კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რა ქონება აქვთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ირმა ქავთარაძესა და მის ქმარს, „თბილავიამშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე 1967 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (დაამთავრა 1989 წელს). 1995 წელს ჯონ მარშალის სამართლის ინსტიტუტში მიანიჭეს მაგისტრის წოდება, 2012 წელს კი ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი გახდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სწავლა არც ამ ეტაპზე შეუწყვეტია და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის ეკონომიკის მიმართულების დოქტორანტია.
ირმა ქავთარაძის შრომითი ბიოგრაფია 1995 წელს დაწყებულა ინტერნად: თავდაპირველად, საქართველოს მუდმივმოქმედ მისიაში გაეროში, მოგვიანებით კი – ჩიკაგოს ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში. 1992 წელს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში დაინიშნა იურიდიული დეპარტამენტის უფროსად (1997 წლამდე). 1996-1999 წლებში იყო საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სახელმწიფო კომისიის წევრი; ამის პარალელურად, 1996 წლიდან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორიც. 1997 წელს კომერციული სამართლის სპეციალისტად მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ცენტრში, 1998 წელს – გრძელვადიან ადგილობრივ ექსპერტად ევროკავშირის პროექტში. იმავე წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველ მოადგილედ, 2001 წელს ნავთობისა და გაზის პროექტის მენეჯერის მოადგილედ გადაინაცვლა PA Consulting-ში; 2004-2011 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დასაქმდა – წევრად. 2011–2013 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2013-2014 წლებში სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომელი იყო და იმავე წლებშივე – ენერგეტიკის დაგეგმვისა და ჰიდროგენერაციის ხელშეწყობის პროექტის რეგულირების ჯგუფის ხელმძღვანელი. 2014 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.
ირმა ქავთარაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება და ის ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს, კახაბერ ჟღენტსა და შვილს – ირაკლის.
ირმა ქავთარაძისა და მისი მეუღლის ერთობლივი საკუთრებაა 42 000 აშშ დოლარად ღირებული ბინა თბილისში, საირმეზე, მხოლოდ მინისტრის მოადგილის საკუთრებაა ბინა თბილისში, პეკინის გამზირზე, აგარაკი ფასანაურში, აგარაკი ცხვარიჭამიაში, 50 000 აშშ დოლარად ღირებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე. კახაბერ ჟღენტს კი ეკუთვნის 22 000 აშშ დოლარად ღირებული მიწის ნაკვეთი წყნეთში, მიწის ნაკვეთი ნატანებში (360 კვ. მ.), 70 000 აშშ დოლარად ღირებული აგარაკი წყნეთში. ასევე, ორი ავტომანქანა – 26 000 აშშ დოლარად ღირებული Nisan X-trail–ი და 25 700 აშშ დოლარად ღირებული „ტოიოტა ფორტუნერი“.
მასვე ეკუთვნის სს თბილავიამშენის ერთ ლარად ღირებული 1 723 აქცია და ეწევა სამეწარმეო საქმიანობებსაც: კერძოდ, არის ოთხი შპს-ს პარტნიორი და იმავდროულად დირექტორიც (ოღონდ, დეკლარაციის თანახმად, შემოსავალი 2016–ში არ მიუღია), მხოლოდ „თბილავიამშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობამ მოუტანა 29 500 ლარი. თუმცა, სესხების მომსახურება იმავე წელს 15 000 აშშ დოლარი და 21 000–მდე ლარი დაუჯდა.
თავად ირმა ქავთარაძემ კი, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, 85 255 ლარი აიღო და აქვე გეტყვით, რომ, თავის დროზე, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა, ხელფასად, 900 000 ლარზე მეტი მიიღო.
скачать dle 11.3