კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რჩევები გაუხეშებული და დამსკდარი ქუსლების მოსავლელად

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ის სეზონი მოდის, როცა დახურულიდან ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ და ამ დროს ფეხის ტერფები, ქუსლები და თითები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც სახლის პირობებში მოგირჩენთ ნახეთქებს და თქვენს ტერფებს ჩვილი ბავშვივით ნაზსა და გლუვს გახდის.
* ლიმონი, მარილი, გლიცერინი და ვარდის წყალი –  ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ნახევარი გამოწურული ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. ჩაყავით ფეხები წყალში 20 წუთით. შემდეგ, ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები პემზის ქვით. ცალკე ჯამში გააკეთეთ შემდეგი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. ეს ნიღაბი დაიდეთ ფეხის ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ.
*ვაზელინი და ლიმონის წვენი – ჩაყავით ფეხები თბილ წყალში 15 წუთით. შემდეგ, გაიმშრალეთ. ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ვაზელინი და 1 ცალი ლიმონის წვენი და მიღებული ნარევი წაისვით ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ჩამოიბანეთ.
* თაფლი – თასში ჩაასხით 4-5 ლიტრი თბილი წყალი, დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი. ჩაყავით ფეხები 20 წუთი და შემდეგ გაიხეხეთ პემზით. გადაივლეთ წყალი და კარგად შეიმშრალეთ. წაისვით, მკვებავი კრემი.
* ბრინჯის სკრაბი – აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაფქული ბრინჯი, დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, ვაშლის ძმარი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ სქელი მასა. ჯერ ჩაყავით ფეხები 10 წუთით თბილ წყალში, შემდეგ, წაისვით ტერფებზე მომზადებული მასა, როგორც სკრაბი და ჩამოიბანეთ.
* ზეითუნის ზეთისა და ლიმონის კრემი – ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თბილი წყალი. კარგად აურიეთ. წაისვით ეს კრემი ქუსლებზე, ტერფებზე და ფეხის თითებზე დილა-საღამოს.
* რძის აბაზანა – გაავსეთ თასი ცხელი წყლით, ჩაამატეთ 1 ჭიქა რძე, 50 მილილიტრი თხევადი საპონი, 3 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და შეიზილეთ ფეხის კრემი.
* აბაზანა სოდით – გაავსეთ თასი თბილი წყლით და ჩაამატეთ დაახლოვებით 3 სუფრის კოვზი სოდა. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები 15 წუთით, შემდეგ სპეციალური სახეხი პემზის ქვით მსუბუქად გაიხეხეთ ქუსლები, კარგად შეიმშრალეთ და ბოლოს ფეხის კრემი შეიზილეთ.
* კვერცხის ნიღაბი – 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა სქლად დაიდეთ ქუსლებზე, 15 წუთის შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი.
* ალოეს ნიღაბი – 100 გრამი ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, შემდეგ დააბლენდერეთ და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი დაამატეთ. მიღებული მასა სქლად დაიდეთ ქუსლებზე, 1 საათის შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* ვაშლის ნიღაბი – 1 ცალი ვაშლი წვრილად გახეხეთ, დაამატეთ 6 წვეთი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა ქუსლებზე დაიდეთ, მარლით შეიხვიეთ  და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და ქუსლებზე ფეხის კრემი შეიზილეთ.
* შვრიის ნიღაბი – 4 სუფრის კოვზ მოხარშულ შვრიის ფაფას შეურიეთ 3 წვეთი გლიცერინი და დაიდეთ ქუსლებზე. 2 საათის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და შეიზილეთ მკვებავი კრემი.
შეგიძლიათ, კრემები თავადაც მოამზადოთ:
* ლიმონის კრემი – 1 სუფრის კოვზ საბავშვო კრემს, 5 წვეთი ლიმონის წვენი და თითო-თითო წვეთი ზეითუნის, ლავანდისა და კვიპაროსის ზეთი შეურიეთ და ქუსლებზე დღეში 2-ჯერ შეიზილეთ.
* გლიცერინის და ვიტამინიზირებული კრემი – 1 სუფრის კოვზ საბავშვო კრემს დაამატეთ 2 წვეთი გლიცერინი, თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ ქუსლებზე დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს.
* ზეთოვანი კრემი – 2 სუფრის კოვზ საბავშვო კრემს, დაამატეთ 2-2 წვეთი ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთი, თითო-თითო წვეთი ქოქოსის, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ქუსლებზე დღეში 2-ჯერ.  
პროცედურები ჩაიტარეთ, ქუსლების სრულ გაჯანსაღებამდე.скачать dle 11.3