კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 საერთაშორისო პოლიტიკა ოჯახის ჩრდილქვეშ

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ გამოსწორებული


მას შემდეგ, რაც დასავლეთმა, უფრო ზუსტად, ანგლოამერიკელებმა და ფრანგებმა საჰაერო იერიში მიიტანეს სირიაზე (რითაც ალიყური გააწნეს მის მოკავშირე რფ-ს, თორემ, სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, დიდი ვერაფერით ჰქმნეს), ჩრდილო კორეის ლიდერმა, ანუ თვით კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის კარი ღიაა აშშ-ელი ინსპექტორებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ბირთვული პოლიგონის შესამოწმებლად.
რაკი ეს ინფორმაცია სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა, წესითა და რიგით, ასეც უნდა იყოს. და იმავე წყაროს ცნობით, ეს დიადი გადაწყვეტილება კორეის ლიდერს CIA-ს დირექტორ მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დროს მიუღია და იქვე დაუძენია, რომ პოლიგონი საერთოდაც შეაჩერებს მუშაობას, თუკი ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ  დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.
ჰოდა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ დატკბობამდე ზემოხსენებული ორი ბ-ნი ერთმანეთს ბირთვული ღილაკების სიდიდეს ახარბებდნენ (თუ ვისი ჯობდა) და დავამატებთ, რომ ტრამპისა და პუტინის შორისაც ჩაირბინა დიდმა შავმა კატამ, არაა გამორიცხული, დონალდი და ვლადიმირიც ჩატკბნენ, რადგან ამ საერთაშორისო პოლიტიკაშიც ასე ყოფილა: ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო.
скачать dle 11.3