კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა რიტუალი განკურნავს ავადმყოფ ბავშვს ხახვის საშუალებით და რით გაანეიტრალებთ ეშმაკშეჩენილი მეზობლის ავ ზეგავლენას

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

საყოველთაოდ ცნობილია და ჩვენს რუბრიკაშიც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, ნივრის მაგიურ ძალას წინ ვერაფერი დაუდგება, თვით სისხლისმსმელი ვამპირებიც კი... და ახლა რატომ გავიხსენეთ ეს? – იმიტომ რომ, სადაც ნიორს ახსენებ, იქ არც ხახვი უნდა დაგავიწყდესო, ნათქვამია. გარდა იმისა, რომ ორივე შეუცვლელი პროდუქტია სამზარეულოში, არც მაგიურ ძალასა და მნიშვნელობაში ჩამოუვარდება ერთი მეორეს. შესაბამისად, ჩვენი წინაპრებიც, ნიორათან ერთად, აქტიურად იყენებდნენ ხახვის მაგიურ ძალას რიტუალებში, სახლის ნეგატიური ენერგიისგან გასაწმენდად, ჯადოსა და ავი თვალისგან დასაცავად. ამ მეტად საჭირო და საჭირბოროტო თემაზე სასაუბროდ, ისევ და ისევ, კვალიფიციურ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს, ქალბატონ ლალის მივმართეთ.    
– ხახვის შესახებ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სხვას ხელიდან ხელში არ უნდა მიაწოდო...
– ხახვის ხელიდან ხელში მიწოდებას რომ ცრემლი მოსდევს, ეს ბავშვმაც კი იცის, მაგრამ, 20-დან 21 დეკემბრის ღამეს რომ ხახვს ძალუძს გასათხოვარ გოგოს საბედო დაასიზმროს, ეს, ალბათ, ბევრმა არ უწყის...
– ჰო, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი და თუ შეიძლება, კარგად აგვიხსენით, რა არის ამისთვის საჭირო?
– ბევრი არაფერი: გასათხოვარი ქალი საბედოს ნახავს სიზმარში, თუ ხსენებულ ღამეს ბალიშის ქვეშ ხახვს დაიდებს. ეს რიტუალი თუ სასიამოვნო სიზმრის მომგვრელია, კოშმარებისა და სხვა, ღამეული შფოთვების აღსაკვეთად, ისიც საკმარისია, ზედიზედ რამდენიმე ღამით, ძილის წინ, დაწოლამდე, სასთუმალქვეშ გაფცქვენილი და შუაზე გაჭრილი ხახვი დაიდოთ. დილით კი ხახვის ორივე ნახევარი უნდა გადააგდოთ. უმჯობესია, მიწაში ჩაფლათ. ეს პროცედურა სამუდამოდ გიხსნით კოშმარებისგან.
– ვიცი, რომ ხახვი დეზინფექციის საშუალებაა შენობაში ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. ეს თვისებაა, უწმინდურ ძალასაც რომ ერევა?
– სწორედ თქვენ მიერ აღნიშნული თვისების დამსახურებაა, ალბათ, რომ ხახვს იმის გასაგებადაც კი იყენებენ, შხამიანია თუ არა სოკო. თუ მომზადებისას სოკოს კერძში ჩამატებული ხახვი გაშავდა, ესე იგი, ის მომწამლავია. ავადმყოფის გამოსაჯანმრთელებლად (გრიპისა და გაციების შემთხვევაში) კი, მის ოთახში რამდენიმე თავი გაფცქვნილი ხახვი უნდა დადოთ. თითოეული მათგანი ყოველ ორ საათში უნდა გამოცვალოთ, გამოყენებული თავი კი, აუცილებლად გადააგდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ის კერძს დაუმატოთ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ, საერთოდ არ შეიძლება, კანგაცლილი ხახვის შენახვა. მაგიური თვისებები რომ შეინარჩუნოს, ის გაფცქვნისთანავე უნდა გამოიყენოთ. ოდნავ განსხვავებულია რიტუალი, როცა ბავშვია ავად. მისი საწოლის გვერდით გაამწკრივეთ რამდენიმე გაფცქვნილი და დაჭრილი ხახვი 4 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ კი, ის აუცილებლად გადააგდეთ. ახლა, რაც შეეხება ხახვის დამცავ თვისებებს, ამისთვის, სახლის შესასვლელში უნდა დაკიდოთ ხახვის მთელი აცმა ანუ გირლანდა. ეს თქვენს საცხოვრისს მთლიანად გაწმენდს ნეგატიური ენერგიისგან. ის კი, ვინც ცუდი განზრახვით აპირებდა თქვენთან მოსვლას, ზღურბლსაც ვერ გადმოაბიჯებს.
– ბევრ ოჯახში მინახავს ფანჯრის რაფაზე, წყლიან ქილაში თავნაყარი ხახვი, მწვანე ფოჩების სიხასხასით რომ იტაცებს თვალს. ამასაც რაიმე მისტიკური დანიშნულება აქვს თუ მხოლოდ ქორფა ბოსტნეულია დიასახლისისთვის?
– ჩემს მეგობარ თინიკოსაც სულ უდგას ფანჯრის რაფაზე წყლით სავსე ქილა, რომელშიც ხახვი იზრდება. შესაბამისად, მწვანე ხახვი ყოველთვის ხელთ აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია, ახალი, სურნელოვანი ნედლი ხახვის მწვანე ფოჩებით შეკაზმოს თუ მორთოს სალათები, ერბოკვერცხი... ახლა კი, ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავსაც გავიხსენებ. ერთხელ, როცა მე და თინიკო სამსახურის შემდეგ ჩემთან, სახლში ვისხედით და ჩაის ვსვამდით, კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. გავაღე თუ არა, ჰოლში გაცეცხლებული მეზობლის ქალი შემოვარდა. მთელი ხმით ყვიროდა, ილანძღებოდა და დაჟინებით მოითხოვდა, კართან დაგებული ფეხსაწმენდი ამეღო. თურმე, ნუ იტყვით და, როცა ბაზრიდან ბრუნდება, ფეხსაწმენდი პროდუქტების ურიკას ბორბლებში ედება და ხელს უშლის, ნორმალურად მიაგოროს ის კარამდე. როგორც იქნა, ძლივძლივობით მოვახერხეთ ორივემ, ასე თუ ისე მშვიდად გაგვესტუმრებინა მომხდური მეზობელი შინიდან. მერე კი თინიკოსაც მოვუბოდიშე და ავუხსენი: რომ ის ქალი არანორმალურია, სულ სკანდალებს აწყობს და მიზეზად, შეიძლება, ნებისმიერი რამ გამოიყენოს. მე კი ამის შემდეგ თავი მტკივა. მაშინ თინიკომ მითხრა: სამზარეულოში ხახვი გაახარეო. აღმოჩნდა, რომ თავიან ხახვს არცთუ ისე უმნიშვნელო მაგიური თვისებები აქვს. ის ასუფთავებს სივრცეს, სხეულს იცავს ავადმყოფობისა და გარეშე ძალთა საზიანო ზეგავლენისგან; სახლიდან კი განდევნის უწმინდურ სულს. შეიძლება, მეზობელ ქალს ეშმაკი ჰყავს შეჩენილი და ამიტომაც დადის ბინა-ბინა, რომ ნეგატივი იქ დატოვო, სადაც ამის საშუალებას მოიხელთებს. როცა სხვა ამაზე მძაფრად რეაგირებს, თავად შეპყრობილი თავისუფლდებაო. სწორედ ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ ხახვი ქილიდან.  
– როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
– ვთქვათ, გესტუმრათ ისეთი ვინმე, რომ არ გესიამოვნათ: სკანდალი მოაწყო ან ეჭვობთ, რომ არაგულწრფელია თქვენდამი დამოკიდებულებაში. ასეთ შემთხვევაში, ამოიღეთ წყლიდან ერთი ხახვი, გაჭერით შუაზე და სტუმრის წასვლის მერე, ხახვის ერთი ნაწილი ძველ ჩვარში შეახვიეთ, თავად კი, შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: ‘დაე, ხახვის ძალამ თან წაიღოს მისი სული, მწარე ფიქრები, ყალბი ცრემლები, უაზრო სიტყვები; რათა სხვისი უბედურების გამო, მე აღარ მეტკინოს თავი. მას სახლში არ დავტოვებ, ახლავე განვდევნი – მორჩა და გათავდა – შემდეგ ეს შეხვეული, ხახვიანი ქილიდან გადმოსხმულ წყალთან ერთად, გარეთ გაიტანეთ და სანაგვეზე მოისროლეთ. სახლში კი ქილაში ახალი ხახვი გაახარეთ. ის დღე იყო და ის დღე, სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე სულ მიდგას წყლით სავსე ხახვიანი ქილა – ანუ, სახლის მფარველი. მისი მწვანე ფოჩები ხომ მისწრებაა კერძებისთვის და ჩვენც დაცულად ვგრძნობთ თავს ოჯახში.
– სიზმარში რას ნიშნავს ხახვის ნახვა?
– გააჩნია როგორ ნახავთ. როცა სიზმარში თავგამოდებულად შრომობთ, ძალასა და ენერგიას არ იშურებთ, რომ ხახვი დათესოთ და მოსავალი მოიყვანოთ, ცხადშიც დაგიფასდებათ ამაგი და „უხვი მოსავალით“ დასაჩუქრდებით. საქმეები კარგად წაგივათ და ნებისმიერი კაპიტალდაბანდება, სოლიდურ მოგებას მოგიტანთ. მაგრამ, თუ ამ დროს მწარედ იტირებთ, რეალურ ცხოვრებაში მიღწეული წარმატება სულ საპირისპიროდ შებრუნდება და ყველაფერი კრახით დასრულდება. მსხვილთავიანი ხახვის გირლანდა სიზმარში სასიკეთო ცვლილებებს ნიშნავს, რასაც სულ მალე უნდა ელოდოთ. ზოგადად კი, სიზმარში ხახვის ნახვა, ცხადში დიდი ხნის წინ დაკარგული, იმ ნივთების პოვნას მოასწავებს, დღემდე რომ განიცდიდით მათ უქონლობას. ეს შეიძლება, იყოს: ფული, ფასიანი ქაღალდები ან ოქრო, რაც თავად საგულდაგულოდ შეინახეთ საიმედო ადგილას და შემდეგ დაგავიწყდათ. ასევე, სიზმარში თუ ხახვმა აგატირათ – მალე ნათესავს წაეჩხუბებით. ხოლო, თუ ამ ბოსტნეულს იყიდით – მძიმედ სნეული მეგობარი უკეთ გახდება.  
скачать dle 11.3