კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ ეძახის კონსტანტინე კარანაძეს ტარტაროზ ბანდიტს მარინა ბერიძე და რის შემდეგ აღარ არის ის გოგონების მუსუსი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

21 წლის კონსტანტინე კარანაძე „მხოლოდ ქართულის“ საუკეთესო ათეულის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და საკუთარი ინდივიდუალიზმით ყველას მოხიბვლა შეძლო.
კონსტანტინე კარანაძე: აქამდე ქართულ სიმღერას არ ვეხებოდი ხოლმე. მისი შესრულება ძალიან რთულია, სხვანაირი ემოციაც სჭირდება და თან, მსმენელიც ძალიან კრიტიკულია. სიმართლე გითხრათ, „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, ბებიამ გამაგდო. თუ არ წახვალ, იცოდე, ხმას არ გაგცემო (იცინის). ბებიას ძალიან უყვარს ქართული სიმღერები და აქამდე მას ვუმღეროდი ხოლმე, ახლაც მხოლოდ მისი ხათრით შევეხე. მე, პირადად, არც მომღერლობაზე მაქვს პრეტენზია და არც მუსიკოსობაზე, რაც, ალბათ, ცუდია. ამიტომ, საერთოდ არ ველოდი თუ ასე მოხდებოდა. პირველად რომ მითხრეს, გადახვედიო, შოკში ვიყავი და ვერაფერი ვიგრძენი. შემდეგ და შემდეგ სიტუაცია დასერიოზულდა. ბოლოს, საუკეთესო ათეულში გამოცხადებას იმდენად არ ველოდი, რომ უკვე კულისებში ვიყავი გასული. სცენაზე რომ ამოვედი, შოკში ვიყავი და მუხლებზე დავემხე, არ მჯეროდა, რომ მეც ამ ათეულში ვიყავი.
– კრიტიკისთვის რამდენად ხარ მზად?
– კრიტიკა ძალიან მომწონს, აბა, ყველამ „ძალიან კარგია“ რომ იძახოს, რა გამოვა?! როცა კონკრეტულ შენიშვნებს მაძლევენ, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვითვალისწინებ. ამიტომ ყველას მადლობელი ვარ და ნებისმიერი არაადეკვატური კომენტარიც კი, ძალიან მახალისებს. ვიღაცამ დაწერა ჩემზე, ამას მამა მილიონერი ჰყავსო, არადა, მე ხომ ვიცი, რომ არ არის (იცინის). ტელეფონიც კი სხვას ვეთხოვე, ბებიაჩემისთვის რომ დამერეკა (იცინის). ძალიან სახალისოა და მომწონს ეს ყველაფერი. ახლა ერთადერთი, რაც მინდა, ისაა, რომ უბრალოდ, ხმა მქონდეს. როგორც წესი, არასდროს მაქვს ხოლმე (იცინის). სულ ხმამაღლა ვიცინი, ვსვამ მეგობრებთან ერთად და ღამე არასდროს ვიძინებ. მოკლედ, თუ ვტარტაროზობ, ისე ვარ, როგორც ომში უიარაღოდ მიმავალი ჯარისკაცი (იცინის). მართალია, არ ვუფრთხილდები, მაგრამ, თუ ხმა ელემენტარულ დონეზე მაინც მექნება, მაშინ „ყიყლიყო“ არ დამემართება (იცინის). სხვა მხრივ, არანაირად არ ვნერვიულობ. პირიქით, ერთი სული მაქვს, სცენაზე გავვარდე და ვიმღერო.
– მრავაფეროვანი ცხოვრება და ინტერესები გაქვს. მოდი, პროფესიით დავიწყოთ.
– ყოველთვის მსახიობობა მინდოდა და თეატრალურში ჩავაბარე, მაგრამ მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე. იქიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე გადავედი. თუმცა მუსიკაზე მეტად არაფერი მდომებია და ასეა ახლაც. შემდეგ აკადემიური ავიღე, რადგან პოლონეთში წავედი გაცვლითი პროგრამით, სადაც ინგლისურ სკოლაში ვასწავლიდი პოლონელ ბავშვებს. რეპრეზენტატორი ვიყავი და მათ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ვაცნობდი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ აქცენტს ქართულზე ვაკეთებდი. ამ ეტაპზე გიდად ვმუშაობ. მეც ვიყავი ტურისტი და მათი საჭიროებების შესახებ კარგად ვიცი, თან ამაში ენის ცოდნამაც შემიწყო ხელი. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხია გიდების მხრიდან ისტორიის დამახინჯება. ამიტომაც გადავწყვიტე, წესიერად გამეგებინებინა ჩვენთან ჩამოსული სტუმრებისთვის, ვინ ვართ და რა ისტორია გვაქვს. ფაქტობრივად, პოლონეთშიც ამას ვაკეთებდი. ამის პარალელურად, ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული.
– და უკვე, დიდი ხანია, ქუჩის მუსიკოსი ხარ.
– სამი წელია, რაც ქუჩის მუსიკოსი ვარ და ეს ყველაზე მაგარი რამაა, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია. დიდი მადლობა თემო ანდრიაძეს, რომელმაც ქუჩაში გამიყვანა (იცინის). ქუჩამ ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მომიტანა და საშუალება მომ ცა, იქ მიღებული შემოსავლით გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი.
– ცოტა სახიფათო მომენტები არ ახლავს ხოლმე?
– რამდენჯერმე მქონდა მსგავსი შემთხვევა და მიჩხუბია კიდეც. გულწრფელად ვიტყვი, ჩხუბი მიყვარს (იცინის). აფექტური და ემოციური ადამიანი ვარ. თუ ადამიანი იმ დონეზეა მისული, რომ გონება არ მოეკითხება და ჩხუბით უნდა საქმის გაჩევა თანახმა ვარ, იმიტომ, რომ ჩხუბი მეც ძალიან მსიამოვნებს, ამით სპორტულ ჟინს ვიკლავ (იცინის). უფრო მეტად ნასვამ ადამიანებთან ხდება ასე. სხვათა შორის, ქუჩაში სიმღერის დროს ძალიან ბევრი შემოთავაზება მიმიღია, ქართველებისგან თუ უცხოელებისგან, მაგრამ არაფერს დავთანხმებულვარ. ძალიან თვითკრიტიკული ვარ და სულ ვფიქრობ, რომ მზად არ ვარ. იმედი მაქვს, ეს პროექტი დამეხმარება თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანიც მოსულა მიწისქვეშა გადასასვლელში და უთქვამს: აქ რა გინდა, წამოდი ჩემთან, გადაცემაში და ასე შემდეგო, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. თუმცა, ქუჩის მუსიკოსობის გარდა, ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. მე თუ მკითხავთ, ფეხბურთს უკეთ ვთამაშობ, ვიდრე ვმღერი. სხვათა შორის, ამას ბევრი მეუბნებოდა და ადრე პელესაც მეძახდნენ (იცინის). კალათბურთიც ძალიან მიყვარს და კიდევ სპორტის ბევრი სახეობა.
– მუსიკალური მონაცემები ვისგან გამოგყვა?
– ამ კითხვაზე ცივმა ოფლმა დამასხა, ჩემი პასუხით რძალ-დედამთილს შორის შუღლი უნდა ჩამოვარდეს (იცინის). ერთადერთი მუსიკალური ადამიანი ჩვენს ოჯახში, რომელიც მღერის და ძალიან კარგად უკრავს კლავიშზე, დედაჩემია. მართალია, ამ სფეროს არ გაჰყვა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ხშირად უკრავდა და მღეროდა. ასე რომ, გენეტიკურად თუ რამე ნიჭი მაქვს, დედისგან გამომყვა. მაგრამ ნიჭს ხომ უნდა განვითარება და სწორი გზის მიცემა და ამ გზაზე, ბებიაჩემმა, ანუ „დედამთილმა“ დამაყენა (იცინის). ბებიამ მიმიყვანა „ქართულ ხმებში“, რადგან ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და ზუსტად იმიტომ მიმიყვანა, რომ ის სიმღერები მესწავლა, რომელიც მას უყვარდა, რომ მერე მისთვის მემღერა, შეკვეთებს აძლევდა ხოლმე მასწავლებელს (იცინის).
– მოდი, ცხოვრებისეულ ამბებსაც შევეხოთ. რამდენადაც ვიცი, ხიფათიანი ბიჭი ხარ.
– მარინა ბერიძე, საერთოდ, ტარტაროზ ბანდიტს მეძახის (იცინის). ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ხუმრობა და მაიმუნობა. ხიფათს რაც შეეხება, კი, ბატონო, საფრთხეში ძალიან ბევრჯერ აღმოვჩენილვარ.  რვა წლის ვიყავი, აგარაკზე ვისვენებდით. ძალიან მიყვარს ცხენზე ჯირითი. მეორე დღეს საამისოდ ბევრი დრო რომ მქონოდა, წინა დღით კარგად ვიმეცადინე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ მქონდა სამეცადინო და ბებიამ მითხრა, რომ საჯირითოდ ვერ წავიდოდი. გავბრაზდი და ტყეში გავიქეცი. მეგობარი გამომეკიდა და თავი ვერ დავიძვრინე, არადა მარტო დარჩენა მინდოდა (იცინის). ერთადერთი გზა დამრჩა, სადმე უნდა ავმძვრალიყავი და ვნახე მიტოვებული სახლი. ავძვერი პირველ სართულზე, ისიც ამომყვა, ავძვერი მეორეზე, ისიც ამოძვრა. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი მეოთხე სართულზე და სახურავისკენ გავწიე. წვერისკენ მივცოცავდი და ხელით მაგრად ვეჭიდებოდი. აღმოჩნდა, რომ სახურავზე ფუტკრების ბუდე იყო და მას მოვუჭირე ხელი. თავისთავად, მიკბინეს და ტკივილისგან ინსტინქტურად გავუშვი. თან, ეზოში სულ შუშები და აგურები ეყარა, მხოლოდ ერთ ადგილას იყო მოშიშვლებული მიწა, მაგრამ იმ მხარეს დავარდნის შანსი ძალიან მცირე იყო და მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. სახურავიდან რომ ჩამოვცურდი წყლის ჟოლოფს წამოვკარი ფეხი და დაბლა ბზრიალ-ბზრიალით გადმოვეშვი. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ფეხებზე დავხტი და თან ზუსტად იმ ადგილას, სადაც თავისუფალი მიწა იყო. მარტივად რომ ვთქვა, ძალიან გამიმართლა. მაგრამ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი და ვერ ვსუნთქავდი. ბებიამ გაიგო ჩემი ყვირილი, მოვიდა ხელში ამიყვანა და წამომიყვანა, მაგრამ უცებ ფეხი წამოკრა და დაბლა დამახეთქა. სიმართლე გითხრათ, ის უფრო მტკივნეული იყო (იცინის). იაშვილში გადამიყვანეს, მოტეხილობა არ მქონია, მაგრამ ერთი ფილტვი არ მიმუშავებდა, დაზიანებული იყო და ვერ ვსუნთქავდი. იმდენად ცუდად ვიყავი ორი კვირა რეანიმაციაში, შემდეგი სამი თვე კი პალატაში გავატარე. ოპერაცია იყო საჭირო, უამისოდ ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ინვალიდი დავრჩებოდი. მამაოც მოვიდა, დამლოცა, როგორც სასიკვდილედ გადადებული და თუ გადავრჩებოდი სტიქაროსნობას შემპირდა. მოკლედ, საოპერაციოში შემიყვანეს და ოპერაცია რომ უნდა დაეწყოთ, ჩემმა დაზიანებულმა ფილტვმა, უცებ ფუნქციონირება დაიწყო. ექიმები გაოცებულები იყვნენ, ვერაფრით გაიგეს, ეს როგორ მოხდა. მაგრამ  ფაქტია, რომ ყველანაირი ოპერაციის გარეშე, დღეს ეს ფილტვი უფრო კარგად მიმუშავებს, ვიდრე მეორე (იცინის).  თუმცა, მე ამოვხსენი ეს გამოცანა – რეანიმაციაში ჩემ სანახავად მოსული იყო ერისკაცობაში პროფესიით ექიმი, მოძღვარი მამა ადამი, რომელმაც სამედიცინო რჩევებთან ერთად, კურთხევის რიტუალიც ჩაატარა.
– ბოლოს, გოგოების ამბებიც მითხარი, გრძნობ მათ სიმპათიებს?
– ადრე სახლში მაკითხავდნენ და მეძახდნენ, ჩამოდიო, მაგრამ  ბებიაჩემი გაყრიდა ხოლმე – გადით აქედან, უყურეთ ერთი ამათო (იცინის). გოგოების მხრიდან ყურადღებას ყველა ბიჭი გრძნობს და მათ შორის მეც, მით უმეტეს ახლა. მეც ძალიან მიყვარს გოგოები, მაგრამ ძველებურად მექალთანე აღარ ვარ (იცინის). მივხვდი, რომ ერთჯერადი ურთიერთობები არაფრის მომცემია.
– შეყვარებული ხარ?
– არ ვიცი, მომავალში მოგახსენებთ, თუ გავარკვევ (იცინის).
скачать dle 11.3