი ნაბიჯი თავად გადადგით.
დახმარება
ეს სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა. როცა ცოლს დახმარებაზე უარს ეუბნები, ამით ეუბნები:  არ მიყვარხარ. მაშინაც კი უნდა დაეხმარო, თუ ის  „კაცის საქმედ“  არ მიგაჩნია. დაეხმარეთ, როცა ბავშვზე ზრუნვისას იღლება,  საყიდლებზე თვითონ წადით და მძიმე ჩანთების თრევა აღარ მოუწევს; დაეხმარეთ, როცა ხედავთ, რომ სამსახურში საქმე თავზესაყრელად აქვს – დახვდით ავტომანქანით, მოუმზადეთ ვახშამი. როცა სუსტად გრძნობს თავს და არ ეხმარებით, მის თავში იბადება წყენა და გაბრაზება, სწორედ ამ დროს, შესაძლოა, ღალატიც… რას იზამთ, თავად დააშავეთ.
ინტიმური ემოციები
ქალს  ფიზიკური სიახლოვე ძალიან სჭირდება. მაგრამ ისეთი არა, როგორიც მამაკაცს. უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ესაა გაუგებრობისა და ღალატის მიზეზი. ქალისთვის უფრო ემოციაა მნიშვნელოვანი.  ის მამაკაცისგან ვნებას, სურვილს, სინაზეს, რაღაც ახალს ელოდება. მარტო ქალმა არ უნდა იკითხოს წიგნები „როგორ დავაკმაყოფილოთ და შევინარჩუნოთ მამაკაცი“. მამაკაცმაც უნდა ისწავლოს ბევრი რამ ქალთან ურთიერთობაში. ზოგადად, ურთიერთობაზე ორივემ უნდა იმუშაოს და არა  მხოლოდ ქალმა. თუ ქალი სათანადო ემოციებით არ ივსება, ამ ემოციებს ის სხვისგან მიიღებს…скачать dle 11.3