კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 მიიღეთ კურკუმა კიბოს და სხვა უამრავი დაავადების სამკურნალოდ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მიიღეთ კურკუმა კიბოს და სხვა უამრავი დაავადების სამკურნალოდ
კურკუმა შეიცავს ვიტამინებს – B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K; მინერალებიდან – თუთიას, სელენს, სპილენძს, მარგანეცს, რკინას, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს. ასევე, შეიცავს ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავებს, კურკუმინს – ერთ–ერთ საუკეთესო ანტიბიოტიკსა და ანტიოქსიდანტს.
კურკუმის სამკურნალო თვისებები:
აძლიერებს იმუნიტეტს, წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში;
ასუფთავებს სისხლს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას, სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ შეუცვლელია ანემიის დროს;
ამცირებს კუჭის მჟავიანობას, ზრდის მადას, კურნავს მეტეორიზმს, ამცირებს ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას, ორგანიზმს ეხმარება ცილების შეთვისებაში, კარგად მოქმედებს ყაზბობის დროს, კლავს ნაწლავის პარაზიტებს, ნაწლავებს ასუფთავებს ხრწნადი ნარჩენებისგან, წმენდს ზედმეტი ლორწოსგან, ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე, ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოდევნაში;
კურკუმა უებარია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხერხემლის პრობლემები აწუხებთ - – ის  აღადგენს მილებს შორის ლორწოვანს და შლის სახსრებს ირგვლივ „ჩაწოლილი“ კალციუმისა და სხვა ნივთიერებების ნალექებს, რომელთაც ხალხი მარილებს უწოდებენ;
კურკუმა აფერხებს სიმსივნის განვითარებას. 2006 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მცენარე ხელს უშლიდა მსხვილი ნაწლავის კიბოს პროგრესს. რაც შეეხება პროსტატის კიბოს, მას აჩერებს ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს დიდი რაოდენობით გამოყენება. არსებობს მინიშნებები, რომ კურკუმა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძუძუს, კანისა და პანკრეასის სიმსივნე, ლეიკეიმია და მრავლობითი მიელომა; ამცირებს გულის შეტევებსა და ინსულტის რისკს. მას აქვს დადებითი გავლენა ქოლესტერინის მიმართ, შეუძლია სისხლძარღვებს „ცუდი ქოლესტერინის“ გამოძევებაში დაეხმაროს. კურკუმა კარგია ათეროსკლეროზის დროს, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს გულის შეტევები და პარალიზება. გამოიყენება ღვიძლის დაავადებებისას – ჰეპატიტის მკურნალობაში, ალკოჰოლით გამოწვეული ცეროზისას, იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან; ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში; ეფექტურია კანის დაავადებების დროს – ეგზემა, დამწვრობა, კანის დალურჯებები, ტრავმით გამოწვეული დასიება; შველის თავის, ყელის, ართრიტითა და ართროზით გამოწვეულ ტკივილს;
არის სიცხის დამწევი საშუალება; ამცირებს ხველებას; კარგად მოქმედებს რესპირატორული დაავადებების დროს;
კურკუმინი დადებითად მოქმედებს  ფილტვებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ის აღადგენს სასუნთქი გზების ლორწოვანს და ამგვარად ანეიტრალებს, მაგალითად, იმ ტრავმების შედეგებს, რომლებიც ხშირად ადამიანებს ჩვილობის ასაკიდან მოჰყვებათ, თუ მათ დაბადებისას სასუნთქ აპარატზე შეერთება დასჭირდათ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ კურკუმა შეგვიძლია იმ ბავშვების რაციონში შევიტანოთ, რომლებსაც მსგავსი პრობლემები გადაუტანიათ. კურკუმა, ისევე, როგორც სხვა სანელებლები, ბავშვებისათვის მხოლოდ უმცირესი დოზებითაა დასაშვები.
ვინაიდან კურკუმა ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას, ის სკლეროზული მოვლენების პირველი მტერია. მასში შემავალი რკინის წყალობით, ის ანემიის პროფილაქტიკისთვის და მკურნალობის დროსაც გამოიყენება.
კურკუმა სრულად კურნავს ჭინჭრის ციებისგან. გარდა ამისა, ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია და აცხრობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მისი ნაყენი შედეგიანად ებრძვის ხველას და მაღალ ტემპერატურას.
როგორ უნდა მივირთვათ კურკუმა, რომ ორგანიზმზე მაქსიმალურად კარგი გავლენა იქონიოს.
კურკუმაში შემავალი ნივთიერებებს ორგანიზი საუკეთესოდ მაშინ ითვისებს, როდესაც ამ პროდუქტს ზეთთან ან ზეთის შემცველ პროდუქტებთან ერთად მიირთმევენ. უმჯობესია, კურკუმა ნიგვზისა და ზეითუნის ზეთთან ერთად გამოვიყენოთ; კურკუმის დღიური დოზა 3-10 გრამს შეადგენს. დროთა განმავლობაში, დღიური დოზა შეგიძლიათ, 1 სუფრის კოვზამდეც გაზარდოთ; სასურველი შედეგის მისაღებად კურკუმის ეს რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიირთვათ; ექვს წლამდე ბავშვებისთვის კურკუმის სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ არის დაშვებული.  ხოლო ექვსის ზემოთ, თანდათანობითი  შეჩვევით, დღიური დოზა 1 ჩაის კოვზამდე შეიძლება გაიზარდოს; დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას და, იმ შემთხვევაში, თუ მომნელებელი სისტემის მხრიდან რაიმე არასასიამოვნო რეაქციას შენიშნავთ, კურკუმის მიღება შეწყვიტეთ; თუ კურკუმას წიწაკასთან ერთად მიირთმევთ, მასში შემავალი კურკუმინის ეფექტი გაძლიერდება. გახსოვდეთ: ასეთ შემთხვევაში, ფხვნილის მიღებამდე 15-20 წუთით ადრე, საჭმელი უნდა მიირთვათ. მკურნალობის დაწყებამდე გადაამოწმეთ, ხომ არ გაქვთ კენჭები ნაღველში! კურკუმა ათხელებს სისხლს. ამ მიზეზის გამო, დაუშვებელია კურკუმასთან, პარალელურად, სხვა წამლების მიღება, განსაკუთრებით იმ პრეპარატების, რომლებიც ასპირინს ან მის მსგავს სისხლის გამათხელებელ კომპონენტებს შეიცავენ. გარდა ზეთისა, კურკუმას იოლად ათვისებადს ხდის  რძე და თაფლი. არასოდეს შეინახოთ კურკუმა მაცივარში – ის მხოლოდ მინის ან კერამიკის ჭურჭელში ინახება, მშრალ და ბნელ ადგილას. სხვაგვარად ის უფერულდება და გემოც სუსტდება.

ნიახურის
სამკურნალო თვისებები


ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები, აუმჯობესებს მადას. C ვიტამინის შემცველობის წყალობით, აღადგენს
სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის დროს. მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. მხოლოდ ორი ღერი ნიახური A და C ვიტამინების დღიური ნორმის 15 პროცენტს შეიცავს.
ნიახური ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის დროს. ამ შემთხვევაში იყენებენ ნიახურის თესლის (და არა ფესვის ან ფოთლების) ნაყენს, რადგან მასში არის ნივთიერება აპიოლი, რომელიც ასტიმულირებს ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა შრის) შეკუმშვას.
მამაკაცებისთვის ეს მცენარე შეუცვლელია, რადგან მასში არის ანდროსტერონი – მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც ამაღლებს პოტენციას. სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნიახური ვიაგრის ბუნებრივი ანალოგია და პროსტატიტის პროფილაქტიკის საშუალებაცაა. შარდმდენი თვისების წყალობით, ის ამარცხებს შარდსასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციურ დაავადებებს. გარდა ამისა, ნიახური შეიძლება, გამოვიყენოთ თირკმელებისა და ღვიძლის სამკურნალოდაც.
ნიახურის ყველაზე სასარგებლო ნაწილი ფესვია, რომელსაც ამატებენ ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალო პრეპარატებს და იყენებენ სასქესო ფუნქციის გასაძლიერებლად.
ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს, თან, თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს. ნაყენი, რომელსაც მამაკაცური ძალების აღდგენის უნარი შესწევს, შეიძლება, ნებისმიერმა მსურველმა იოლად მოამზადოს: აურიეთ ნახევარი ჭიქა ნიახურის ძირების წვენი და 1/4 ჭიქა გარეული მსხლის წვენი (შეიძლება შეცვალოთ 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმრით). ახალმომზადებული სასმელი მამაკაცებმა შებინდებისას უნდა მიირთვან. ნიახურის ძირები არა მარტო მამაკაცებს ეხმარება ძალების აღდგენაში, არამედ ქალებსაც: კლიმაქსი შეუმჩნევლად ჩაივლის, თუ 35 წლის ასაკიდან ხშირ-ხშირად მიირთმევთ ნიახურის ძირებით შეკაზმულ კერძებს. ნიახურის ძირებისგან მომზადებული სალათა ადამიანს სწრაფად მოუხსნის მოთენთილობას და შემატებს სიმხნევეს. შეგიძლიათ, ეს სალათა ასე მოამზადოთ: მსხვილ სახეხზე გახეხეთ ნიახურის ძირები, გათალეთ მომჟავო-მოტკბო ვაშლი და საშუალო ზომის სტაფილო, დაჭერით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 2 სადილის კოვზი ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილი – გემოვნებით. დაასხით მცენარეული ზეთი ან ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი და აურიეთ.
ნიახური ყველასთვის სასარგებლოა, ოღონდ, არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
ნერვების დასამშვიდებლად ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ 8-8 ჩაის კოვზი ნარევი ყოველდღიურად, 3 კვირის განმავლობაში. თანაბარი რაოდენობით აღებული ნიახურის წვენისა და სტაფილოსგან მომზადებული ნარევი ნერვული სისტემისთვის ძლიერ სასარგებლოა.
რევმატიზმის, პოდაგრის, სახსრების ტკივილის დროს შემდეგი წესით დამზადებული ნიახურის ძირების ნაყენი გამოიყენეთ: 1 სადილის კოვზ ნედლ, წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში 4 საათის განმავლობაში, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე  ნახევარი საათით ადრე.
კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. კარგია 1-2 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ნიახურის ძირების წვენის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
წნევის რეგულატორი – ეს თვისება ნიახურში ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში აღმოუჩენიათ.  თუმცა, მეცნიერულად ევროპაში დასაბუთდა. ის შეიცავს პტალიდებს, რაც წარმოქმნის მეტ სივრცეს სისხლძარღვებში, ეს კი ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის შენელებასა და წნევის დაწევას.
კიბოს წინააღმდეგ – ნიახური შეიცავს კუმარინს, რომელიც ორგანიზმს დაზიანებული უჯრედების აღდგენაში ეხმარება. ხელს უშლის უჯრედების მუტაციას და ამცირებს კიბოს რისკს. ამასთანავე, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აჩერებენ კიბოს უჯრედის ზრდას.


უნაბი ჰიპერტონიის, ნევრასთენიისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ


უნაბის ნაყოფი კლავს წყურვილს, აქრობს დაღლილობას, ხსნის აღგზნებადობას, კუჭის, გულმკერდისა და გულის ტკივილებს, აუმჯობესებს შრომისუნარიანობასა და თვითშეგრძნებას. იჭმევა როგორც უმი, ასევე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, ასევე, უნაბის ფოთლები და ფესვები.
მისი ნაყოფი შეიცავს 40 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 5 პროცენტზე მეტ პროტეინს, 1,5 პროცენტზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 2,5 პროცენტამდე პექტინოვან ნივთიერებებს, 2 პროცენტზე მეტ ფისებს, 1,2 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს. მდიდარია C ვიტამინით – ის გაცილებით მეტს შეიცავს, ვიდრე ერთად აღებული ლიმონი და ფორთოხალი. სწორედ ამის გამო, მისი მიღება სასარგებლოა დასუსტებული ორგანიზმისა და დაბალი სასიცოცხლო ტონუსის მქონე ადამიანებისთვის.
 არაბი მკურნალები უნაბს წარმატებით იყენებდნენ ასთმის სამკურნალოდ.
 უნაბის ნაყოფის ნახარში მეტად ფასეული სასმელია – აძლიერებს ორგანიზმს, სწევს ტონუსს, ხსნის ხველასა და თავბრუხვევას, სასარგებლოა ტკივილებისა და უძილობის დროს, რეკომენდებულია მეხსიერების დარღვევების სამკურნალოდ და, ზოგადად, სკლეროზული პროცესების პრევენციისთვის.
დღეს ყველამ იცის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უნაბს რეგულარულად მიირთმევენ, ჰიპერტონიით ნაკლებად ავადდებიან. ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ უნაბს თანამედროვე მედიცინაც უწევს რეკომენდაციას. ამ მიზნით მისი 20 ცალი ნაყოფი დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი სამ თვეს გრძელდება.
აიღეთ 1 კილოგრამი გამომშრალი ნაყოფი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში (მსხვილი ნაყოფი სასურველია 3-4 ნაწილად გაიყოს), დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, შეფუთეთ და 8-12 საათით გააჩერეთ სითბოში. ამის შემდეგ გადაწურეთ. ნაყოფს მეორედაც დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათს დააყოვნეთ და ისევ გადაწურეთ. ნაყოფი და ნაყენი ცალ-ცალკე მიირთვით. ეს ნაყენი ხალხურ მედიცინაში ჰიპერტონიის სამკურნალო მეტად სასარგებლო საშუალებად არის მიჩნეული. ერთ მიღებაზე ერთი ჭიქა უნდა მიირთვათ.
აიღეთ 100 გრამი დაფქული უნაბის კურკა, დაასხით 500 მილილიტრი წყალი, ადუღეთ 10 წუთს, დაამატეთ 200 მილილიტრი 96-პროცენტიანი სპირტი, გააჩერეთ 8 საათს, შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ ნევრასთენიის, ისტერიკის, თავბრუხვევისა და უძილობის დროს.
უნაბის მიღება კი ძუძუთი კვების დროს, უბრალოდ, აუცილებელია. ქალისთვის ამ მცენარის ნაყოფის მიღება იმიტომ არის სასარგებლო, რომ ის ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების მოქმედებას. შესაბამისად, ახალშობილი გაუმჯობესებული ხარისხისა და უხვი რაოდენობის რძეს იღებს.
უნაბის ფოთლების ნაყენი ხალხურ მედიცინაში ხველებისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება: ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ უნაბის ფოთოლს, დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ. მიირთვით 50 მილილიტრი დღეში 3-4 ჯერ.скачать dle 11.3