კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 თადარიგიანები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ კარგად დაცდილი ურთიერთმუქარა

მაშინ, როდესაც ჩრდილო კორეამ და აშშ-მა ერთმანეთისკენ სავალი ბილიკები არათუ მოძებნეს, კიდეც გატკეპნეს (იმას გარდა, რომ რფ-მ ერთი ცოტათი ტვინგადაბრუნებული მოკავშირე დაკარგა), აშშ-სა და ირანს შორის დაეკიდა ბეწვზე სულ ახლახან გადებული ხიდი.
კერძოდ, თეირანში განაცხადეს, რომ თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გავა და სანქციებს კვლავ არ გაყინავს, კიდევ უფრო გაცხოველებით აღადგენენ ბირთვულ პროგრამას.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გავა ზემონახსენები ბირთვული შეთანხმებიდან, თუ ის არ შეიცვლება (ცვლილებები ევროკავშირთან ერთად შემუშავდა), თუმცა ეროპელები ერთხმად აცხადებენ, რომ ირანი პირნათელი პარტნიორია. ასე რომ, ყველაფერი 12 მაისს გაირკვევა, ვინაიდან სწორედ იმ დღეს უნდა გადაწყვიტოს თეთრმა სახლმა, კვლავ გაუყინავს ირანს სანქციებს თუ გაუცხელებს.
ცხადია, ირანმაც თადარიგი დაიჭირა და ამიტომაც იმუქრება (ისეთ ზომებს მივიღებთ, რომლებიც ძალიან უსიამოვნო იქნება ამერიკისთვისო).
მუქარას შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა, რომ პრობლემა მხოლოდ სანქციები არ არის (იცით, რომ ირანი რფ-სა და სირიის მოკავშირეა), თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ  საქმე უფრო მარტივადაც იყოს და დაპირისპირებულ მხარეებს ურთიერთმუქარა, უბრალოდ, კარგად, ანუ „ჰეფი ენდად“ ჰქონდეთ დაცდილი.
скачать dle 11.3