კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ აიძულა სტალინმა ბაქოს დაუნდობელი კრიმინალები, მას დამორჩილებოდნენ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მას ბოროტმოქმედად, სისხლიან ტირანად და მილიონების მკვლელ დიქტატორად მიიჩნევენ. თუმცა, უამრავია ისეთი ადამიანიც, ვინც სტალინს ლამის წმიდანად, მილიონობით ადამიანის მოამაგე იდეალისტად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ არა  სტალინი, კაცობრიობა განადგურდებოდა. პროფესორი ფეოდორ მოსკვინი წერს: „როგორც ამბობენ – ნეტარ არიან მორწმუნენიო... მართლაც რომ, ალბათ, ნეტარ არიან ის ადამიანები, ვისაც სტალინის უცოდველობისა სწამს და ის უკეთილშობილეს ადამიანად მიაჩნია. თუმცა, თავად ბოლშევიკები აღნიშნავდნენ, რომ ბოლშევიკისთვის უფრო საჭიროა ურყევი, პრინციპული, ზოგჯერ სასტიკი პოზიციაც, ვიდრე პირადი კეთილი ხასიათი. ჯერ კიდევ ლენინი წერდა: მხოლოდ პრინციპული სისასტიკით დავამარცხებთ თავგასულ თვითმმართველობას და ამგვარად მივაღწევთ მშრომელი, პატიოსანი ადამიანებისთვის გლობალურ სიკეთესო... სასტიკი სიტყვები და სასტიკი გზაა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლშევიკების ბელადმა, ლენინმა, სწორედ ასეთი გზა და ამგვარი ადამიანები აირჩია ბრძოლაში და მათ შორის სტალინი უპირველესი იყო...“
ლენინმა სტალინი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა და დააფასა, როდესაც მას პირადად არ იცნობდა. ხოლო მისი გაცნობის შემდეგ კი ცდილობდა, ეს „სატანური ნებისყოფის“ ქართველი (სტალინი) მუდმივად გვერდით ჰყოლოდა და სწორედ მას ავალებდა ყველაზე რთულ საქმეებს. გენერალი ბოგდან გორსკი თავის მემუარებში წერდა: „ლენინს სტალინი ზეადამიანური ნებისყოფის არსებად მიაჩნდა და აღფრთოვანებული იყო მისი შესაძლებლობებით. როდესაც პარტიას კრიზისი დაეწყო და მეოცე საუკუნის დასაწყისში ფინანსური კრიზისიც დადგა, ლენინმა პარტიის ინტერესებისთვის ძარცვას მწვანე გზა მისცა. მას, კულტურულად, ექსპროპრიაცია (ექსი) დაარქვა და ეს საქმე ახალგაზრდა სტალინს დაავალა. კობამ (სტალინმა) არ გაუცრუა იმედი ბელადს და რუსეთის იმპერიაში მანამდე არნახული ექსების სერია დაიწყო“.
მარქსიზმითა და ლენინის რევოლუციური იდეებით მოხიბლული ახალგაზრდა სტალინი თავისი კოლეგების მსგავსად დროს ლაყბობაში არ ატარებდა და პრაქტიკული საქმიანობით იყო დაკავებული. ჯერ კიდევ 1904 წლისთვის 24 წლის კობა (სტალინი) მხოლოდ აგიტაციას არ ატარებდა ბაქოელ მუშათა შორის, ამ ქალაქში აქტიური რევოლუციური საქმიანობა ჰქონდა გაშლილი და პარტიული სალაროსთვის ფინანსების აქტიური მოპოვებითაც იყო დაკავებული. კობასა და მის შეიარაღებულ ჯგუფებს ბაქოელი მეწარმეებისთვის ფული ჰქონდათ შეწერილი და ისინი ყოველთვიურად მნიშვნელოვან თანხებს იხდიდნენ. ეს ფული ბოლშევიკთა სალაროში შედიოდა და არალეგალური სტამბის მოწყობას, იარაღის შეძენასა და ემიგრანტი რევოლუციონრების საზღვარგარეთ შენახვას ხმარდებოდა“.
ისტორიკოსი იოსებ ხუსტოვი წერს: „ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სტალინს დიდი ქარიზმა ჰქონდა და თუ შეიძლება ითქვას, იმ პერიოდის ბაქოში (მეოცე საუკუნის დასაწყისი) უგვირგვინო მეფედ მიაჩნდათ. იმ პერიოდში ბაქო ამიერკავკასიის უმსხვილესი სამრეწველო ცენტრი იყო და ბევრი ფული ტრიალებდა. ხოლო სადაც ფულია, იქაა კრიმინალი და პოლიტიკაც. ბაქო სახელგანთქმული იყო, ეგრეთ წოდებული, გოჩებით, ანუ, დაუნდობელი კრიმინალებით, რომლებიც ფულის გამო ყველაფერზე იყვნენ მზად და მათ მსხვილი ბიზნესმენები ქირაობდნენ სხვადასხვა რეკეტიორთაგან თავდასაცავად. 1906 წელს სტალინმა ბეგარა დაადო ძმებ ნობელების ნავთობმომპოვებელ კონსორციუმს. ნობელებმა კი გოჩები დაიქირავეს, რომლებმაც სტალინი (კობა) შეხვედრაზე დაიბარეს. 26 წლის ბაქოს უგვირგვინგო მეფე გოჩებთან შეხვედრაზე მარტო და უიარაღოდ მივიდა და ამ დაუნდობელ ადამიანებს ესაუბრა. საუბრის ბოლო კი ასეთი იყო, – გოჩების უმრავლესობა სტალინის არმიას შეუერთდა. რამდენიმე გოჩმა კი სამუდამოდ დატოვა ბაქო. ნობელები კი უფრო მეტად დაიბეგრნენ და უკვე ორმაგ თანხას უხდიდნენ სტალინს...“
ლენინი ღირსეულად აფასებდა ახალგაზრდა კოლეგა-რევოლუციონერის ასეთ თავდადებას და ქების სიტყვებს არ იშურებდა მისთვის. რევოლუციონერებს კი მოუწოდებდა, რომ მაგალითი აეღოთ კობასგან...“
რევოლუციური ბრძოლის აზარტში შესული სტალინი კი უფრო და უფრო მეტის გაკეთებას ცდილობდა და თავის მეგობარ და უშიშარ პარტნიორთან, კამოსთან ერთად ხშირად ძალიან დიდ რისკზეც კი მიდიოდა. პროფესორი იური გოქრგინი წერს: „1908 წელს პარტიას დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა და სასწრაფოდ ფული გახდა საჭირო.  როგორც ყოველთვის, აქაც სტალინმა თქვა თავისი სიტყვა და ივლისის ცხელ დღეს კამოსთან ერთად ისეთი გაბედული ექსპროპრიაცია ჩაატარა, რაც მანამდე რუსეთის იმპერიაში არ მომხდარა. თანამედროვე გემზე, რომელიც ბაქოს პორტში იდგა და კბილებამდე შეიარაღებული დაცვით იყო სავსე, ორი პოლიციელი ავიდა და ეკიპაჟის საბუთების შემოწმება დაიწყო. გემით კი აზერბაიჯანის ბანკის ძვირფასეულობა და ფული გადაჰქონდათ ნიჟნი-ნოვგოროდში. პოლიციელები, სინამდვილეში, სტალინი და კამო იყვნენ. მათ შეიარაღებული დაცვა ტრიუმში ჩაკეტეს, შემდეგ, მათმა მეგობარმა „მედვეჟატნიკმა“ სეიფიდან მილიონ 200 ათასი მანეთი და ძვირფასეულობა გამოიღო და როდესაც გემბანზე გამოვიდნენ, მათ ნაპირიდან პოლიციელებმა იარაღი მიუშვირეს  და დანებება მოსთხოვეს... ექსპროპრიატორებმა ხელები  ასწიეს. თუმცა, ეს მოჩვენებითად გააკეთეს. მოულოდნელად გემბანიდან ზღვაში გადახტნენ და კატერით გაუჩინარდნენ. ამ უპრეცედენტო აქტით ბოლშევიკურმა პარტიამ დიდი ფინანსური შევსება მიიღო. სტალინმა კი, ლენინის მორიგი ქება და უფრო მეტი ნდობა დაიმსახურა.
სტალინი რომ წმიდანი არ იყო, ფაქტია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ მომავალი საბჭოთა ბელადი ყველაფერს აკეთებდა რევოლუციური იდეების განსახორციელებლად. ამისთვის არც თავს ზოგავდა და არც სხვას.
скачать dle 11.3