კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 სიდედრის ვულგარულობამ დედასთან და საძმაკაცოსთან შემიქმნა პრობლემა


საკმაოდ ახალგაზრდა დედა მყავს, მოკლე კაბასაც იცვამს, ტანზე გამოყვანილსაც და გულმოღებულსაც, მაგრამ – ზომიერების ფარგლებში. არ მახსოვს, ვინმეს ცუდად შეეხედა ან რამე მიეძახა ქუჩაში. ისე გამზარდა, მისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს. არც ჩვენთვის მოუყენებია ვინმეს შეურაცხყოფა. მამა ადრე გაშორდა და შრომით და წვალებით გამზარდა. არც ჩემს პირადში ჩარეულა და ცოლი რომ მოვიყვანე, ისე მიიღო, როგორც საკუთარი ქალიშვილი. მაგრამ, რად გინდა? სიდედრმა ისეთები იკადრა, საკუთარ დედასთან ამირია ურთიერთობა და დამაპირისპირა კიდეც. სანამ ნათია ჩემი ცოლი გახდებოდა, დედამისი გავიცანი. გაპრანჭული, მოკლე კაბაში დამხვდა, წითელი, კვასკვასა პომადით, მკერდმოღეღილი. თვალში კი მომხვდა მისი ასე ვულგარულად დახვედრა, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ სასიძოს გასაცნობად გამოიპრანჭა საგულდაგულოდ. ძმაკაცმა, რომელიც თან მახლდა, კი მითხრა, რა არის, ბიჭო, სიდედრია, თუ „ნაშაო“. იმ წუთას მეწყინა და „მოვაკეტინე“. მაგრამ, ნათია რომ მოვიყვანე ცოლად და დედამ სახლში სუფრა გააკეთა, ჩემი სიდედრი ისეთი მოვიდა, კინაღამ ელდა მეცა. ისეთი გამჭვირვალე, მოკლე და მკერდამოღებული კაბა ეცვა, ფაქტობრივად, ყველაფერი უჩანდა, მაღალ ქუსლებზე ძლივს დადიოდა და ისეთი წითელი პომადა ესვა, თვალს მოგჭრიდა კაცს. მოკლედ, ვულგარულ „ვიდზე“ იყო. ჩემმა საძმაკაცომ ხომ თვალები დაჭყიტა, დედაჩემი გადაირია და სანათესაოც შოკში ჩავარდა. რას ვეტყოდი, რა უფლება მქონდა, შენიშვნა მიმეცა. ან, არ უნდა იცოდე, სად რა ჩაიცვა და რა მაკიაჟი გაიკეთო? დედაჩემმა გამაფრთხილა, თუ ეს კიდევ ასე მოვა ჩვენს სახლში, პირდაპირ ვეტყვი, რომ უხერხულად ვგრძნობ თავს და ძალიან გთხოვ, სანამ მე ვეტყვი, შენ აუკრძალეო. სიმართლე გითხრათ, ნათიას ხათრით, ვერაფერს ვეუბნები, მაგრამ დედაჩემთან მაქვს კონფლიქტი. ვეუბნები, „დაიკიდე“, იაროს, ეტყობა, ასე მოსწონს და ჩვენი რა საქმეა-მეთქი. ის კიდევ ბრაზობს და მეუბნება, თუ მასე გინდა, შენც მიბრძანდი, შენი ცოლიც მიაბრძანე და სადაც გინდა, იქ მოვიდეს, მე ნუ დამენახება, ასეთი ბოზურ-ვულგარულ ჩაცმულ-გადაპრანჭული, მე მრცხვენიაო. რა ვქნა, სახლიდან სად წავიდე ან როგორ ვუთხრა სიდედრს, ეს არ ჩაიცვა და ასე არ წაისვა მაკიაჟი-მეთქი? ნათიას კი შევაპარე, იქნებ დედაშენს სთხოვო, ასე მოკლე კაბით და მკერდამოგდებული ნუ მოდის ჩვენთან-მეთქი და ტირილი დაიწყო: დედაჩემი რას აითვალწუნე, რას გიშავებს. მე არ მცემ პატივს, თორემ, ეგ სულ ეგრე დადის და არავის დაუწუნებიაო. მოკლედ, შარში ვარ, ვერ ვხვდები, რა გავაკეთო. ეს რა ყოფილა, ახალგაზრდა და თან, ვულგარული სიდედრის სიძობა. საძმაკაცოს ასაგდები გავხდი. მეუბნებიან, ბიჭო, შენი სიდედრი რომ გესტუმრება, არ გამოგვაპარო,  დაგვირეკე, ამოვალთ, მაგრად „გვევასება“ ეგ ქალიო. ესეც, გადაიდებს ჩემი ძმაკაცების წინ ფეხს-ფეხზე, აბოლებს სიგარეტს და აშკარად, სიამოვნებს, ეს გამოშტერებულები, ზოგი რომ მკერდზეა მიშტერებული და ზოგიც – ფეხებზე. სულაც არ გრძნობს უხერხულად თავს, პირიქით, თავაწეული დადის და ისეთი ამაყია, თავი ნამდვილი ლედი ჰგონია. მართალია, ჩემი ცოლი დედამისს არ ჰგავს, სადა და უბრალო გოგოა, მაგრამ დედამისის გამო მექმნება პრობლემა და მგონი, ამან უნდა მოაგვაროს სიტუაცია, დედას დელიკატურად მიახვედროს და არ დაგვაპირისპიროს.
საბა, 26 წლის.скачать dle 11.3