კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რევოლუცია სომხურად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

უნდათ, მაგრამ ეშინიათ?!

​რაკი სხვებით აღტაცება ჩვენი სისუსტეა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გვეძლევა საკუთარი თავის დაკნინების საბაბი (მადლობა ღმერთს, ყველანი ასე არ ვართ, ჯვარი გვწერია, მაგრამ ასეთებიც უხვად გვყვანან), ბუნებრივია, რომ სომხეთში არეულობამ ამჯერად სომეხი ერის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკის იშტაზე მოგვიყვანა, პათოსით, მათ სურთ რუსეთისგან თავის დაღწევა და კიდეც დააღწევენო  (და, ცხადია, არც კი გახსენებიათ, რომ ყარაბაღი მხოლოდ რუსული პატრონაჟითაა მათი და გიუმრიში ისეთი გასისინებული სამხედრო ბაზა აქვს რუსეთს, შენი მოწონებული), კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ხალხის ნება გადამწყვეტია (რაკი სერჟ სარგისიანი პრემიერმინისტრობიდან გადადგა), ხოლო ნიკოლ ფაშინიანი (გამოსვლების სულისჩამდგმელი) უანგარო რევოლუციონერად შეირაცხა.
მაგრამ, სანამ ჩვენ ვზეიმობდით და ცოტათი კიდეც გვშურდა (რაკი ასეთი უანგარო პოლიტიკოსი ვიხილეთ სომხურ პოლიტიკურ ველზე), ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე (სარგისიანის გადადგომის შემდეგ) ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: თუ ჩემს ხალხს ჩემი პრემიერმინისტრად ხილვა სურს, მის ნებას დავყვებიო; ეს ჩვენი გადატრიალება-გადმოტრიალება ჩვენი შიდა საქმეა და გეოპოლიტიკური კონტექსტის ძიებით თავს ნუ დაიღლითო;  რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანიაო; ევროკავშირთან გვინდა, ოღონდ არამც და არამც რუსეთის ინტერესების ხარჯზეო.
ამის პარალელურად, სომხეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმაც დაუკრეს კვერი, აღნიშნეს რა, რომ პუტინის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პოლიტიკოსებს, ანუ მმართველ პარტიას ვერჩითო.
ამთავითვე ნათელია, რომ სომხებმა თავიანთი საქმისა უკეთ იციან, ოღონდ აი, ის კი საკითხავია: სომხეთის ამბების გარჩევასა და თვითგვემას, ჩვენ რომ იმაზე გვეფიქრა, როგორ შეიძლებოდა, გვეხეირა შექმნილი ვითარებით ან რა საფრთხეები გვექმნება, ვითომ გვარიშვილობა ჩამოგვერთმეოდა?!
скачать dle 11.3