კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 დაიგვიანა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ყველაფერი დასწრებაზეა

თუმცა ჩვენი პრეზიდენტყოფილი ამჟამად ნორვეგიაშია და შეიძლება, ითქვას, ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას (თუმცა კვლავ რჩება ამ ჩვენი „რუსთავი 2-ის“ საყვარელ რესპონდენტად), მაგრამ ჯერაც ვერ გაურკვევია, რომელ პარტიას ეკუთვნის (ეძგვერაძე ბარნაბასი არ იყოს), ანუ უკრაინელი პოლიტიკოსია თუ ქართველი და ვერც ის, ბოლოს და ბოლოს, უკრაინელები არიან დემოკრატიის ჩემპიონები თუ ქართველები (ეს უკანასკნელები, როგორც თავად ამბობს, სწორედ მან ამოიყვანა განუვითარებლობის ჭაობიდან, მოპარსა ულვაშები და მოხადა „ხინკალა“ ქუდები თავებიდან).
ამასობაში ამ დილემას კიდევ ერთი შტრიხიც დაემატა: კერძოდ, მ. სააკაშვილი სომხეთის ამბებშიც შორიდან ჩაერთო და ისიც კი გაგვიმხილა (ისევ და ისევ „რუსთავი 2-ის“ ეთერით), რომ სომხებმა მისი წიგნი თარგმნეს და, რაკი სწორედ ამით იხელმძღვანელეს, იმიტომაც გამოუვიდათ, რაც გამოუვიდათო (თუმცა ჯერ კაციშვილმა არ იცის, რა გამოუვიდათ ამ ჩვენს მეზობელ სომხებს). სომხეთის დიდებული მომავალიც დააანონსა და ჩასვლასაც დაჰპირდა.
მანამდე კი ჩამოსვლას ჩვენც გვპირდებოდა, ოღონდ ამასობაში, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილი დაიბრუნა.
შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკის გზებიც შეუცნობელია: სააკაშვილი იმუქრებოდა, მოვალ, მოვალო და ივანიშვილი გამოვიდა, იმას გარდა, რომ ეგ ამბავიც დასწრებაზეა.
скачать dle 11.3