კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 მამაკაცი სიძის მოკვლის შემდეგ დას ქმრის გვამზე ახრჩობდა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

46 წლის გოჩა წ-ძე სამართალდამცველებმა სიძის, ნუკრი ჭ-შვილის მკვლელობისთვის დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, გოჩა წ-ძემ დის ქმარს დანით  სხეულზე რვა ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მამაკაცი, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და შემთხვევითი გამვლელი აიყვანა მძევლად, რამაც მისი ბრალი კიდევ უფრო დაამძიმა.
როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, 25 წლის ასაკში გოჩა წ-ძემ განზრახ, დამამაძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა მამა, რომელიც მას ავტომობილით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა. გოჩა წ-ძემ მამას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი თავში მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვლა.  საქმეზე დაკითხული თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა გარდაცვლილი მამის ცხედრის გადამალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.  
გამოძიების მასალების მიხედვით, გოჩა წ-ძემ დის ქმარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მკვლელობას შეესწრო გარდაცვლილი მამაკაცის ცოლი, რომელიც სახლში მაშინ დაბრუნდა, როცა მის ძმას მისი ქმარი უკვე მოკლული ჰყავდა. პირველი ჩვენება გამოძიებას სწორედ დაზარალებულმა, ნათია წ-ძემ მისცა. მისი ჩვენების მიხედვით, გოჩა წ-ძემ ნუკრი ჭ-შვილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა. ამონაწერი ნათია წ-ძის ჩვენებიდან: „ჩემმა ძმამ ციხეში 18 წელი მამის მკვლელობისთვის გაატარა. პატარა ვიყავი, როცა მან ეს დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მახსოვს, ჩვენს ოჯახში უმძიმესი მდგომარეობა იყო. დედა ამ ამბავზე ნერვიულობას გადაჰყვა – ქმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა. მე ბებიებმა გამზარდეს. ჩემს ძმასთან კონტაქტი საერთოდ არ მქონდა. ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგაც, მაგრამ ბოლო პერიოდში, მან ჩვენთან ურთიერთობა აღადგინა. ამის მომხრე ჩემი მეუღლე იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რომ ძმის მიმართ  კეთილგანწყობილი ვყოფილიყავი, ხვდებოდა, რომ გოჩას სტუმრობა ჩვენთან მაინცდამაინც არ მომწონდა. მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, გოჩამ ჩვენს ოჯახში ახალგზარდა ქალი მოიყვანა და გაგვაცნო, როგორც თავისი საცოლე. პატივი ვეცით, ვუმასპინძლეთ, ამის შემდეგ გოჩა კიდევ რამდენჯერმე გვესტუმრა, ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ჩემს ქმარს აუხირდა, მოგვიანებით გავიგე, რომ ეუბნებოდა, თითქოს, ნუკრის მისი საცოლისთვის ცუდად შეუხედავს და  შეურაცხყოფა მიუყენებია, მოკლედ, ჩემს ქმარსა და თავის საცოლზე იეჭვიანა. ამაზე ძალიან გავბრაზდი, ისევ ნუკრიმ დამაწყნარა, მთვრალი იყო, არ იცოდა, რას ამბობდა, გამოფხიზლდება და ავუხსნიო. ეს კი ამ ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა. ნუკრი სახლში მარტო იყო, ჩემი შვილები ნათესავთან იყვნენ წასულები, მე – სამსახურში. სახლში როცა დავრეკე, ნუკრიმ მითხრა, რომ გოჩა გვყავდა სტუმრად. ექთანი ვარ, საოპერაციოში ვმუშაობ, სამსახურს ვერ მივატოევბდი. ჩემი ძმის სტუმრობა, რატომღაც, არ მომეწონა, ვერ მოვისვენე,  ეჭვი ავიღე, რომ ის სამშვიდობოდ არ იყო მოსული. ორ საათში სამსახურიდან დავეთხოვე და სახლში წავედი. როცა სახლში მივედი, ეს უბედურება უკვე მომხდარი იყო, ჩემი ქმარი, მთლიანად სისხლიანი, იატაკზე ეგდო, ჩემი ძმა სახლში რაღაცას ეძებდა. შოკში ჩავვარდი, ნუკრი უკვე გარდაცვლილი იყო, კივილი ავტეხე, გოჩა ყელში მწვდა და დახრჩობა დამიწყო. მეუბნებოდა, მეზობლებს ნუ შეყრი, შენმა ქმარმა თვითონ მოიკლა თავიო.  წინააღმდეგობას ვუწევდი, ის ყელში ხელებს მიჭერდა. ჩემი ძმა ქმრის ცხედარზე მახრჩობდა, ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ, მათ გადამარჩინეს, თორემ, ალბათ, მეც მომკლავდა. მალე გონი დავკარგე, როცა გონზე მოვედი, თავზე ექიმები მადგნენ.”
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალადამცველებს ნუკრი ჭ-შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.  ადგილზე იყო დატოვებული დანაშაულის იარაღიც – დანა, რომლითაც გარდაცვლილს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, თვითმხილველთა განცხადებით, დამნაშავემ  შემთხვევის ადგილი მას შემდეგ მიატოვა და გაიქცა, რაც მისი დის ბინაში მეზობლები შეგროვდნენ. დამნაშავე რამდენიმედღიანი სამძებრო ღონისძიებების  შემდეგ დააკავეს.  გოჩა წ-ძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე, მან დაადასტურა ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ სიძე ეჭვიანობის გამო, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა, რაც არ დადასტურდა მისი მეგობარი ქალის ჩვენებით. ქალის განცხადების მიხედვით, გარდაცვლილი მას ერთადერთი შეხვედრის შემდეგ  საერთოდ არ დაკონტაქტებია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის, ყველაფერი ბრალდებულის  ფანტაზიის შედეგი იყო. „როცა გოჩასთან ურთიერთობა დავიწყე, არ ვიცოდი, რომ ასეთი აგრესიული და ეჭვიანი იყო, მაგრამ მალევე მივხვდი და ნელ-ნელა ჩამოვშორდი. არა მხოლოდ თავის სიძეზე, ჩემს ბიძაშვილზეც კი ეჭვიანობდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფს მასთან კონფლიქტიც კი მოუვიდა. ამის შემდეგ გოჩასთან ურთიერთობა გავწყვიტე, რასაც ის უამრავ ადამიანს აბრალებდა, მათ შორის თავის სიძეს, რომლის მიმართაც განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა“, – განაცხადა ბრალდებულის მეგობარმა თავის ჩვენებაში.
 გოჩა წ-ძის აგრესიული ხასიათის შესახებ წერდნენ თავის ჩვენებებში მასთან დაკავშირებული სხვა ადამიანებიც. თავად ბრალდებული აცხადებდა, რომ დის ქმარი ღირსების აღდგენისთვის მოკლა.   მან აღიარა, რომ ნუკრი ჭ-შვილის მოსაკლავად იმ დღეს განზრახ მივიდა, რადგან იცოდა, რომ ის სახლში მარტო იყო. მამაკაცი ცოლის ძმას არყით გაუმასპინძლდა, სამზარეულოში სახელდახელო სუფრაც გაუშალა, რომელიც მკვლელობის ადგილად იქცა. დაახლოებით, ერთ საათში გოჩა წ-ძემ დის ქმარს საქმის გარჩევა დაუწყო, რაც ჩხუბში  გადაიზარდა. ჩხუბის დროს გოჩა წ-ძემ განზრახ, საკუთარი დანით, რომელიც მას ქურთუკში ედო, ნუკრი ჭ-შვილს რვა ჭრილობა მიაყენა.  
 სასამართლომ  გოჩა წ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას 15  წლით პატიმრობა მიუსაჯა.            

скачать dle 11.3