კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ უმზადებს რუსეთი სომხეთს ზღვაზე გასასვლელს აფხაზეთის სახით და რატომ დაემთხვა სომხეთში აქციები ამერიკის მიერ სირიაში იერიშის დაწყებას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სომხეთში მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა, ათი წლის ნაპრეზიდენტალ სერჟ სარგისიანის პრემიერ-მინისტრად გადაბარგებას იმდენად მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა ერევანში, რომ სარგისიანი გაიწირა (ჯერჯერობით მხოლოდ სკამიდან). მეორე მხრივ, საეჭვოდ დუმს მოსკოვიც და არც დასავლეთი უხვსიტყვიანობს. თუმცა, პირველის დუმილი გასაგებია, თავი იმაზე მეტად აქვს ქუდში სომხეთში, ვიდრე ჩვენთან. მეორე მხრივ, სწორედ რუსეთთან გარიგების გამო ვერ იღებს სომხეთი მონაწილეობას რეგიონულ საერთაშორისო პროექტებში (რუსეთთან გარიგების ნაწილია თვითგამოცხადებული ყარაბაღი, რითაც რფ-ის სომხეთიც და აზერბაიჯანიც დაბმული ჰყავს ერთი ძალიან მოკლე, მეორე – შედარებით გრძელი სეპარატისტული საბელით). მართალია, ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, სომხეთიც დაადგება დასავლურ გზას: არის თუ არა ჩვენთვის ხელსაყრელი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირება და სომხეთის დასავლურ რელსებზე გადასვლა? ამ საკითხს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
ზაალ კასრელიშვილი:
სომხეთში მიმდინარე პროცესები რეგიონში მიმდინარე პროცესებს შორის ერთ-ერთი მთავარია, იმას გარდა, რასაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშავებს რუსეთი. გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო, ვვარაუდობდით, რომ სომხეთში ვითარება გართულდებოდა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გართულდეს, სცადეს მიხეილ სააკაშვილის კარტის გათამაშება სომხეთში, თუმცა პოლიტიკური როქი არ გამოვიდა. სომხეთის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა პრორუსულია და ბუნებრივი იყო, რომ, როდესაც დასავლეთმა სანქციების ქვეშ მოაქცია რუსეთი და სირიაში უკვე მესამედ დაუპირისპირდა ფიზიკურად, სომხეთში გააქტიურდებოდნენ პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები.
– რატომ გამოარჩია ასე მოსკოვმა სარგისიანი და უნდოდა, რომ მისთვის გაენაღდებინა სამუდამო მმართველობა?
– რუსეთისთვის ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმიტომ რომ მან, თავისი მმართველობის ათი წლის განმავლობაში, სომხეთში არსებული ყველა სტრატეგიული ობიექტი ასტრონომიულ ფასად მიჰყიდა რუსულ ბიზნესს. და დღეს სომხეთში არ არსებობს არც ერთი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც არ არის რუსეთის რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება და ეს რუსეთს აძლევს იურიდიულ საფუძველს, რომ, თუ სომხეთის მოსახლეობა გადაწყვეტს რუსული გავლენიდან გამოსვლას, დაიცვას სომხეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლება, ანუ ექნება სამხედრო ჩარევის საფუძველი. თითქმის ყველაფერი რუსეთის საკუთრებაა: სომხეთის რკინიგზა, წყალი, გაზი, ცემენტის საბადო და სხვა და თუ არ ვცდები, ატომური ელექტროსადგურიც.
– მაგრამ ძალიან მარტივად მიიღო მოსკოვმა საბაჟო და ევრაზიული კავშირების წევრი სომხეთის ევროასოცირება, მაშინ, როდესაც იმავეს უკრაინაში ვხედავთ, რაც მოჰყვა.
– სწორედ მანდ შეიძლება, იყოს დამარხული ძაღლის თავი: სანამ სირიაზე მიიტანდა იერიშს ანგლო-ამერიკულ-ფრანგული კოალიცია, რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც, შეიძლება, ითქვას, იყო ევროკავშირისკენ წინ გადადგმული და ევრაზიული და საბაჟო კავშირებიდან უკან გადადგმული ნაბიჯი. არ გამოვრიცხავთ, რომ ამას გამოეწვია ამ დაპირისპირების პროვოცირება. სომხეთში პროდასავლური ძალების გააქტიურება, ვფიქრობთ, ეს ევროპული და ამერიკული სომხური ლობების გააქტიურების შედეგიცაა. ჩვენ ვშიშობდით, აზერბაიჯანს არ დაეშვა საბედისწერო შეცდომა.
– არ დაეწყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ყარაბაღში?
– დიახ, მაგრამ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური გონიერება გამოიყენა და ეს არ გააკეთა.
– სომხური გამოანთქვამია ასეთი, მე ეს მოვისმინე პრეზიდენტ ქოჩარიანისგან, მეზობელს ძროხა მოუკვდა, წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნოო. მას შემდეგ მაქვს კულტურული შოკი. აი, ამ პათოსით დავსვამ კითხვას: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ რომ შეუცვლელები ვართ საერთაშორისო პროექტებში. არის კი ხელსაყრელი ჩვენთვის სომხეთის გამოსვლა რუსული გავლენისგან და მისი იზოლაციის დასრულება?
– ამ სომხურ ანდაზას ქართულ ანდაზას შევაგებებ, უფრო ძველსა და კავკასიურს, იმიტომ რომ ჩვენ კავკასიაში აბორიგენები ვართ,  ჩვენს ჩრდილო კავკასიელ ძმებთან ერთად: შორეულ ნათესავს კარის მეზობელი გერჩივნოსო. ქართველი ასე ამბობს. ამ ორ ანდაზას შორის განსახვება არის მენტალური, ანუ აჩვენებს განსხვავებას აბორიგენ კავკასიელებსა და კავკასიაში მოსულ ხალხებს შორის. სწორედ ამიტომაა, რომ მათ ადაპტაცია ვერ გაიარეს და, ამდენად, ყოველთვის კავკასიის გარეთ ეძებდნენ მოკავშირეებს კავკასიელების წანააღმდეგ. ჩვენ უპირატესნი ვართ რეგიონში და ავხსნი, რატომ: თუ სომხეთში პროდასავლური ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ მათ, უპირველესად, საქართველოსთან უნდა დაამყარონ სერიოზული მეზობლური და პატრნიორული ურთიერთობები უკვე არა, როგორც კავკასიელმა მეზობლებმა, არამედ, როგორც ევროკავშირის პარტნიორებმა და სულ სხვა ხარისხში უნდა აიყვანონ ჩვენთან ურთიერთობა, თუნდაც, იმიტომ რომ მათი სავაჭრო და ეკონომიკური გზები გადის საქართველოზე და, თუ საქართველოში, როგორც კავკასიის ჰაბში, არ მოიყარა თავი მთელი მსოფლიოს კულტურულმა და ეკონომიკურმა სიახლეებმა და ტექნოლოგიებმა, სომხეთამდეც ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, თუ სომხეთში დარჩა პრორუსული ორიენტაციის ძალები, ისინი ისევე გააგრძელებენ მართვას, როგორც მართავდნენ წლების განმავლობაში, იქნებიან დაპირისპირებულები აზერბაიჯანთან და იძულებულები, რომ ითანამშრომლონ საქართველოსთან, რადგან ორ მეზობელთან ერთდროულად კონფლიქტი მას მოაქცევს სრულ იზოლაციაში, მით უმეტეს, რომ მესამე მეზობელ თურქეთთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ გვემუქრება, მეტსაც გეტყვით, თუ თვითონ არ გვთხოვეს რამე ოფიციალურად, არ უნდა ჩავერიოთ და თუ გვთხოვეს ოფიციალურად, ესეც უნდა შევათანხმოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
– უკონფლიქტო სამხრეთ კავკასია იდეალური სურათია, მაგრამ არის კი შესაძლებელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის პრობლემის გონივრულად გადაწყვეტა?
– გარწმუნებთ და თქვენს მკითხველსაც ვარწმუნებ, არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემის მოგვარების გონივრული გზა, ოღონდ ამ გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველომ და დიალოგი უნდა შედგეს თბილისში. თუკი ჩვენ ამ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე მოგვცემს მედიატორის მანდატს, შეგვიძლია, ეს მოვაგვაროთ საკმაოდ ეფექტიანად. მეტიც, ჩვენ მედიატორის როლი კონფლიქტების მოგვარებაში უნდა შევთავაზოთ სომხებსა და აზერბაიჯანელებს; ინგუშებსა და ჩრდილო ოსებს, გაეროსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. რომ ჩვენ მზად ვართ, კავკასიაში გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად ვიკისროთ მედიატორის როლი და თქვენ იმავე მანდატს განიჭებთ სოხუმსა და ცხინვალში.
– მაგრამ აქ ერთი წინააღმდეგობაა: ჩვენი კონფლიქტები ვერ მოგვიგვარებია და იმავეს სხვებს როგორ მოვუგვარებთ?
– ჩვენ ამ ჟესტით კიდევ ერთხელ ვაჩვენებდით მსოფლიოს, რომ შეგვიძლია და მზად ვართ, მოვაგვაროთ ჩვენი კონფლიქტი, მაგრამ რუსეთს არ უნდა ამ კონფლიქტის მოგვარება და რომ არ გართულდეს მდგომარეობა, ამიტომ ამ თემას ვანდობთ სხვებს, სამაგიეროდ, ჩვენს თავზე ვიღებთ კავკასიაში არსებული სხვა კონფლიქტების მოგვარებას. მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან ჩვენი მთავარი დღის წესრიგია ეკონომიკის მოდერნიზაცია. ეკონომიკური სასწაული უნდა მოვახდინოთ, იმიტომ რომ ორიოდე წლის შემდეგ პროცესები გართულდება და ძალიან ცუდ ფორმას მიიღებს. მომავალი ორი წელი, გლობალური და ჩვენს სასიცოცხლო გარემოში მიმდინარე პროცესების გამო, ჩვენ სასარგებლოდაა და ეს უნდა გამოვიყენოთ. თუ შევძელით, ამის მერე სულ საჩვენოდ იტრიალებს პროცესები. ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთს აღმოსავლეთიდან გამოაქვს კაპიტალი და დასავლეთისთვის აღმოსავლეთთან ურთიერთობის ყველაზე ახლო ფორპოსტი და მისთვის მორალურად და მენტალურად მისაღები ქვეყანა მხოლოდ საქართველოა. ამის გამოუყენებლობა არის დანაშაული, ისევე, როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა გამოიყენა მაშინდელი დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
დიალოგამდე, როგორც მინიმუმ, ისტორიკოსების ერთი კონფერენცია მაინც უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, ერთიც – ევროკავშირის კედლებში და უნდა შევთანხმდეთ, საიდან ვიწყებთ სახელმწიფოებრიობის ათვლას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის: 1918 თუ 1990 წლიდან. და იმისდა მიხედვით, საიდანაც ვიწყებთ, უნდა გადაწყდეს ესა თუ ის პრობლემა და დადგინდეს მტყუან-მართალი. აი, ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ გარიგებაზე. ამაზეა სამუშაო. ჩვენ ვიცით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ყველაფერს ვერ მოგიყვებით, რომ დროზე ადრე არ გადმოვყაროთ ჩვერი კოზირები. მოუგვარებელი არაფერია, გააჩნია, ჩვენ რა გვინდა და რას ელის ჩვენგან საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა და გავუგზავნეთ, თუმცა ის დაიკარგა, არავინ შეგვეხმიანა, მაგრამ პრემიერმა თქვა, რომ, თურმე, შეუმუშავებიათ კონფლიქტების მოგვარების პროგრამა, რომელიც ჩვენი პროგრამის ძალიან მშრალი ვარიანტია. ჩვენი უფრო კონკრეტული იყო, მასშტაბურიც და ოსებთან და აფხაზებთან შეთანხმებულიც. თუმცა ჩვენ არავის ვუხსენებივართ.
– სომხეთის ჩართვა საერთაშორისო პროექტებში, რომელიც გადის სამხრეთ კავკასიაზე, ხომ არ გამოიწვევს ჩვენი როლის შესუსტებას? ანუ რა მინუსები და პლუსები აქვს ჩვენთვის სომხეთის რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენასა ან მის გაევროპულებას?
– სომხეთი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება ჩვენი ინტელექტუალური, რელიგიური და გეოპოლიტიკური უპირატესობის გამო. მეორე – სომხეთი ჩვენი კონკურენტი ვერასდროს იქნება იმიტომ, რომ ის კავკასიაში ასრულებს რუსეთის ჟანდარმის როლს და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს მიუღებელია და მესამე – სომხეთს არ აქვს ზღვა.
– მაგრამ რუსეთი აძლიერებს სომხურ მოსახლეობას აფხაზეთში. უმზადებს ზღვას?
– ასეთი ტიპის გარიგება ნამდვილად შეიძლება, არსებობდეს, იმიტომ რომ სომხებს პრივილეგიურ მდგომარეობას უქმნიან აფხაზეთში, აფხაზი ეთნოსის შევიწროების, დამცირებისა და ფიზიკური გადაგვარების ხარჯზე უნდათ სომხეთის გაძლიერება აფხაზეთში. ამას ძალიან სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენს გზაზე უნდა გაიაროს სომხეთმა და წლებია, ჩვენ ძალიან კორექტულად ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან, სომხებით დასახლებულ რაიონებში ბევრი ცუდი რამ იკადრეს. ბოლოს და ბოლოს, რუსები 2008 წელს გუიმრიდან გვესროდნენ რაკეტებს. მაგრამ ჩვენ მაინც ღირსეულად ვიქცევით და არასდროს გამოვსულვართ მხარედ სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირებაში. ყოველთვის ვიყავით სიმართლის მხარეს, რომ ეს კონფლიქტი პროვოცირებულია გარედან. თუ გაიგებენ, გაიგებენ, თუ არადა, საქართველოს მოთმინების ფიალაც სავსეა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს აქვს მექანიზმები, თავისი თამაში წამოიწყოს რეგიონში და ბევრის სახელმწიფო ინტერესს შეუქმნას პრობლემა. ამიტომ ყველა იყოს ფრთხილად, მიხვდნენ საქართველოს ფასსა და მის ისტორიულ მნიშვნელობას. რაც დროზე გახდებიან ჩვენი მეზობლები დემოკრატიულები, მით უკეთესია სამომავლო ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ კავკასიაში.
– რეალურია სომხეთიდან რუსული ბაზების გასვლა? რუსეთისთვის ეს ნიშნავს კავკასიის დაკარგვას და კავკასიაში „ნატოსთან“ უშუალო საზღვარს.
– სომხეთის ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში გამოვრიცხავთ რუსული ბაზების გაყვანას, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ირანს დასავლეთის წინააღმდეგ სამხედრო პარტნირობასა და თანამშრომლობას სთავაზობს. თანაც, რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა ორმაგად სჭირდება: მაშინაც, თუკი იპარტნიორებს ირანთან, რომ დაეხმაროს და იმისთვისაც, რომ ირანი ზედმეტად არ გაძლიერდეს და სომხეთი არ მოექცეს მისი გავლენის ქვეშ. ვიცით, რომ სომხეთი ყოველთვის იყო სპარსეთის გავლენის ქვეშ და მონოფიზიტებიც სწორედ მათი გავლენით გახდნენ. ამდენად, ჩვენ არ გვგონია, რომ რუსულ ბაზებს გაიყვანენ, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მსოფლიომ ნახა, თუ რამდენი ადამიანი აპროტესტებს სომხეთში რუსეთის გავლენას და ითხოვს პრორუსი ხელისუფლების შეცვლას, არის დასასრულის დასაწყისი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სომხური ლობების აქტიურობაზე.
скачать dle 11.3