კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: მინდა გარდერობის განახლება საგაზაფხულო-საზაფხულოდ და მთვარის რომელ ფაზაშია კარგი ახალი სამოსის შეძენა?
პასუხი:
სამოსის შეძენა კარგია მთვარის აღმავალ ფაზაში, ანუ ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე პერიოდში, დაახლოებით, 12 დღის განმავლობაში.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 27 იანვარს, დილის 6-7 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გამიმართლებს და რომელ უცხო ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?
პასუხი:
თქვენი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების წინ წამოწევას, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. უნდა ისწავლოთ დამოუკიდებლად მოქმედება. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყავით მაქსიმალისტი, ერთგული, მოწესრიგებული. ამავდროულად, უნდა შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. პატივი ეცით ტრადიციებსა და იერარქიულ სისტემას. ეს თქვენი კოსმიური მისიაა და წარმატების მომტანია ცხოვრებაში. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების საწინდარი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, მედიცინა, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საათების ბიზნესი, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; უცხოეთიდან თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ინდოეთი, ბოლივია, რუსეთიდან – მხოლოდ ციმბირის მხარე, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ტიბეტი, სირია, გერმანია, ბელგია, ალბანეთი, თურქმენეთი, მაკედონია, იაპონია, ხორვატია, ესპანეთიდან – ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია.
скачать dle 11.3