კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 მოწევა კლავს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

და გამონაბოლქვი?!

​მართალია, ამ ჩვენს ქვეყანაში უკვე მოქმედებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის შეზღუდვა, თუმცა ამ ნორმას დიდად არავინ იცავს.
აწ, ანუ პირველი მაისიდან კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება (მწეველთათვის, ცხადია) და მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილებში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში; კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით (ანუ, თუ მაინც კვდებით, თავში ქვაც გიხლიათო).
ჯერჯერობით მოწევა 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონებსა და სასტუმროს ნომრების არაუმეტეს მეხუთედში. თუ დაწესებულება ამ წესებს არ დაიცავს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებებისას კი – 1 000-1 000 ლარით.
ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა უფრო მოკრძალებულია – 100 ლარი, ხოლო, თუკი ის გაბოლებას გადაწყვეტს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც ყველას ეკუთვნის: ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვა) 50 ლარის გადახდა მოუწევს, განმეორებებისას კი –100-100 ლარისა.
ასევე, დაჯარიმდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებიც (თუმცა აი, ის კი არ ვიცი, რეალურად ეს როგორ განხორციელდება).
ასეა თუ ისე, ფაქტია, ვცდილობთ, ჩვენი ყოფა უფრო ჯანსაღი გავხადოთ და ცივილიზებულ ქვეყნებსაც ვემსგავსოთ (და პასიური მწეველობა მართლაც უფრო კლავს), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, თბილისში ჰაერის დაბინძურების 90 პროცენტი ავტოტრანსპორტზე, ანუ უხარისხო საწვავზე მოდის, ისიც ფაქტია, რომ პასიურ მწევლობას გადარჩენილებს გამონაბოლქვი მაინც მოგვიღებს ბოლოს.
скачать dle 11.3