კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ ატარებს საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს თამთა შედანია და ვის არ მისცემს ის თავისი ფსიქიკის შერყევის უფლებას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

წარმატებული მოდელი და „მის საქართველო“ თამთა შედანია 23 აპრილიდან პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება და ის მონაწილეებს გულშემატკივრების ოთახიდან გაამხნევებს.
თამთა შედანია: ორი კვირის წინ „რუსთავი 2-დან“ დამირეკეს და შემომთავაზეს, პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წამყვანი ვყოფილიყავი. მივედი, ჩავწერეთ საცდელი ვიდეორგოლი და ამის შემდეგ დამამტკიცეს პროექტში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ეს არის ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი – ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების პერიოდი დაიწყო. ტელეწამყვანად არასდროს მიმუშავია, არ მქონია იმის გამოცდილება, პირდაპირ ეთერში წამეყვანა რაიმე შოუ. აქედან გამომდინარე, ეს გამოწვევა ძალიან სერიოზულად მივიღე, მოცემულ დავალებას დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. მომიწია საკუთარ თავთან მუშაობა, ტექნიკური საკითხების შესწავლა, რაც წამყვანს აუცილებლად სჭირდება პირდაპირ ეთერში ყოფნისას. ორი კვირის მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, საკუთარ თავს თავად ვამჩნევ დიდ ცვლილებას. ვფიქრობ, კარგად გამომდის ის, რაც დამავალეს.
– შენზე რატომ გააკეთეს არჩევანი?
– ალბათ, ტელევიზიისთვის ახალ სახეს ეძებდნენ, რომელსაც კარგი ვიზუალი ექნებოდა. ასევე, უნდა ყოფილიყო მხიარული და პოზიტიური. სწორედ, ამ კრიტერიუმით მოხდა ჩემი არჩევა. გულშემატკივრების ხასიათზე მოყვანა, კონკურსანტების კარგად დახასიათება, ეს ყველაფერი მე მევალება. ვიქნები კონკურსანტების გულშემატკივრებთან და ლაივის განმავლობაში ხუთი ჩართვა მექნება.
– ეს გამოწვევა, ალბათ, ძალიან საინტერესოა შენთვის.
– არაერთი გამოწვევის წინაშე ვმდგარვარ, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო გამოწვევაა. მსგავსი გამოცდილება არ მქონია, თუმცა, სულ ველოდებოდი და მქონდა იმის სურვილი, რომ რომელიმე შოუში მემუშავა, როგორც წამყვანს. როდესაც დამირეკეს და შემომთავაზეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ეტაპზე კარიერაში პაუზა მქონდა და ახალ შემოთავაზებას ველოდებოდი. გული მიგრძნობდა ამას და გაამართლა კიდეც. ზოგადად, ინტუიცია ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. რაღაცას რომ წარმოვიდგენ ან ჩავიფიქრებ, ზუსტად ისე ხდება ხოლმე, როგორც მინდა. ძალიან მომწონს ის გუნდი, რომელიც „მხოლოდ ქართულში“ მუშაობს, ყველანი პროფესიონალები არიან. მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ცდილობენ, რომ პროექტი გახდეს წარმატებული და პოპულარული.
– შენ როგორ მიგიღეს?
– პირველივე დღიდანვე ძალიან კარგად მიმიღეს. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და არ მიჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია. რომ დაინახეს, ვარ შრომისმოყვარე, დიდ ენერგიას ვდებ თითოეულ საკითხში, ეს ძალიან მოეწონათ. ერთადერთი, ყველაზე რთული რაც არის: ყველაფერი ერთდროულად უნდა აკონტროლო, კონცენტრაცია უნდა მოახდინო ხმაზე, კამერასთან იმუშაო, ტექნიკური ნიუანსებიც გაითვალისწონო. ეს ძალიან რთული ყოფილა, მაგრამ არა შეუძლებელი.
– როგორ შეხვდნენ შენ გარშემო ამ სიახლეს?
– მათთვისაც მოულოდნელი იყო. სანამ ბოლომდე გადაწყდა ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა, არ ვამხელდი, არაფერს ვამბობდი. რომ გადაწყდა და გაჟღერდა, ძალიან ბევრს გაუხარდა, კარგად შეხვდნენ ამ ფაქტს და ელოდებიან, როგორი იქნება ჩემი დებიუტი. ახლა ბევრი რამ სწორედ ჩემზეა დამოკიდებული. იმხელა ენერგიას ვდებ ყოველდღე, რომ ვფიქრობ, მაყურებლის წინაშე კარგად წარვდგები.
– ადრენალინიც არის ამ საქმეში?
– როდესაც ხელს კიდებ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის სიახლეა, რა თქმა უნდა, ადრენალინიც დიდია. გაქვს იმის ჟინი, რომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ ეს გამოგივა. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა მომეხსნა – ყველაფერში კარგად ვარ გარკვეული და ნერვიული ფონიც აღარ მაქვს.
– შენს ჩაცმულობას ანდობ ვინმეს?
– პროექტს ჰყავს თავისი დიზაინერი, მაგრამ ჩემს ჩაცმულობაზე მე ვიზრუნებ. მაქვს შეთანხმება ჩემს მეგობარ დიზაინერთან, რომელიც ქართულ სამოსს აწარმოებს და მთელი კონკურსის განმავლობაში ის ჩამაცმევს. რაც შეეხება ვარცხნილობას, ჯერჯერობით ამ კუთხით ვფიქრობ. შეიძლება მოვიფიქრო რამე გრანდიოზული. მიყვარს სიურპრიზები.
– ექსპერიმეტებიც გიყვარს.
– ექსპერიმენტები ძალიან მიყვარს და შეიძლება ითქვას, რომ მაგით ვცხოვრობ. ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა ატაროს ექსპერიმენტები, რომ ერთი ნაბიჯიდან მეორე ნაბიჯზე გადახვიდე, ცხოვრების ერთ საფეხურზე არ უნდა გაჩერდე. ადამიანი, რომელიც კმაყოფილია თავისი თავით, იმ მდგომარეობით, რომელიც იმ მომენტში აქვს, ვფიქრობ: ის ერთფეროვნად ცხოვრობს. მე არ მიყვარს ერთფეროვნება, ისეთი ტიპი ვარ, რომელიც სიახლეებსა და მრავალფეროვნებას ეძებს.
– როდისმე ყოფილხარ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი?
– არასდროს. საკუთარ თავს სულ კრიტიკულად ვუდგები, კრიტიკული თვალით ვუყურებ. ამ კუთხით არასდროს ვდუნდები. საკუთარ თავზე ყოველდღიურად ვმუშაობ, მინდა, რომ გავიზარდო, უფრო მეტად განვვითარდე.
– როგორ რეაგირებ, როცა სხვა გაკრიტიკებს?
– არ მაქვს იმის დრო, რომ ჩემი გონება, ფიქრები დავუთმო იმას, ვის მოვეწონები და ვის – არა. ვიღაცას ან მოეწონები, ან არა, თან ეკრანი საკმაოდ პრეტენზიულია. მე ვეცდები, ვიყო ბუნებრივი, პოზიტიური და ჩემი კანდიდატურაც სწორედ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შეირჩა. როცა პოპულარული ხარ, თან, ასეთი მეგა შოუს წამყვანი, ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და ვიღაცის ცუდმა ენერგეტიკამ არ უნდა შეარყოს შენი ფსიქიკა. ცხოვრებაში ბევრი რამ მაქვს გამოვლილი, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. თავიდან გულთან ახლოს მიმქონდა კრიტიკაც, მაგრამ ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან შევძელი, განვვითარებულიყავი და საკუთარი თავისთვის ბევრი რამ დამემტკიცებინა. ასე რომ, ჩემს ფსიქიკაზე არაფერს უმოქმედია ისე მძაფრად, რომ დღემდე მახსოვდეს. უბრალოდ, მინდა ვურჩიო იმ ხალხს, ვინც სხვებს აკრიტიკებს: ამ ადამიანების უკან მათი ცხოვრება, ისტორია და ოჯახები დგას. ამიტომ სანამ რამეს იტყვიან, ჯობია, დაფიქრდნენ..
– პირად ცხოვრებაში არ არის სიახლეები?
– პირადში არაფერი ხდება. თავისუფალი ვარ, „სინგლე, სინგლე, სინგლე“ უკვე რამდენიმე წელია. ახლა აღარც ვფიქრობ პირადის მოწყობაზე, უფრო საკუთარ თავზე მუშაობაზე ვარ გადართული, რომ წინ წავიდე, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდე. ამით ვინაზღაურებ იმ თავისუფალ დროს, რომელიც ადამიანებს პირადი ცხოვრების მოსაგვარებლად სჭირდებათ. იმდენად შევეჩვიე მარტოობას, დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომ რთულია, ვიღაც ახალ ადამიანთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. თუ გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამ გასაღებს იპოვის, უკეთეს მდგომარეობას შემომთავაზებს, მოხარული ვიქნები. ჯერ ასეთი არავინ გამოჩენილა. ვარ მარტო, ეული. რაც მთავარია, მყავს შვილი, რომელისგანაც იმდენ სითბოს, სიყვარულს ვიღებ, რომ ყველაფერს ვინაზღაურებ, იმხელა ბედნიერებას მანიჭებს, რომ სხვა ბედნიერიების ძებნა აღარ მჭირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალი მარტო უნდა იყოს. უბრალოდ, ამდენი ხანი რომ მარტო ხარ, რთულია სერიოზულ ნაბიჯზე დაფიქრება და თუ მეორეჯერ გადაწყვეტ, ეს უკვე კარგად გააზრებული, ხარისხიანად გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს. თუმცა, ჯერ არ ვფიქრობ გათხოვებაზე. სანამ საკითხი აქამდე მივა, იმ ადამიანთან დიდხნიანი ურთიერთობა მომიწევს.
скачать dle 11.3