კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რა „ქიმია“ იწყება მეუღლეებს შორის, როცა ცოლი ქმრის მიმართ ინტერესს კარგავს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


ქალებს ხშირად ავიწყდებათ მამაკაცის ბუნება – იყოს მონადირე. ზოგიერთ მამაკაცში ნადირობის სურვილი პერიოდულად იღვიძებს და სწორედ ამიტომ ეჩვენება ცოლი მოსაწყენ „სათამაშოდ“... ანუ უკვე უინტერესოდ. ეს მაშინ ხდება, როცა ქალს ან ეზარება, იყოს მრავალფეროვანი და დამაინტრიგებელი, ან დრო არ ჰყოფნის ამისთვის. მაგრამ, როგორც კი ცოლი ცხოვრების სტილს იცვლის, ასეთი კაცები მაშინვე გამოფხიზლდებიან ხოლმე.


თეონა (34 წლის): იცით, სად გადის ზღვარი გულგრილობასა და ზედმეტ ემოციურობას შორის? პრაქტიკულად უმნიშვნელოა, შეუმჩნეველი და ძალიან საშიში. ამაზე იმიტომ დავიწყე ლაპარაკი, რომ სხვა დროს სხვანაირად ვფიქრობდი, რადიკალურად განსხვავებულად. ჩემი ქმარი მიყვარდა და მის გარეშე სამყარო ვერ წარმომედგინა. იცით, რომ ასეთი სიყვარულიც არ ვარგა? საშინელებაა და მე ამაზე წარმოდგენა არ მქონდა. პირიქით, ვფიქრობდი, მარტო ასეთი სიყვარულია სასურველი და მარტო ამისთვის ღირს სიცოცხლე-მეთქი. ერთი სიტყვით, სულელი ვიყავი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა. კაცი შენს ზღვარს გადასულ სიყვარულს არ უნდა შეაჩვიო. როცა იმის განცდა გაუჩნდება – რაც უნდა გავაკეთო, ამას მაინც ვეყვარებიო, იქ მთავრდება ყველაფერი. მიხვდით, ხომ, რისი თქმა მინდა? – რაღაც საინტერესო უნდა დაიტოვო, რაღაც ისეთი, რაც კაცს შენში ინტრიგას გაუღვივებს. ოღონდ, არ თქვათ, ეს ქალი რა სისულელეებს ლაპარაკობსო. ამას მაშინ მივხვდი, როცა თავად დავკარგე ქმრის მიმართ ინტერესი. არ ვიცი, რა გახდა ამის მიზეზი, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ მასში „საყვარელი“ აღარ მაინტერესებდა.
– ეს რას ნიშნავს?
– გეტვით. როცა მისთვის სულერთი გავხდი, როცა იმდენად შემეჩვია, რომ ვეღარც მამჩნევდა, ბუნებრივია, ჩემში პროტესტის გრძნობამ გაიღვიძა. ხოლო, როცა უკმაყოფილება გამოვთქვი, გაუკვირდა, რა ხდება განსაკუთრებული – შენ ჩემი ცოლი ხარ და ვეღარ დავფეთდები ისე, როგორც ადრე. ამას უნდა შეეგუოო. მეწყინა. გული შემეკუმშა და გავერიდე. რამდენიმე დღე ვფიქრობდი. ბრაზმა რომ გამიარა, მივხვდი, რომ მთლად მართალი არც მე ვიყავი. ქმრის სიტყვებში იყო რაციონალური მარცვალი, მაგრამ არ ვიცოდი, რა უნდა შემეცვალა. ამიტომ გადავწყვიტე, მეპოვა გასართობი, რომლითაც ქმართან ურთიერთობის დეფიციტს შევივსებდი.
– ქმართან ურთიერთობის აღდგენა, მასთან საუბარი რატომ არ სცადეთ?
– არ ვიცი. ხომ გითხარით, მის მიმართ ინტერესი გამიქრა – ანუ, ქმარია და ასეც იქნება სულ. ამას უნდა შევეგუო-მეთქი. მაგრამ შესაგუებლად ემოციები უნდა „გამომერთო“ და ნელ-ნელა ეს შევძელი კიდეც. სრულიად ნეიტრალური და „ცივი“ გავხდი. იმის თქმა მინდა, რომ აღარ გამოვხატავდი ქმრის, მისი სამსახურის თუ სხვა საქმეების მიმართ ინტერესს. ჩვეულებრივად ვიყავი – ჩუმად ვასრულებდი საოჯახო ვალდებულებებს, უსიტყვოდ და ჩემს ფიქრებში გართული. ეს არ იყო ჩემი ქმრის წინააღმდეგ ან მის გასაღიზიანებლად მიმართული. უბრალოდ, თავდაცვის ინსტინქტი „ჩამერთო“, რომელიც ამ ფორმით გამოიხატა.
– იმის თქმა გინდათ, რომ თქვენს ნაჭუჭში ისე ჩაიკეტეთ, რომ ქმრისთვის არაფერი აგიხსნიათ?
– დიახ. არაფერი ამიხსნია, თუმცა საკუთარ ნაჭუჭში არ ჩავკეტილვარ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, საკუთარი თავისთვის დავიწყე ცხოვრება და ვცდილობდი, ზედმეტი ემოციებით აღარ გამერთულებინა. რომ გითხრა, აქედან რამე პოზიტივს ველოდებოდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ქმარმა  საშიშროება იგრძნო. ყოველ შემთხვევაში, იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს და საგანგაშოდ მიიჩნია. ქალის ამბავი ხომ იცით, რადგან დავინახე, რომ ჩემს ქმარს რეაქცია ჰქონდა, მიზანმიმართულად დავიწყე „წერტილოვანი დარტყმები“, ანუ დავდიოდი გაფანტული მზერით. ჩემთვის ვღიღინებდი, ზოგჯერ ვიღიმოდი, თანაც ისე, რომ ეს ქმარს დაენახა – ამან „იმუშავა“. ჩემს ქმარს მყისიერი რეაქცია ჰქონდა. რაში გამოიხატებოდა? მის საქციელში. სახლში ადრე დაიწყო მოსვლა. მეტ ყურადღებას მაქცევდა. მეტად მეკონტაქტებოდა და კითხულობდა ჩემს ამბებს. ჩემთვის მეცინებოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი, მაინტერესებდა, სადამდე მივიდოდა საქმე. ერთ დღეს, საღამოს, მოვიდა და საჩუქარი მომიტანა, საყვარელი სუნამო და ყვავილები. რა ხდება-მეთქი, საკმაოდ ცივად ვკითხე.
– მართლა აღარ გქონდათ ემოციები ასეთ სენტიმენტებზე?
– მქონდა, უფრო სწორად, ცოტა მოგვიანებით გამიჩნდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მაინტერესებდა, სადამდე მივიდოდა საქმე. სადამდე „შემომყვებოდა“ „გაშლილ ზღვაში“. მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე, ერთ საღამოს მითხრა: იცოდე, ჩემგან ვერსად წახვალ, არსად გაგიშვებო. სად მივდიოდი, რა იფიქრა და რა გადაწყვიტა თავისთვის, არ ვიცი. მოკლედ, ეჭვიანობის ფაქტორიც იყო. საერთოდ არაფერი მითქვამს, ხმა არ ამომიღია. მხოლოდ შევხედე და გავედი ოთახიდან. ამან უფრო გადარია. იმ დღის შემდეგ ყველაფერს მიმოწმებდა – ტელეფონს, სოციალურ ქსელს... ვამჩნევდი და მეღიმებოდა.
– მოგწონდათ ცვლილება, რომელიც თქვენს ურთიერთობაში მოხდა?
– ძალიან მომწონდა. ახლაც მომწონს, რომ მებღაუჭება. ჩემი ყველაფერი აინტერესებს. ვგრძნობ, რომ მარტო აღარ ვარ. პირიქით, „დიდი დოზით“ არის ჩემს ცხოვრებაში. ეჭვიანობს, მაკონტროლებს და ეს კარგია. რატომაც არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღირებული ვარ მისთვის.
скачать dle 11.3